fusika05რა ხდება ხალხო ვინ დაგვწყევლა :/
ძალიან მეწყინა შენი ამბავი, იმედია ვინმეს მაინც შეუფრინდა. გამოაკარი განცხადებები ახლომახლო, თუ ვინმესთანაა ეგებ დაგიბრუნოს :*
vaska-777კი მართალია გამყიდველების ნდობა არ შეიძლება. ამიტომ თემის პირველი პოსტი წაიკითხე, ცოტა აზრზე რომ მოხვიდე (ზემოთ დაგიდეს ლინკი)
აქ ან ტალღოვანს იშოვი, ან კორელას. მოსიყვარულეები არ ლაპარაკობენ. ოღOნდ დაიმახსოვრე, რომ არც თუთიყუშების ნდობა შეიძლება, თუ შეიძლება ასე ითქვას

გარანტიას ვერავინ მოგცემს, რომ ლაპარაკს დაიწყებს, ჟაკოც რომ მოიყვანო. ინდივიდუალურია + ამას შენ რამდენად გაქვს მონდომება და მოთმინება რამდენზე გეყოფა. ზოგი აქ 2 კვირაში ალაპარაკდა, ზოგი 1 თვის მერე, 2 თვის მერე. აი ბიორკის თათუკა (რომელიც დედალია და საერთოდ მოლაპარაკე დედლები იშვიათობაა) 4 წლისაა და ახლა დაიწყო ლაპარაკი

ზოგის საერთოდ არ იღებს ხმას. ასე რომ, თუ მარტო ლაპარაკის გამო გინდა არ ღირს მოყვანა

თუმცა თავიდან თითქმის ყველას მაგის გამო მოყავს, მაგრამ მოგვიანებით ფეხებზე იკიდებენ ილაპარაკებს თუ არ ილაპარაკებს, ბევრად უფრო საინტერესო რამეები შეუძლიათ, ვიდრე ლაპარაკის უნარია