kobebryantმგონი ბაზრობაზე ჰყავდათ, ამას წინათ დაწერა ვიღაცამ

მოყვანას აპირებ?
ძალიან მომწონს მაგარი ტიპია და არავის რომ არ ჰყავს გული მიკვდება

ამას წინათ დავდე პატარა ინფო ამათზე
–
ყელსაბმიანი თუთიყუში იგივე
კრამერის თუთიყუში (Psittacula krameri) 
მათი სამშობლო აფრიკა და აზიაა. ზომა - 40 სმ კუდის ჩათვლით.
სქესის გარჩევა საკმაოდ ადვილია. მამლებს ყელზე ვარდისფერი რკალი, ე.წ. "ყელსაბამი" აქვთ, რომელიც დედლებს ან საერთოდ არ აქვთ, ან ძალიან მკრთალი ფერის აქვთ.
მაგ:
მარცხნივ - დედალი; მარჯვნივ - მამალი

შეუძლიათ ლაპარაკიც და სტვენაც, როგორც მამალს, ასევე დედალს.
კრამერის თუთიყუში არც ისე მოსიყვარულე და თბილი სახეობაა, როგორც მაგალითად ნიმფა ან ტალღოვანი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდ "მეგობრობას" გაგიწევთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ვისაც ბევრი დროის დათმობა არ შეუძლია შინაური ცხოველი/ფრინველისთვის, ყელსაბმიანი თუთIყუში მათთვის ზედგამოჭრილია. ძალიან ადვილად ირთობენ დამოუკიდებლად თავს და ბევრ ყურადღებას არ ითხოვენ.
გაითვალისწინეთ, რომ კრამერის თუთიყუშებს ძალიან ხმამაღალი ხმა აქვთ, ამიტომ ყველა ვერ უძლებს, ასე რომ წინასწარ დაფიქრდით, გაქვთ თუ არა ამისათვის საკმარისი ნერვები

საკმაოდ ჭკვიანი თუთოა, და ეს ზანტი მოძრაობები რომ აქვს ვგიჟდები, დინჯად დაბაჯბაჯებს

მოიყვანეთ ვინმემ
What-Does-Marsellusარა პატარები ეგრე შვებიან, 5 საათი უნდებოდა ჩემი ჯერ ამოღებას და მერე გაფცქვნას

შეეჩვევა არაუშავს

ზომა და ა.შ. ყველას ერთი აქვს.
ნაჭამს რომ უკან ყრის არ მომწონს ეგ ამბავი. ჩემიც ეგრე იყო, მაგრამ მე ტრილს ვაჭმევდი მაშIნ არ ვიცოდი საშინელება რომ იყო

მოდი წიწიბურა მოუხარშე ხოლმე უმარილოდ და უზეთოდ, სულ მშრალ საჭმელზე რომაა არ გაუღიზიანდეს ჩიჩახვი. ჩაი შეგიძლია კიდე დაუდგა და ეგეც შველის, Qetucha-მ ეგრე უშველა თავისას