Irakli.B1. უთხარი რა სარგებლობა მოაქვს კატას

ოჯახში სიმყუდროვე შემოაქვს, ნამდვილი ანტიდეპრესანტია, თუ წნევა აწუხებს ვინმეს ოჯახში კატა მისწრებაა, ზოგადად ფისოებს სჩვევიათ თუ ვინმე ოჯახის წევრი ცუდადაა მიუცუცქდებიან და ასე რომ ვთქვათ "მკურნალობენ". ოღონდ აბსოლუტურად ყველას არ ახასიათებს ეს თვისება. მაგრამ აღიარებული ფაქტია, რომ უარყოფით ენერგიას ისრუტავს და სახლში დადებით აურას ქმნის. ჩემს გამოცდილებას გეტყვი, ოჯახში ჩემს მეტი კატა არავის უნდოდა, მაგრამ ავდექი და მოვიყვანე, გაგდებით მემუქრებოდნენ მაგრამ ერთ კვირაში ჩემზე მეტადაც შეუყვარადათ მემგონი. ახლა ყველას მზე და მთვარე ამოპსდის. გამორიცხულია კატა მოიყვანო და ის არ შეუყვარდეთ. (გირჩევ კნუტი მოიყვანო ამ შემთხვევაში, უფრო მეტი შანსი იქნება რომ შენი ცოლი მიიღებს)
2. ჩხაპნა და დაღრღნა სჩვევიათ, ოღონდ ძაღლებივით არა. თუ უყიდი ბრჭყალების სალესს, არაფერს არ დაგიკაწრავს, ოღონდ შენც სწორად უნდა აღზარდო, პატარაობიდანვე უნდა ასწავლო რა შეიძლება და რა არა. მაქსიმუმ სავარძელზე ჩამოიქლიბოს ბრჭყალები.
3. თუ ბავშვი ნორმალურად მოექცევა კატას და არ მიახრჩობს, ფეხებს არ ურტყამს და ა.შ. პრობლემა არაა. მოვლილი,აცრილი კატა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. არანაირი დაავადება არ გადაგედება. მთავარია საჭირო პროცედურები გაიარო და კატის ბეწვიც კი არაა საშიში. უნდა გაუკეთო კომპლექსური აცრები, აცრა ცოფზე და ჭიის წამალი. კატები ზოგადად სუფთები არიან, მაგრამ მაინც შეეცადო რომ სულ წესრიგში იყოს, ანუ დავარცხნო, ძმრით დანამული ნაჭრით მტვერი მოაცილო, თუ ძაან გაჭუჭყიანდა დაბანო სპეციალური შამპუნით (ამ უკანასკნელ ხერხს რაც უფრო იშვიათად მიმართავ მით უკეთესი)
4. მშვიდად შეგიძლია მარტო დატოვება, არაფერს არ გაგინადგურებს. ძალიან დამოუკიდებლები არიან. მთელი დრე ძინავთ

მთავარია რამე შენთვის ძვირფასი ნივთი არ დატოვო ისეთ ადგილას რომ ხელი მიუწვდებოდეს. მ მაგალიტად ყურსასმენებს ვმალავ, არაფერს არ ერჩის, მაგრამ ყურსასმენებზე ჭკუა ეკეტება და ერთი 3 ყურსასმენი გადამიღრღნა

5. ტუალეტის შეჩვევა ადვილია. იყიდი სპეციალურ ჯამს (კატების ტუალეტი), ჩაყრი კატების ქვიშას, დადგამ ერთ ადგილას, სასურველი ტუალეტში დასულ ქი იზამს, ოღონდ შენ უნდა ასწავლო, რომ იქ ქნას. როცა მიაჩვევ, სხვაგან აღარ გააკეთებს.
6. კატებს გასეირნება საერთოდ არ სჭირდებათ. სახლშიც მშვენივრად გრძნობენ თავს. ზოგს კატასტროფულად ეშინია ქუჩის.

ძირითადად დიდი ჯიშის კატებს ასეირნებე, მაგ. ბენგალური, ან აშერა. თუ ძაან შეგეცოდა, იყიდება სპეციალური საჭერები (ტანზე ჩამოსაცმელი) და მაგით გაასეირნებ. ძაღლივით ყელზე არ გამოაბა არაფერი და არ გაასეირნო, არ შეიძლება

თუ კიდევ რამე შეკითხვა გაქვს აგერ ვართ. თუ რამის თქმა დამავიწყდა ჩვენი თანაფორუმელები ჩაამატებენ