sofovarshanidze1994მე ჩემსას გეტყვით და სხვებიც თავის მხრივ იმას, რაც უკეთესია

ჯერ, მოყვანიდან 2 კვირა თუ არ გამოუშვებთ - ეს კარგიცაა, შეეჩვევა გალიას

გაითავისებს, დაითვალიერებს

.. მაგრამ მერე უკვე აუცილებელია დღეში ნახევარი საათი და მეტი (თუნდაც მთელი დღე : )) ) გყავდეთ ოთახში გამოშვებული, ფრენა ჩიტუნასთვის აუცილებელია! : ) ...
პირადად თავიდან რომ გამოვუშვი (რა თქმა უნდა მანამ კარ-ფანჯარა სულ ჩავრაზე, რომ გარეთ არ გასულიყო : ) ) - გაფრინდა, იფრინა, სადღაც შეჯდა (ამ მხრივ უბრალოდ უნდა ადევნოთ თვალყური, რომ სადმე ცუდად არ ჩავარდეს, რაიმე არ დაიზიანოს.. ) ... მერე ხელს ვუწვდიდი, თითებს ვუთამაშებდი და მოდი-მოდი ჩემთან (სახელს ვეძახდი) -თქო ვეფერებოდი : ) ... მოთმინებით : ) ... მასთან მოპყრობისას ზალიან მშვიდად უნდა იყოთ : ) ყოველი მოძრაობა თუ ხმა დაძახებისას უნდა იყოს მშვიდი და მხიარული და ოდნავაც არ უნდა აუწიოთ ტონს, მაშინ აღარ შეეშინდება და უფრო მოვა.. და კიდევ _ პირველ რიგში ისაა, რომ არ უნდა დაიჭიროთ მუჭში! (ანუ ზემოდან არანაირად არ უნდა დააფაროთ ხელი _ თორემ დაისუსხება და სასიკვდილოა ასე ყოველი შეხება...) უნდა ეცადოთ, რომ მოფრინდეს ხელზე, ან ხელი მიუტანოთ ახლოს ფრთხიილად და თითზე გადმოისვათ იქიდან, სადაც დაჯდა.. არანაირად არ უნდა აჭამოთ გალიის გარეთ (ხელით ან სხვა ადგილას) _ უნდა დაიმახსოვროს, რომ გალია მისი სახლია და იქ იქნება წყალი და საჭმელი და ძილი ასევე...
მაშასადამე - პირველ ხანებში უნდა დაუძახოთ ხოლმე რომ ხელზე მოფრინდეს, თჲ არ მოფრინდა კი თითი შეუშვიროთ და გადმოსვათ და ისე შესვათ გალიაში, ან თუნდაც, გალია გაღებული კარით მიუტანოთ იქ, სადაც ზის და უთხრათ რომ შევიდეს : ) ...
მშვიდი, მხიარული, თბილი და მოფერებითი კონტაქტი ყველაზე მთავარია!

...
...
მითხარი...