ამ დილით მომიკვდა ჩემი ძაღლი
ისევ მინდა მყავდეს.. მე მეორე უკიდურესობა მჭირს, ზოგს არ შეუძლია ახლის აყვანა ისეთი ტკივილია როცა გიკვდება, მაგრამ მე ძაღლების გარეშე ვერ გავძლებ, 19 წლის მანძილზე ყოველთვის მყავდა
კარგი ლეკვი სად შეიძლება ვიშოვო?
ერთ დღეს ავედი და ძალიან გამხდარი დამხვდა, ნეკნები უჩანდა შორიდან, თავიდან მითხრეს ალბათ ყინვების გამო დაკარგა წონაო, აგერ, ზაფხულია და რამდენჯერაც ავედი უარეს მდგომარეობაში მხვდებოდა, კიდევ უფრო ხდებოდა და ძვალზე გადაკრული ტყავი დარჩა, გადასხმებზე ვატარებდი, წამლებს ვასმევდი + უფრო კალორიულ საჭმელზე გადავიყვანე + უმი ხორცს ვაძლევდი წონის მალე ასაკრეფად და დღეს უკვე ..
ალბათ ასაკის ბრალიც იყო რომ ვერ გამოჯანმრთელდა, მაგრამ ბებერი არ ეთქმოდა ნამდილად, რა მაგარი ძაღლი იყო, 2-ჯერ ჰქონდა ლეიშმანიოზი და გადარჩა თავის დროზე..
This post has been edited by Maverick_ on 24 Aug 2014, 17:58