natka80 არც მე და არც ირმუშელამ არ ვიკითხეთ- შენი ყვავილი ნამდვილად ამარილისია, თუ ე.წ. "ამარილისი",რომელიც სინამდვილეში ჰიპეასტრუმია

, იმიტომ, რომ გამოცდილებით ვიცით, საქმე საქმეზე რომ მიდგება, ყველა "ა" - "ჰ" გამოდგება ხოლმე. ასე რომ, პირდაპირ ჰიპეასტრუმის მოვლის რჩევებს ვიძლევით

. აი ესეც, ციტატა:
"#34 Пора им уже спать. Полностью прекратите полив, листья не обрезайте.
Чтобы не было желания что-нибудь сделать, лучше всего убрать с глаз долой. В какую-нибудь кладовку. Когда совсем все высохнет, можно будет поставить и в прохладу. Но не ниже +8-10.
#39 Подготовка к выгонке и сама она делаются так:
После отмирания листьев горшки с растениями можно перенести в сухое, темное и прохладное место (+10-15 град.), где они безо всякого полива должны находиться как минимум до Нового года. Это тот срок, за который накопленные летом вещества пройдут необходимый цикл преобразований и в луковицах возникнут почки, которые со временем превратятся в великолепные цветы.
Цветением гиппеаструмов можно управлять. За 50 суток до того дня, в который Вы хотели бы увидеть свой гиппеаструм цветущим, поместите горшок с растением в очень теплую (+40-45 град.) воду. Утопите его «с головой» и продержите так около 2 часов. После этого поставьте его на светлое окно и больше ни разу не поливайте, пока появившийся цветонос не достигнет высоты 15—20 см.
Чтобы получить красивые цветы, скажем, к 8 марта, сделайте все вышеописанное числа 15—17 января"- ნოემბრის დასაწყისის თარიღით ასე წერია იმ საიტზე, რომლის წაკითხვის რეკომენდაციას იძლევა ირმუშელა. ე.ი. 2 თვის დასვენების შემდეგ პატრონმა მიიღო ზომები აყვავებისთვის და კიდევ 2 თვის შემდეგ აყვავდა!! მე წყალში არ ჩამიდია ნამდვილად, გახურებულ "კარმაზე" ვდებ ხოლმე(2-ჯერ გავაკეთე) და არ ვიცი ემთხვევა, არ ვიცი სწორედ მოქმედებს ეს , მაგრამ ამ ვადებში კი ამიყვავდა.
მართალია, ჰიპეასტრუმის თემა ძალიან დიდია, მაგრამ ნამდვილად საჭიროა მისი გადაკითხვა, თუ-" არასოდეს არ მქონია ამარილისი და მაინტერესებს". ყველა ნიუანსს და შეკითხვაზე პასუხს იქ ნახავ. აი, მაგალითად, გაინტერესებს, თუ შეიძლება გრუნტში დარგვა: ზოგი თვლის, რომ შეიძლება კი არა, ძალიანაც საჭიროა, რადგან ყვავილობით გამოფიტული ბოლქვები ყველაზე კარგ აღდგენას ღია გრუნტში ახდენენ. მაგრამ აქ რისკიც ბევრია - მავნებელი მწერები, რომლებიც შეიძლება მცენარემ დაუცველ ნიადაგში "აიკიდოს", ან ჩარგვა მოუწიოს ჩაღრმავებულ ადგილას, სადაც ბუნებრივად გროვდება სინოტივე და ამას ეს ყვავილები ვერ იტანენ; "ზაფხულში გაყვავება" -ამას რაც შეეხება- ნამდვილ ამარილისს თავისი ყვავილობის გრაფიკი აქვს. ჰიპეასტრუმს - თავისი და ბუნებრივად არც ერთს ზაფხულში არ უწევს. თუმცა მცოდნე ხალხი დასვენების და გამოღვიძების პერიოდების მართვით ახერხებს აიძულოს ჰიპეასტრუმი აყვავდეს პატრონისთვის სასურველ დროს. (იხ. რუსული ტექსტი და მისი წყარო!!)
მოკლედ ბევრი ნიუანსია, რისი შეფასება თავად გიჯობს წაკითხულის ფონზე.
აბა, წარმატებები!