გამარჯობა.
რამდენიმე წლის წინ (არ მახსოვს ზუსტად) ქუჩაში წავაწყდი რამდენიმე ლეკვს, მომეწონა ბუნჩულები იყვნენ

და მოვტაცე დედას, წამოვიყვანე ჩემს ეზოში. საღამოს დედამ მოაკითხა, ყნოსვით მიაგნო, ჩაავლო კისერში პირი და წაიყვანა. თავიდან კი ვცადე დავატოვებინებ მეთქი მარა ისეთი შემომიღრინა...
ვერ მოვითმინე და იმ საღამოს მივადექი ბუნაგს ისევ, დედა არ ჰყავდათ ადგილზე და კიდე წამოვიყვანე ოღონდ ამჯერად მამალი ლეკვი. ამას ვეღარ მოაგნო თუ არ მოიკითხა აღარ მახსოვს. შეიძლება არ უნდა წამერთმია დედასთვის მარა ქუჩაში ყოფნას ჩემთან ყოფნა არ ურჩევნია?

ასეთი ბუნჩულა და სევდიანი იყო თავიდან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთი ამაყი იყო ზაფხულში

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზაფხულში გარეთ გავუშვი იხეტიალოს ცოტა მეთქი და სახლში სველი დაბრუნდა. სავარაუდოდ მაგის მერე რაღაც დაემართა, ჯერ იყო შენობის ქვეშ მიძვრებოდა სიბნელეში და ვერაფრით გამოვიყვანე რამდენიმე დღე იქ იწვა და იქ ჭამდა. მერე გამოვიდა და საშინელი დამპლის სუნი ასდიოდა და ყურშიც თითქოს რაღაც ულპებოდა. ვერ დავიჭირე რომ ვეტექიმთან წამეყვანა, აგრესიული გახდა. გადმოხტებოდა მეტრანახევრიან ღობეზე და მოძვრებოდა სახლში, ლოგინის ქვეშ, მაგიდის ქვეშ წვებოდა. ააყროლა მთელი სახლი ხოდა მეც მომეშალა ნერვები

მოვკიდე ხელი და მთელი ძალით გავათრიე გარეთ და უცებ მომწვდა ხელზე და არ ჩამავლო კბილები? არ მეგონა ამას თუ იკადრებდა

მაგრამ საბედნიეროდ მიხვდა ვინ იყო მისი პატრონი და აღარ მიკბინა, გამიშვა.
ასე რომ არც ისეთი დებილი ძაღლი არაა ჩემებს რო ჰგონიათ
პროსტო გაზრდილია, აღზრდილი არაა

მერე თავისით გამოჯანმრთელდა და ახლა კია კაჟივით. ნეტა რა ეტაკა?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
თამიშის მეტი არაფერი არ იცის. ერთია უცნობებს კი უყეფს
ხოდა რა მაინტერესებს ახლა მე რა ჯიშია ეს? საერთოდ აქ ჯიში თუ უჯიშოა?