ზოომაღაზიაში შეგიძლია. ბაზრობაზე არ გირჩევ, ძალიან ცუდ პირობებში ჰყავთ. mymarket-ზეც ყიდიან ხოლმე:
http://mymarket.ge/main.php?cPath=4_32&page_num=2შეიძლება უფრო იაფადაც იშოვო.
ახლა რაც მთავარია უნდა იცოდე ცოტა მაინც გარჩევა ბარტყის და მოზრდილის, და ასევე სქესის თუ შენთვის მნიშVნელობა აქვს ამას რაღა თქმა უნდა. დაიმახსოვრე, რომ სასტიკად იტყუებიან გამყიდველები, 50 შვილი რომც დაიფიცოს არ ენდო. პირველ გვერდზეც არის ახსნილი ეს ყველაფერი. მოკლედ გეტყვი, ბარტყს თვალი სულ შავი უნდა ჰქონდეს, აი თეთრი რკალი არ უნდა დაყვებოდეს.
აი ნახე

და დიდი თუთო

თავზე რკალებსაც თუ დააკვირდები, პატარებს მთელ თავზე აქვთ, ხოლო დიდებს შუბლზე უქრებათ. უბრალოდ ყველას არ აქვს ეს ტალღები, ზოგი სულ თეთრია ან ყვითელი, ამიტომ თვალებით უფრო მიხვდები
სქესს რაც შეეხება, ნისკარტის ზემოთ რომ აქვთ ნესტოები, ეგ თუ მთლიანად მუქი იასამნისფერია (ვარდისფერია), ესეიგი მამალი ბარტყია

თუ ძალიან ღია ფერისაა, ან თუ თეთრს+ღია ცისფერ ფერებშია ე.ი. დედალი ბარტყია. სურათები პირველ გვერდზე იხილე. ასევე, გაითვალისწინე, რომ თუ მუქი ლურჯია ნესტოები - მამალია, ოღონდ უკვე მოზრდილი, და თუ ყავისფერია - ე.ი. მოზრდილი დედალი

მშვიდად მჯდომი, გაბურძგნული თუთო არ იყიდო - დიდი შანსია რომ ავადმყოფი იყოს. რაც უფრო მოძრავი და ცოცხალი იქნება ეგ წამოიყვანე. ბუმბულებიც ლამაზად უნდა ჰქონდეს დალაგებული

წარმატებები