iini44ოპერაცია "მონსტერა–გლოკსინია" ჩატარებულია წარმატებით

გელოდებით.
* * *
sallli1ამ "პუანსეტიამ" მთელ ქალაქს საფიქრალი გაუჩინა... ვისაც გადაურჩება – შემდგომ ახალ წელს დაიწყებს თავიდან ნერვიულობას
რა ჭირს? ფოთლები დაცვივდა? არ ინერვიულო...
http://seeds52.ru/cvety/puansettiya-rozhde...zvezda#more-632ამას გაეცანი
* * *
mariamulaვსხლავ ჩვეულებრივ – შარშანდელ (ერთი წლის) ტოტებს ვამოკლებ 3-4 კვირტზე (ანუ ფოთოლზე). უსუსური წამონაზარდები, ვითომ ტოტს რომ გვანან, შეგიძლია სულ მოაჭრა.
თუ მაღალი მოგეჩვენოს უფრო დაპატარავებაც შეიძლება – 2 წლის ტოტის გადაჭრა.
ეცადე მისცე ბუჩქის ფორმა ან შენთვის სასურველი ფორმა.
ყურადღება მიაქციე რომ ტოტი ისე გადაჭრა, ბოლო ფოთოლი გარეთ იყურებოდეს, რათა ამონაყარი გარეთ განვითარდეს.
ვსხლავ აივანზე გამოტანის დროს - აპრილის ბოლოს–მაისის დასაწყისში (ამინდებს გააჩნია).
გასხვალა აუცილებელია – უხვად იყვავილებს, ვიდრე გაუსხლავი და სიმაღლეში გაქცეული.
ეს ჩემი გამოცდილებიდან. თუ ვინმე დამატებით რჩევას მოგვცემთ – დაგვავალებთ
* * *
mia_nanoმია შენთვისაც მოვიცალე... მე არ მიყვარს როცა სიმაღლეში გარბიან ხეები, მირჩევნია დაიბუჩქოს. ამიტომ ჰიბისკუსს ღია გრუნტში გადატანის დროს აუცილებლად გადავჭრი. ჩემს გულისწადილს მიმიხვდება და უხვად გაიტოტება