#32856160 · 4 Sep 2012, 22:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
axavild
| QUOTE | | რამდენად ხშირად უნდა წყალი? |
ზომიერად. სადღაც 2-3 დღეში ერთხელ ზაფხულში და კვირაში ერთჯერ ზამთარში. სამაგიეროდ, დღეში 2-ჯერ მაინც უნდა ფოთლების დანამვა. გაითვალისწინე, რომ გვიმრა ჩრდილისამტანი მცენარეა და მზის პირდაპირი სხივები რომ ხვდებოდეს ისეთ ადგილას ნუ დადგამ. ფოთლების ჩამოყრის ყველაზე ხშირი მიზეზი მშრალი ჰაერია. არ უყვარს არც ძალიან თბილ ადგილას დადგმა. მაგ. რამე სითბოს წყაროსთან.
| QUOTE | | დღეს შევამჩნიე რომ ძალიან პატარა რაღაცებმა მოიყარეს ქოთნის ძირას და ამათი ბრალია? |
კერძოდ რა არის? მწერებია რამე? თუ კი შეგიძლია ცოტა დეტალურად აღწერო?
4Motivi
| QUOTE | | ოთახის გვიმრას უხდება მზეზე ყოფნა თუ ჩრდილში უნდა იყოს ? |
მზეში არ უყვარს. ჩრდილი ურჩევნია. დანარჩენი ზემოთ მიწერია. * * * shotaaaa
| QUOTE | | მოგესალმებით ჩემს კალათეას ფოთლები შემოუხმა გარშემო იქნებ დამარიგოთ როგორ მოვიქცე წინასწარ დიდი მადლობა |
სავარაუდოდ, ზედმეტად მშრალი ჰაერია იქ, სადაც ყვავილია. დაუნამეთ ხოლმე ფოთლები. * * * Greta
| QUOTE | | ჩემს მცენარეს მიწაში გაუჩნდა წვრილი მატლები |
ჭიაყელა თუა, არაფერი უჭირს, თუ სხვა რამეა, აიღე რომელიმე სიგარეტი, გამოაცალე თუთუნი, ჩაყარე წყალში და ასე დატოვე გარკვეული ხანი. მერე ამ წყლით ყვავილი მორწყე და მატლები აღარ შეგაწუხებთ. * * * Alice_In_Wonderlandპირველი ბეგონიაა, მეორეს კარგად ვერ ვარჩევ, მაგრამ ზიგოკაკტუსი უნდა იყოს და ბოლო ჰოიაა. ბეგონიას განსაკუთრებული მოვლა არ უნდა. ნათელ ადგილას დადგი და ხშირად მორხყე ხოლმე, ისე, რომ მიწა არ გაუხმეს. ზიგოკაკტუსს ისეთი ადგილი მოუძებნე, მზის პირდაპირი სხივები რომ არ მოხვდეს. მორწყვა ზომიერი უნდა. მიწა რომ გაუშრება მერე, თორემ დალპება. ჰოიას კარგი განათება უყვარს და ცოტა მზის პირდაპირი სხივებიც. ისე მორწყე, რომ მორწყვებს შორის მიწა გაშრეს. აივანზე თუ გაიტან აცივებამდე, ძალიან კარგი იქნება. წარმატებებს გისურვებ.
--------------------
"როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, როცა მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, როცა დაჭერილი იქნება უკანასკნელი ჩიტი, თქვენ მიხვდებით, რომ ფული არ იჭმება.”
|