გოგოებო ჩემი ია არ ყვავილობს.
3 წლის წინ რომ მაჩუქეს ყვავილი ჰქონდა, და ცოტა ხნით გააგრძელა ყვავილობა.
მას შემდეგ 2 წელია ჯიუტად არ ყვავილობს : (
2 ახალი ძირი გამოზარდა, ფოთლები ბლომად და ხარიცხიანად აქვს, მაგრამ ცოცხალი თავით ყვავილს არ იკეთებს :|
რეალურად გამოდის რომ მწვანე ბუჩქი მიდევს სახლში : ((
რა ვუყო ??
(ერთხელ გავბრაზდი და 2 კვირა წყალი არ დავუსხი, ფოთლებიც დავაჭერი, და ერთი ძირი ამოვაცალე ქოთნიდან.
მაგრამ ნურას უკაცრავად! მშვენივრად გრძნობს თავს და ყვავილებზე ისევ არ ფიქრობს! )
* * *
(ის ამოღებული ძირი, წყლიან ჭიქაში ჩავაგდე, მეთქი მალე გაფუჭდება ან გახმება/ან დალპება და მერე გადავაგდებთქო და ეხლა ისიც ისე კარგად გრძნობს იმ წყალში თავს, კიდევ ახალი ფოთლები გამოიტანა, ლამის არის გავცოფდე

)