გოგოებო ჩემი ყოჩივარდა/ციკლამენ/ციკლოპას ამბები თუ გახსოვთ : ))
მოისპო და განადგურდა, ყველა ყვავილი და ყველა კვირტი! აბსოლუტურად ყველა!
2 კვირის წინ, ბულაჩაურზე ჩავიარე და "ედელვაისში" ვიყიდე ყვავილების მიწა და სასუქი ბიობუტონი - ყვავილიანი მცენარესთვის.
განახებთ ფოტოებსაც:




* * *
ქოთნიდან ამოვიღე ჩემი ყოჩივარდა და დამხვდა ფესვების ქსელი, მიწა პრაქტიკულად სულ დაქსელილი იყო და გარედანაც სულ შემოხვეული ჰქონდა ფესვები,
ქოთნის ფორმა ჰქონდა მიღებული.
დავუწყე ბოლქვს ძებნა და ჰოი საოცრებავ, ბოლქვი აქვს თხილისოდენა, ხალხო გავგიჟდი!
რა სასუქი დააყარეს ასეთი!
ე.ი. ბოლქვი გაზრდას რას მოასწრებდა, ფესვები გაეზარდა ალბათ უცებ, უცებვე გაზარდა ფოთლებიც ალბათ, შესაბამისად იყვავილა და მაგიტომაც იყო რომ სახლში მოტანიდან 2 კვირაში გამოიფიტა!
* * *
მერე...
სულ დავაცალე ის ფესვები თავის მიწიანად.
ფესვები რომ არ მომეშორებინა ისე იმ საზიზღარ მიწას ვერ ვაცლიდი.
ძალიან ცოტა დავუტოვე ბოლქვის ირგვლივ და ჩავრგე ახალ მიწაში,
(დათხვრილი ხელთათმანებით ვიყავი და შესაბამისად პროცესის ფოტოები არ მაქვს, ).
დავასხი წყალში შეზავებული ზემოთხსენებული სასუქი.
და ჰოი საოცრებავ...
ჩემს ყოჩივარდას ახალი, 3 ცალი ციცქნა კვირტი აქვს
* * *
ასეთი ბრიალა იყო ოდესღაც და ახლა მხოლოდ მწვანე ბუჩქია ციცქნა 3 ცალი კვირტით

* * *
მოკლედ,
ამდენი იმიტომ ვწერე,
რომ თუ ეშველა რამე, იქნებ თქვენც გამოგადგეთ ეგ ინფორმაცია.
ფასები:
მიწა - 3 ლ.
სასუქი -3 ლ.
This post has been edited by Teа on 22 Nov 2012, 01:55