Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ფლორა და ფაუნა
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(79)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
კავკასიური ნაგაზი
, ნაწილი IV
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06
#31386136
· 27 May 2012, 23:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კავკასიური ნაგაზი
კავკასიური ნაგაზი - ნაწილი II
კავკასიური ნაგაზი - ნაწილი III
ჯიშის ყველა მოყვარულს ვულოცავ ახალ თემას :bis:
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PuTKiiI
RUGBY <3
ჯგუფი: Members
PuTKiiI
RUGBY <3
ჯგუფი: Members
წერილები: 18352
წევრი No.: 116272
რეგისტრ.: 29-May 10
#31386290
· 27 May 2012, 23:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ჯიშის ყველა მოყვარულს ვულოცავ ახალ თემას
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 9118
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10
#31386757
· 27 May 2012, 23:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ახალ თემას გილოცავთ! :bis:
andro ph
ორი ღერი ინფორმაცია მაინც დაგედო კავკასიურ ნაგაზზე. :(
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06
#31387083
· 28 May 2012, 00:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
MITIATO
ორ წყალს შუა ვარ :( ........ ჯიშის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია არის სრული დეგენერატიზმი და არ მინდა მაგის დაწერა........
არაოფიციალური ინფოს დაწერა კი მითუმეტეს არ მინდა, იმ დროს - როდესაც არსებობს ოფიციალური ინფორმაცია... :D
საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს ამ ჯიშს და დიდი წარდგენა არ სჭირდება მაყურებლის წინაშე :gigi:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12
#31387328
· 28 May 2012, 00:19 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
andro ph
ის დაწერე როგორ უნდა გავზარდოთ რა ვაჭამოთ ან სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება... დგეს ძააან შეგაწუხე კიტხვებით :D:D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 9118
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10
#31388332
· 28 May 2012, 01:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
andro ph
არაოფიციალური დაწერე. :yes:
თუ მაინც და მაინც მიაწერე, რომ არაოფიციალურია.
QUOTE
საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა იცნობს ამ ჯიშს და დიდი წარდგენა არ სჭირდება მაყურებლის წინაშე
ვითომ? :rolleyes:
* * *
შენ არ დაწერე
QUOTE
ჯიშის შესახებ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია არის სრული დეგენერატიზმი
:D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12
#31393442
· 28 May 2012, 13:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გთხოვთ მითხარით ნაგაზი არის წლის და თვეების და პირველად გააჩინა ლეკვები 9 ლეკვი ყავს მითხრეს პირველი ლეკვები არ გამოდის კარგიო და სიმართლეა? მაგას აზრი აქვს საერთოდ? ძაღლი 2 წლის მერე უნდა შეჯვარდესო...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06
#31393709
· 28 May 2012, 14:16 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(snoopyyy @ 28 May 2012, 00:19 )
andro ph
ის დაწერე როგორ უნდა გავზარდოთ რა ვაჭამოთ ან სად შეიძლება ამ ინფორმაციის მოპოვება... დგეს ძააან შეგაწუხე კიტხვებით :D:D
უნდა გავზარდოთ კარგად. :D
უნდა ვაჭამოთ ან სპეციალური ძაღლების საკვები, ან ნატურალური საკვები, რომელიც ყველანაირად იქნება დაბალანსებული ყველა საჭირო საზრდო ნივთიერებით.
QUOTE
გთხოვთ მითხარით ნაგაზი არის წლის და თვეების და პირველად გააჩინა ლეკვები 9 ლეკვი ყავს მითხრეს პირველი ლეკვები არ გამოდის კარგიო და სიმართლეა? მაგას აზრი აქვს საერთოდ? ძაღლი 2 წლის მერე უნდა შეჯვარდესო...
ძუ ძაღლს სასურველია რომ ორ წლამდე ლეკვები არ ყავდეს..........დიდი ჯიშის ძაღლები ამ ასაკში ამთავრებენ ჩამოყალიბებას. ლეგენდა პირველი ლეკვების უვარგისობის შესახებ მოდის იქიდან, რომ სოფლებში, ცხვარში და ა.შ ძაღლები ძირითადად პირველივე ამძუნებაზე ირთვებოდნენ და ხშირ შემთხვევაში 1 წლის ასაკისნიც არ იყვნენ ლეკვების დაყრის მომენტში........ შესაბამისად იბადებოდნენ შედარებით განუვითარებელი ლეკვები + ამას ახალგაზრდა დედა ვერ უზრუნველყოფდა მათ სრულფასოვან კვებას - გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მასაც ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ჰქონდა.......
MITIATO
QUOTE
არაოფიციალური დაწერე. yes.gif
თუ მაინც და მაინც მიაწერე, რომ არაოფიციალურია.
ok ვეცდები და ჩავამატოთ. :)
QUOTE
ვითომ?
მგონი კი.........გამორიცხულია კვირაში 4-5 ისეთი ადამიანი არ შემხვდეს, რომლის ბიძასაც ჩემს ნაგაზზე ორჯერ დიდი ნაგაზი ყავს სოფელში. :D თან სულ სხვადასხვა ხალხი. :D
QUOTE
შენ არ დაწერე
იმათაც არაოფიციალური იციან, ოღონდ ძირითადად სხვა არაოფიციალური. :D
This post has been edited by
andro ph
on 28 May 2012, 14:22
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 9118
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10
#31394205
· 28 May 2012, 14:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
andro ph
QUOTE
ok ვეცდები და ჩავამატოთ.
:bis:
(IMG:
http://s019.radikal.ru/i639/1205/3f/8a9457be3677.jpg
)
ეს ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისია?
უკეთესი სურათი ვერ გადავუღე, ჩემს კალთაში უნდოდა ჩაჯდომა. :givi:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12
#31395600
· 28 May 2012, 16:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ძუ ძაღლს სასურველია რომ ორ წლამდე ლეკვები არ ყავდეს..........დიდი ჯიშის ძაღლები ამ ასაკში ამთავრებენ ჩამოყალიბებას. ლეგენდა პირველი ლეკვების უვარგისობის შესახებ მოდის იქიდან, რომ სოფლებში, ცხვარში და ა.შ ძაღლები ძირითადად პირველივე ამძუნებაზე ირთვებოდნენ და ხშირ შემთხვევაში 1 წლის ასაკისნიც არ იყვნენ ლეკვების დაყრის მომენტში........ შესაბამისად იბადებოდნენ შედარებით განუვითარებელი ლეკვები + ამას ახალგაზრდა დედა ვერ უზრუნველყოფდა მათ სრულფასოვან კვებას - გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ მასაც ჩამოუყალიბებელი ორგანიზმი ჰქონდა.......
ესეიგი არ ღირს ლეკვის წამოყვანა?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06
#31396197
· 28 May 2012, 16:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(MITIATO @ 28 May 2012, 14:46 )
ეს ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისია?
უკეთესი სურათი ვერ გადავუღე, ჩემს კალთაში უნდოდა ჩაჯდომა. :givi:
თავს ვერ დავდებ, რომ მეტისი არაა, თუმცა ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაგაზის სტანდარტში მგონი "ჩაჯდება" .
QUOTE
ესეიგი არ ღირს ლეკვის წამოყვანა?
ძნელია რაიმეს რჩევა........
შეიძლება სულაც მსოფლიოს ჩემპიონები გაიზარდონ მაგ ნაყარიდან...
უბრალოდ ზოგადად არაა კარგი, პატარა ასაკის ძუს დართვა.....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
snoopyyy
Junior Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 25
წევრი No.: 149715
რეგისტრ.: 27-May 12
#31400263
· 28 May 2012, 20:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ძნელია რაიმეს რჩევა........ შეიძლება სულაც მსოფლიოს ჩემპიონები გაიზარდონ მაგ ნაყარიდან...
უბრალოდ ზოგადად არაა კარგი, პატარა ასაკის ძუს დართვა.....
ხო რა წამოვიყვან და ვნახოთ ძაან მინდა ერთი თვე როდის გავა ვეგარ ვითმენ :D:D მადლობ რჩევისთვის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06
#31402360
· 28 May 2012, 22:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
კავკასიური ნაგაზი ჰარმონიული აღნაგობის, დიდი და ძლიერი ძაღლია. აქვს საკმაოდ მსხვილი და მასიური თავი, კარგად განვითარებული კუნთოვანი სისტემა და მსხვილი ძვალი. ოდნავ გაწელილი ფორმატისაა. სქესობრივი დიმორფიზმი საკმაოდაა გამოხატული.
გაწონასწორებული, აქტიური, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი და უშიშარი ხასიათისაა. პატრონის მიმართ ერთგულია, ხოლო უცხო ხალხის მიმართ თანდაყოლილი უნდობლობა ახასიათებს. მისი ძირითადი ფუნქცია რაიმეს დაცვა, დარაჯობაა. ბეწვის სიგრძის მიხედვით იყოფა სამ ტიპად: გრძელბეწვიან, მოკლებეწვიან და საშუალო სიგრძის ბეწვიანად.
ჯიშის სამშობლო კავკასიაა, სადაც საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა ხალხური სელექციის შედეგად. მისი წინაპარი ტიბეტური მასტიფია.
ჯიშის მკვლევარები კავკასიური ნაგაზის რამოდენიმე ტიპს გამოყოფდნენ. მაგ ა.პ მაზოვერი გამოყოფდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ტიპს და ამავდროულად აღნიშნავდა, რომ მათ შორის საუკეთესო იყო ქართული ტიპის ნაგაზი :
А.П.Мазовер, «Племенное дело в служебном собаководстве», изд. ДОСААФ, 1954 г.
«Лучшие кавказские овчарки распространены в Грузинской ССР, где собаки отличаются могучим костяком и являются самыми крупными из всех отродий кавказской овчарки… Однотонный окрас и длинная шерсть делают этих собак эффектными и красивыми».
სხვადასხვა მკვლევარები კი უკვე ქართულ ტიპს ყოფდნენ თუშურ, ახალციხურ, ყაზბეგურ, გერგეთულ და გარბანულ ტიპებად.
რამდენადაც ცნობილია, ტერმინი "ნაგაზი" პირველად სულხან-საბას აქვს ნახსენები "სიტყვის კონა"-ში:
"ასაკმცირესა ძაღლსა – ციბა, ვიეთნი გომიშას უჴმობენ; მის უდიდეს(ს)ა და ცუდსა ციბაკი, ვიეთნი ფინიას უჴმობენ; დიდსა ძაღლსა, მიდამოს მცველსა – თართი; მეკვლესა – მეძებარი; სწრაფსა და გვარიანსა – მწევარი; მწევრისა და თართისაგან შობილსა – ნაგაზი; მეძებრისა და თართისაგან შობილსა (თართისაგანსა ) - ყაზილა. თუმცა ნაგაზი მგლისა მიერ (მგლისაგან ) იშობა, იგი უმჯობესია (უმჯობესი არს )".
მისი სიტყვებიდან გამომდინარე, ნაგაზი იმ დროს ყოფილა ორი განსხვავებული ჯიშის (თართის და მწევრის) შეჯვარების შედეგად დაბადებული ჰიბრიდი.
ასევე ცნობილია, რომ კავკასიურ ნაგაზს, როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ჯიშს 1765 წ-ში იყენებდა თურქეთის არმია - სამხედრო ობიექტების დასაცავად.
კავკასიური ნაგაზის კულტურული სახით მოშენება დაიწყო XX საუკუნის 20-იან წლებში.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, რუსეთის არმიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საომარ მოქმედებებში გამოსაყენებლად მოემზადებინა ძაღლები. ამ გადაწყვეტილების მიღების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ პირველ მსოფლიო ომში რუსეთის არმიას ყავდა მხოლოდ 300 გაწვრთნილი ძაღლი იმ დროს როდესაც გერმანიის არმიას ყავდა 30 000, ხოლო საფრანგეთის, ინგლისის და აშშ-ს არმიებს 20 000-ზე მეტი ძაღლი. ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე, 1924 წელს დაარსდა "Центральная Школа Военного Собаководства", ამავე წელს დაარსდა ძაღლსაშენი "Красная звезда". სწორედ ამ საშენებში დაიწყო კავკასიური ნაგაზების კულტურული სახით მოშენება. მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთის არმიას უკვე ყავდა 60 000 გაწვრთნილი ძაღლი. სწორედ ამ პერიოდში მოხდა კავკასიური ნაგაზების მასიურად გაყვანა საქართველოდან. ომის პერიოდში მას იყენებდნენ ციხეების და საწყობების დასაცავად, ხოლო ომის შემდგომ პერიოდში უკვე ბერლინის კედელსაც იცავდა რამოდენიმე ათასი კავკასიური ნაგაზი.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმ პერიოდში საქართველოში მცხოვრები კავკასიური ნაგაზები ისევ "ხალხურად" მრავლდებოდნენ და ეს გრძელდებოდა XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლომდე. 80-იანი წლების ბოლოს საქართველოში დაიწყო რუსული მოშენების, კულტურული ნაგაზების შემოდინება. ამ წლების განმავლობაში აქ დარჩენილი და იქიდან ჩამოყვანილი ნაგაზები უკვე საკმაოდ განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან - "რუსები" ბევრად უფრო ეფექტურად გამოიყურებოდნენ, ამიტომაც მაშინდელმა ქართველმა ძაღლების მოყვარულებმა იქაურ ტიპს მიანიჭეს უპირატესობა და დაიწყეს რუსეთიდან ჩამოყვანილი ძაღლების მოშენება. ჯიშის სტანდარტიც უკვე "რუსული ტიპის" ძაღლებზე იყო მორგებული და გამოფენებზეც ძირითადად ისინი ლიდერობდნენ, რაც დღემდე გრძელდება.
მეც წლების განმავლობაში "რუსული მიმართულების" მიმდევარი ვიყავი და ამ თემის წინა ნაწილებში საკმაოდ შეგხვდებათ ჩემი პოსტები, სადაც რუსეთიდან ჩამოყვანილ ძაღლებს ვაქებდი და ვადიდებდი. რამოდენიმე წლის წინ კი მოხდა ის, რამაც აზრი შემაცვლევინა ამ ყველაფერზე. ერთ-ერთი რუსული ფორუმზე დაგვცინოდნენ იმის გამო, რომ ჩვენს ეროვნულ გამოფენებზე ყოველთვის რუსული მოშენების ძაღლები იგებდნენ... საბედნიეროდ ის არ იცოდნენ, რომ ქართული მოშენება საერთოდ არ გაგვაჩნია. :givi:
ამის შემდეგ პრინციპულად გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს დავკავდე "რუსული" სისხლების ნაგაზების მოშენებით და შესაძლებლობის მოცემისთანავე ვეცადო ის, რომ საქართველოს ყავდეს საკუთარი მოშენების კავკასიური ნაგაზები. :bis:
MITIATO
რაც შევძელი - ესაა.
აზრის დალაგება და წერტილ-მძიმის დასმა თქვენზეა. :givi:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
MITIATO
დეპრესიული ოპტიმისტი
ჯგუფი: Members
წერილები: 9118
წევრი No.: 111500
რეგისტრ.: 5-February 10
#31402552
· 28 May 2012, 22:28 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
andro ph
QUOTE
აზრის დალაგება და წერტილ-მძიმის დასმა თქვენზეა.
ძალიან კარგადაა დალაგებული აზრიც და წერტილებიც. :D
QUOTE
თავს ვერ დავდებ, რომ მეტისი არაა, თუმცა ფოტოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ნაგაზის სტანდარტში მგონი "ჩაჯდება" .
არის რამე ნიშანი, რომლის მიხედვით შეიძლება მიხვდეს საქმეში ღრმადჩაუხედავი ადამიანი ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისი? :baby:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
andro ph
★★★★★
ჯგუფი: Members
წერილები: 3625
წევრი No.: 26439
რეგისტრ.: 2-December 06
#31402737
· 28 May 2012, 22:38 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ძალიან კარგადაა დალაგებული აზრიც და წერტილებიც. :D
გმადლობ. :D
QUOTE
არის რამე ნიშანი, რომლის მიხედვით შეიძლება მიხვდეს საქმეში ღრმადჩაუხედავი ადამიანი ძაღლი კავკასიური ნაგაზია თუ მეტისი? :baby:
ან ჯიშის სტანდარტდან უნდა იყოს აშკარად გადაცდენილი, რასაც ღრმადჩაუხედავიც ადვილად შეატყობს, ან კიდევ კავკასიურ ნაგაზზე მეტად სხვა რომელიმე ჯიშს უნდა გავდეს. :)
ძაან ხშირია შემთხვევები, როდესაც მეტისების გარჩევა ფაქტიურად შეუძლებელია სუფთა სისხლის ძაღლებისგან... ეს განსაკუთრებით ისეთ ჯიშებს ეხება, რომელთაც არც თუ ისე მკაცრი სტანდარტი აქვთ.
პ.ს მაგალითად მე იპოდრომზე მყავს ნანახი, "რომელიღაც მასტიფის" და კავკასიური ნაგაზის ისეთი შვილი, რომელიც საქართველოში მცხოვრები სუფთა კანე კორსოების 80% -ს მერჩივნა როგორც კანე კორსო - მის წაგრძელებულ ბეწვს თუ არ მივაქცევდი ყურადღებას......... იმდენად ჰქონდა ჯიშისთვის დამახავიათებელი ნიშანთვისებები გამოხატული. :yes:
This post has been edited by
andro ph
on 28 May 2012, 22:38
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ფლორა და ფაუნა
|
იქით
»
Pages:
(79)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0315 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.