mari_tamroნუ დასდევ. აცალე დატკბეს თავისუფლებით. 1 დღეში რა თქმა უნდა არ მოგეჩვევა.
ჯერ ნახოს რომ თავისუფლება ცუდი არაა. მერე დააკვირდება თავის ქმარს თუ როგორ კონტაქტობს
თქვენთან და თქვენ არაფერს ერჩით. ამას შეიძლება თვეზე მეტი დასჭირდეს. შემდეგ უკვე
როცა ნახავთ რომ ოთახში თავს კომფორტულად გრძნობს, მხოლოდ ამის შემდეგ სცადეთ მასთან ახლოს მისვლა.
ნაჭრის გადაფარებაც არაა კარგი აზრი. ძალიან დიდ სტრესს აყენებს თუთიყუშს.
ფრთების დაჭრა კი უკანასკნელი გზაა. თან ახლა რომ დააჭრათ, მეეჭვება დიდი შედეგი მოგცეთ.
რადგან ყურადღებას უფრო საახალწლო სამზადის მოახმართ. ხოდა მანამდე კატოს კვლავ ამოუვა ბუმბულები

ჯერ გალიაში მოიპოვეთ მისი ნდობა და საერთოდ მერე გამოუშვით.
მეგობრებო, ფრთების დაჭრაში ცუდი არაფერია. კარგიც არ არის, მაგრამ ამ ქმედებას შეიძლება გამართლება მოვუძებნოთ.
როდესაც ყველაფერს ეცდები რომ თუთიყუში მიიჩვიო, საკმაო პერიოდი მთელს თავისუფალ დროს მას უთმობ.
ხოლო პროგრესი კი არ ჩანს, მაშინ რა უნდა გააკეთო? თუთიყუში იმისთვის არავის მოგვიყვანია, რომ
არ გვეკარებოდეს და გვკბენდეს ხომ? მე არ ვაპირებ უახლოესი 10 წელი ჩემი თუთიყუში მკბენდეს და ჩემგან შორს მიფრინავდეს.
ხოდა რა გავაკეთო ახლა? ფანჯარა გამოვაღო და ამ ყინვაში გარეთ გავუშვა? არა, მე ამის გაკეთებას არ ვაპირებ.
ამიტომ როდესაც ყველაფერი ვიღონე, მაგრამ შედეგი 0 იყო. ავდექი და ის ბუმბულები დავაჭერი, რომლის დახმარებითაც
თუთიყუშს მაღლა აფრენა შეუძლია. ჩიკო კვლავ დაფრინავს, მაგრამ მაღლა ვერ ფრინდება. ხოდა ამის შემდეგ 3 დღეში უკვე მოჩვეული იყო.
ხელზეც მოდის, მხარზეც მაზის და რა ვიცი აბა ფაქტობრივად უკვე შეჩვეულია. ახლა 1 სული მაქვს ის ბუმბულები ამოუვიდეს კვლავ
რომ ვნახო მერეც მოვა თუ არა. რიგი მიზეზების და გამო მე სასტიკი წინააღმდეგი ვარ უკვე შეჩვეულ თუთიყუშს დააჭრან ფრთები, მაგრამ
თუკი ეს ხდება შეჩვევისთვის და სხვა გზა უბრალოდ აღარაა, მაშინ რასაკვირველია ფრთები უნდა იქნას დაჭრილი. თანაც თუკი იცი როგორ უნდა
გააკეთო ეს, თუთიყუში ვერც კი გაიგებს რა უქენი. სავსებით უმტკივნეულოა. იგივეა რაც ჩვენ თმებს რომ ვიჭრით ხოლმე.
თან ყოველდღე ხედავ უდიდეს პროგრეს. მე გაკვირვებული დავრჩი. პირველ დღეს მიფრინავდა და უკან ვაბრუნებდი ხოლმე.
მეორე დღეს იშვიათად თუ გაფრინდებოდა ჩემი მხრიდან. მესამე დღეს კი ფაქტობრივად სულ არ გაფრენილა.
ასე რომ თუკი საჭიროება მოითხოვს, ფრთების დაჭრა შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს.