naat23AleXx-Lმაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუტე, უმადობა, გაძლიერებული წყურვილი, ხშირი ღებინება და ნაღებინებ მასაში ნაღვლის არსებობა, ფაღარათი მოთეთრო ფერის მასებით, შარდი მუქდება და მუქი ლუდისფერი ხდება, ლორწოვანი გარსები მოყვითალო ფერის ხდება, აქვთ კერატიტი (თვალის რქოვანას ანთება)_რქოვანა იმღვრევა და მოცისფრო ფერის ხდება, ნუშურა ჯირკვლების (გლანდები) ანთება ისეთი, რომ ყლაპვა უჭირთ. ღვიძლი გადიდებულია და ისე მტკივნეული, რომ, შეიძლება, ძაღლი სულ იჯდეს და დაწოლა არ უნდოდეს.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ იმდენად ასუსტებს იმუნიტეტს, ხშირად ერთვის ხოლმე სხვა ინფექციებიც.
აცრილ ძაღლს არ უნდა დაემართოს, წესით, თუ ნორმალური ვაქცინით და წესების დაცვით აიცრა. ან რამე იმუნოდეფიციტი არ დაემართა.
ზაფხულზე რამდენიმეს მოუკვდა ძაღლი ჭირით. რამდენიმემ აქაც დაწერა, რომ გასტროენტერიტით რამდენიმე დღეში მოუკვდათ ძაღლი ისე, რომ ვერაფერი უშველეს.
ყველა ამ დაავადების წინააღმდეგ, წესით, ვცრით ძაღლებს და დაცულები უნდა იყვნენ.
რა ხდება ვერ გავიგე.