არაფრის, ამისთვის ვართ ფორუმზე

ხშირად გვეწვიე ხოლმე

სურათსაც თუ დადებ შენი ქუნქულასი
Qetuchaრა კარგია ბიბუ რომ ჭამს სალათს. აბა ჩემებს თუ ბარტყები არ ჰყავთ, თავის საკვების და კამის მეტს არაფერს ეკარებიან.
დღეს სტაფილო გავუხეხე და 5 წუთში მოსპეს, სხვა დროს რომ მიმეცა ზედ არ შეაფურთხებდნენ ალბათ...
პირველი ბარტყი შემიყვარდა და შევუყვარდი

ყველაზე წყნარი და ჩუმია, ოღონდ ძალიან ცნობისმოყვარე. ხელში ისე მოსწონს რომ რავიცი <3 თუმცა ჩემთან, დედაჩემმა რომ აიყვანა გამოექცა და მომიცუცქდა

თითზე ჯდომაში ვვარჯიშობდით დღეს, წონასწორობას ძლივს იკავებს, მაგრამ მაინც მოახერხა

ოღონდ მერე ჩაეძინა და გადაყირავდა

სხვები რომ ამომყავს (დიდები) წიკვინებენ და ეშინიათ. ეს პირიქითაა, რომ ამოიყვან ხმას არ იღებს და გეთამაშება