""ბასკერვილების ძაღლი"ასე უწოდეს იტალიური ჯიშის ძაღლს კანე კორსოს , რომლის ერთი ღრენისაგან საფრანგეთში ფრიად ცნობილ მძარცველს , დანაშაულის ადგილზე გული გაუსკდა.სპეციალისტების აზრით კანე კორსო მსოფლიოში ყველაზე საიმედო მცველი ძაღლია.თვით ჯიშის სახელწოდებაში განსაზღვრულია მისი სახელწოდება:მეპატრონის, ოჯახის და ქონების დაცვა .კანე კორსო ითარგმენა როგორც კარის მოდარაჯე ძაღლი". არცუ დიდი ხნის წინ გადაშენების ზღვარზე მყოფი კანე კორსო დღესდღეისობით მსოფლიოში ყველაზე ელიტარული და ძვირადღირებული ჯიშების სათავეში დგას.
* * *
* * *
ეს განაპირობა მისმა საუკეთესო სამუშაო თვისებებმა, მაღალმა ინტელექტმა,კეთილშობილებამ,საიმედოობამ და სტაბილურობამ.კანე კორსო მეპატრონის ოჯახის მიმართ ფანატიკურად ერთგულია.უკან არასოდეს იხევს საფრთხის წინაშე, მომენტალურად აფასებს სიტუაციას, თითქმის უსიტყვოდ ესმის მეპატრონის,აუცილებლობის შემთხვევაში თვითნებურ გადაწყვეტილებებსაც ღებულობს. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით კანე კორსო მომენტალურად განასხვავებს მეგობარს მტრისგან.კრიტიკულ სიტუაციაში კანე კორსო თანდაყოლილი დამცავი რეფლექსით , როგორც ამბობენ , ნამდვილი "ფარ-ხმალია" მთელი ოჯახისთვის.
* * *
* * *
კანე კორსოს რეიტინგი ძალიან მაღალია ,მას გამოიყენებენ: ბანკების, ოფისების,მოდური ბუტიკების,საუველირო სალონების,ელიტალური ბარ-რესტორნების, ვილების,კოტეჯების,ბინების (წინა საუკუნეებში- სასახლეების,ეკლესია-მონასტრების) დასაცავად.ასევე უსაფრთხოების სამსახურში ,პირადი მცველის ფუნქციით. კანე კორსო გამოირჩევა სილამაზით , ელეგანტურობით,განსაცვიფრებელი დინამიკურობით და პლასტიკით, ავაზისებური მოძრაობით. თავშეკვებული, გაწონასწორებული და მდგრადი ფსიქიკის კანე კორსო სტუმრების მიმართ კეთილგანწყობილი და მშვიდობისმოყვარეა,არ საჭიროებს დაბმას. საკმაოდ ჭკვიანი და დამჯერია.შესანიშნავად ექვემდებარება წვრთვნას. ალერსიანი და ნაზია შინაურებთან ურთიერთობაში, არასოდეს ავლენს აგრესიას.განსაკუთრებით უყვარს ბავშვები,პატიობს მათ ნებისმიერ ონავრობას და საქციელს , საუკეთესო ძიძა და კომპანიონია თამაშში.
* * *
* * *
ლიტერატურისა და ხელოვნების ძეგლები კანე კორსოს უძველეს წარმომავლობაზე მიუთითებენ .სიტყვა" კორსო" ლიტერატურაში პირველად XVI ს-ში (თეოფილო ფოლენგოს ნაწარმოებებში) გაჩნდა და დაკავშირებული იყო ძლიერ მამაც ძაღლთან,რომელიც გამოიყენებოდა მცველად და ნადირობისათვის .სხვადასხვა წყაროები მოიხსენიებენ მას როგორც ტახთან,დათვთან და მგელთან მებრძოლ ძაღლს. ისტორიული დოკუმენტები მეტყველებენ აღმოსავლეთიდნ დასავლეთით ძაღლის ხანგრძლივ მიგრაციაზე რომელიც დასრულდა მისი საბოლოო გარდაქმნით რომაულ მოდარაჯე ძაღლად. კანე კორსოს შემდგომი ჩამოყალიბება და დახვეწა შუა საუკუნეებს უკავშირდება . ამ ჯიშმა განსაკუთრებით ფეხი მოიკიდა სამხრეთ იტალიაში
* * *
* * *
საუკეთესო მხედველობისა და ორიენტაციის უნარით დაჯილდოებულ კანე კორსოს გამოიყენებდნენ ღამ-ღამობით(ლამპრის გარეშე)ენოტზე სანადიროთ .ისტორიულად კანე კორსო მეცვარე ძაღლის ფუნქციითაც აღინიშნებოდა .მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ,მკვეთრათ შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში,კანე კორსო იშვიათ ჯიშად იქცა. ამ ჯიში აღორძინებისათვის დიდი წვლილი გაიღო პროფ. ჯოვან ბონატიმ. 1996 წლის 12 ნოემბერს კანე კორსო საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ ოფიციალურად იქნა აღიარებული."
This post has been edited by sali-salo on 19 Jun 2012, 18:05