#40028532 · 28 Feb 2014, 23:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ეს ზოგადადაა ნათქვამი და არა კავკასიურებზე ჩემი აზრით |
მე მეგონა რომ ნაგაზების თემაში ნაგაზებზე ვსაუბრობდით და არა ზოგად თემებზე  QUOTE | QUOTE | როცა ადამიანი სულიერად და ფიზიკურად უსუსურია და თავად არ შეუძლია ვარჯიში სპარინგი ჩხუბი, ძაღლის საშუალებით ცდილობს მიიღოს სიამოვნება. |
ესეზ ზოგადი პასუხია ძაღლების ორთაბრძოლებზე.
|
ეგ პასუხიც ძირითადად შეუსაბამოა ნაგაზებთან მიმართებაში, გინდაც საქართველოს მაშტაბით და გინდაც კავკასიის მაშტაბით ნაგაზების ტესტირებებში ყველაზე წარმატებული ძაღლების პატრონები ხშირად საკმაოდ წარმატებული სპორცმენები არიან.
QUOTE | კავკასიურების ჩხუბებზეც ესე ხდება და იმიტომ |
კავკასიურების ჩხუბების შესახებ მე არ მაქვს ინფორმაცია და რადგან თქვენ ამტკიცებთ რომ ესე ხდება ალბათ კარგად იცნობთ ამ სფეროს, ამიტომ ვერ შეგედავებით. რაც შეეხება ნაგაზების ტესტირებას იქ ნამდვილად არ ხდება ისეთი რაღაცები რაც თქვენ აღწერეთ.
QUOTE | ძალიან ხშირად აჩხუბებენ ფულზე ძირითადად პიტთან ან სტაფთან ასევე ერთმანეთშიც. |
მასეთი რაღაცები სად ხდება? რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი შერეული ჩხუბები 90-იან წლებში იყო მეტ-ნაკლებად პოპულარული, შემდეგ ესეთი ჩხუბების პოპულარობამ სერიოზული კლება დაიწყო და უკვე საკმაო ხანია რაც ესეთი გართობის მოყვარულებზე მე პირადად აღარაფერი მსმენია საქართველოში. რა თქმა უნდა ერთეული შემთხვევები შეიძლება ისევ ხდებოდეს მაგრამ ამჟამად პოპულარობით ნამდვილად არ სარგებლობს პიტებისა და ნაგაზების ჩხუბები. ყოველშემთხვევაში ნაგაზების ტესტირებებით დაინტერესებულთა წრეში ესეთი ჩხუბები მისაღები არავისთვისაა. რაც შეეხება ნაგაზების ჩხუბს ფულზე, ისევ იგივეს თქმა შემიძლია, რახან თქვენ საუბრობთ ამის შესახებ ალბათ ფაქტებიც გაქვთ და ვერ შეგედავებით(თუმცა ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია ამ ინფორმაციის სიზუსტე), მაგრამ ამას ტესტირებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და არც სატესტო ორთაბრძოლების მიმდევრებთან.
QUOTE | ვენა რომ გაუხსნიათ ან თვალი გაუფუჭებიათ ესეთი ჩხუბი არ გინახავთ? |
მასეთი ჩხუბები ცხვარშიც მინახავს, ასევე არაერთი ფაქტი ვიცი რომ ცხვარში ძუსთვის, ტერიტორიისთვის, ლიდერობისთვის ჩხუბი ერთ-ერთი ძაღლის სიკვდილით დამთავრებულა, აი ცხვრისგან განსხვავებით ტესტირებებზე ძაღლის სიკვდილის შესახებ საქართველოში ნამდვილად არ მსმენია. ასევე ცხვარში მომუშავე ძაღლებისგან განსხვავებით ტესტირებებზე მიღებული ჭრილობები მკურნალობის გარეშე უყურადღებოდ არასდროს რჩება, ესე რომ ნაგაზების სატესტო ორთაბრძოლები ბევრად უფრო ჰუმანური ფორმით ხდება ვიდრე ცხვრის ძაღლების ორთაბრძოლები.
QUOTE | ასევე გულიც უჩერდებათ ხოლმე იშვიათად მაგრამ ხდება . |
გულის გაჩერების შემთხვევები ტესტირებაში მონაწილე ძაღლებს შორის ბევრად უფრო იშვიათია ვიდრე სუფთა საგამოფენო(დეკორატიულ) ჯიშებს შორის. შეგიძლიათ მოიყვანოთ თუნდაც ერთი ფაქტი როდესაც საქართველოში ნაგაზების საბრძოლო ტესტირება ძაღლის სიკვდილით დასრულდა?
QUOTE | თუმცა პიტბულებთან რა მოსატანია , მოკვლით არ კლავენ ერთმანეთს არც სერიოზულ ჭრილობებს აყენებენ მაინცდამაინც და არც კიდურები ემტვრევათ ჩხუბისას. |
გეთანხმებით, პიტებისა და ნაგაზების ორთაბრძოლების შედარება ნამდვილად არ შეიძლება რადგან ნაგაზების ორთაბრძოლა უფრო ჭიდაობას გავს მაშინ როცა პიტების ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო ომია. ნაგაზების ბრძოლა უმეტეს შემთხვევებში რიტუალურ ხასიეთს ატარებს და მიზნად მოწინააღმდეგის განადგურებას კი არა დამორჩილებას ისახავს, ნაგაზები სოციალური ცხოველები არიან, ათასწლეულების განმავლობაში ხროვის პრინციპებით ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ, ხროვის თანაარსებობა და შეკრული მუშაობა კი მკაცრი იერაექიის გარეშე შეუძლებელია, მათი ორთაბრძოლებიც იერარქიულ კიბეზე თავისი საფეხურის დამკვიდრებას ემსახურება, ამიტომ ნაგაზების ბრძოლა ერთმანეთთან და ბრძოლა მტაცებლებთან მკვეთრად განსხვავდება თავისი სისასტიკით, ამას არა მხოლოდ მწყემსების მონაყოლის საფუძველზე გეუბნებით არამედ პირადი დაკვირვებისაც. ეს ყველაფერი ნაგაზებთან ინსტინქტის დონეზე ხდება და განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მწვრთნელი თუ მოახერხებს ძალიან სერიოზული წვალების შედეგად ნაგაზის ისე გაზრდას რომ მათში არსებული ინსტინქტებისთვის გადააბიჯებინოს ნაგაზს. თუმცა არ მგონია ვინმემ თავი ესეთი წვალებით შეიწუხოს რადგან ამ წვალებით მიღებულ შედეგს ვერაფერში გამოიყენებს თუ მანიაკი არ არის და უპატრონო ძაღლების ხოცვით თუ არ იღებს სიამოვნებას. იმიტომ რომ ნაგაზების სატესტო ორთაბრძოლებში ისეთი წესებია(ჩემი აზრით არაბუნებრივად ლმობიერი) ადამიანების მიერ შემოღებული, რომ ძაღლებს არც აცლიან რეალური გამარჯვებულის გამოვლენას ხშირ შემთხვევაში. ანუ საკმარიასია პატარა სისუსტე შენიშნონ და მაშინათვე აშველებენ ძაღლებს. ერთ-ერთი ძაღლის მიერ დამარცხების ნიშნების გამოხატვის შემთხვევაში ხომ საერთოდ არარსებულია ბრძოლის გაგრძელება.
QUOTE | საჭიროა ცხვარში ბუნებრივად მოხდეს ეს და არა ადამიანების მიერ სპეციალურად , |
არ ვიცი თქვენ როდისმე დაინტერესებულხართ თუ არა საქართველოში ცხვრის მდგომარეობით წარსულში და დღევანდელობაში, მაგრამ მე ვინტერესდებოდი ამ საკითხებით და გარკვეული ინფორმაცია მაქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ცხვრის რაოდენობამ ძალიან სერიოზულად შემცირდა, საკმაოდ ბევრი ნაგაზი დარჩა სამუშაოს გარეშე და ძაღლების მოყვარულების ხელში მოხვდა. ამ ძაღლების ისეთი სახით შენარჩუნებაა საჭირო რომ მათ სახე არ იცვალონ(იმედია მომავალში მეცხვარეობაც განვითარდება საქართველოში და იქ ისევ ბევრი ნაგაზი იქნება საჭირო). ამისთვის კი ჩემი აზრით საჭიროა ცხვრის ფარებს გარეთ დარჩენილი ნაგაზების სელექცია კომპლექსური(არა მხოლოდ საბრძოლო) ტესტირებების შედეგებზე დაყრდნობით მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ძაღლების გადაგვარება გარდაუვალია. ეს კი ფაქტობრივად ქართული ცხვრის ძაღლის გადაშენებას გამოიწვევს, რადგან დღეს ცხვარში არსებულ ნაგაზების უმეტესობას ჩემი დაკვირვებით უკვე მკვეთრად ემჩნევათ ინბრიდული დეპრესიის ნიშნები და თუკი არ იარსებებს ბაზა სისხლის მიცვლა-მოცვლისათვის და გაახლებისათვის ეს საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ ცხვრის ძაღლს.
QUOTE | რაც იმ პრობლემებს ქმნის რაზეც წინაგვერდებზე იყო საუბარი რომ ქოსა ნაგაზის სისხლში ბულდოგები და მასტიფები ურევია. |
მაგ პრობლემას ძირითადად ქართული ცხვრის ძაღლისადმი გულგრილი დამოკიდებულება ქმნის. ნაცვლად იმისა რომ ქართველი ძაღლების მოყვარულები გავერთიანდეთ ქართული საქმის ირგვლივ და ერთობლივი ძალებით შევიმუშავოთ შეძლებისდაგვარად სრულყოფილი მეთოდები ცხვრის გარეთ დარჩენილი ნაგაზების სელექციისა, ბოლო ხანებში ხშირად ვხედავ ტელევიზიებითა თუ სოციალური ქსელებით ნაგაზების ტესტირებების სრული აკრძალვის მოთხოვნების აგიტაციას. ეს ძალიან გავს მიზანმიმართღულ მცდელობას ნაგაზების მზარდი პოპულარობის შეჩერებისას. ეჭვი ჩნდება რომ გარკვეული ჯგუფების ბიზნეს ინტერესებს ეწინააღმდეგება ნაგაზების პოპულარობის ზრდა და მათივე დაკვეთით ხდება ტესტირებების საწინააღმდეგო ტალღის აგორება. ეს კი არცთუისე ძნელია თუ თავის ბიზნეს ინტერესებს ცხოველებისადმი სიყვარულის გარსში შეფუთავენ და ამ შეფუთულ ანკესს იმ ხალხის მასაში გადააგდებენ ვინც საქართველოს მეძაღლეობაში დღეს მიმდინარე მოვლენებში დეტალურად გარკვეული არ არის. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს რამდენი სათნო და ცხოველების მოყვარული ადამიანი წამოეგება ამ ანკესს და თავისდაუნებურად ნაგაზების ზიანის მიყენებით ვიღაცების ბიზნეს ინტერესების სამსახურში ჩადგება.
QUOTE | თუ იქნება ჩხუბების ტურნიერბი რომლის მიზანი იქნება "ჯიშის შენარჩუნება" და ასე შემდეგ რაც ხდება დღეს ეს აუცილებლად გადააგვარებს ამ ჯიშს და ალბათ 70% ით მიღწეულია უკვე დღეს ეს. |
რახან ესე დარწმუნებით ამტკიცებთ რომ სატესტო ორთაბრძოლები ჯიშის გადაგვარებას გამოიწვევს იქნებ ერთის მხრივ დეტალურად ახნათ ის მექანიზმი რითიც ტესტირებას ზიანი მოაქვს და მეორეს მხრივ გაგვაცნოთ თქვენი ხედავა სელექციის იმ მეთოდებისა რომლის წყალობითაც უნდა მოხდეს ცხვრის ფარებს გარეთ არსებული ნაგაზების მუშა თვისებების შენარჩუნება.
|