ვინც ეგ გითხრა, უთხარი რომ იუმორში გაკვეთილები არ აწყენდა.

ჩემს გარდა მგონი ყველამ მოგწერა თუ როგორ უნდა ასწავლო თუთოს ლაპარაკი. ხოდა კაი მეც მოგწერ

თუმცა კი მეეჭვება სხვებისგან განსხვავებული იყოს.
უპირველეს ყოვლისა, დავიწყოთ იქიდან რომ შეიძლება სულ არ ისწავლოს. ყველას არ აქვს ლაპარაკის ნიჭი.
ასევე ჯერ ჩიკოს ნდობა უნდა მოიპოვო. არ მოგისმენს მანამ, სანამ შენი ეშინია.
როდესაც ამ პრობლემას მოაგვარებ, დაჯექი გალიის გვერდით ისე, რომ შენი სახე გალიის სიმაღლეზე იყოს.
ხოდა უმეორე: ჩიკო, ჩიკო, ჩიკო ჩიკო ჩიკოოო. 15-20 წუთიანი გაკვეთილები დაგჭირდებათ.
დღეში 6-7 ჯერ. უფრო მეტჯერ ალბათ დრო არ გეყოფა. არ გამოტოვო არცერთი დღე და გაითვალისწინე
რომ დილით და საღამოს უფრო ეფექტურია გაკვეთილები. ასევე ქალის ხმა უფრო მოსწონთ, ხოდა კარგი იქნება თუკი
პირადად შენ ასწავლი. 1 ადამიანი უნდა ასწავლიდეს. სხვამ ხელი არ შეგიშალოს, მხოლოდ ეფერონ. სანამ 1 სიტყვას არ ისწავლის,
მაგალითად: ჩიკოს, მანამდე სხვა სიტყვის სწავლებაზე არ გადახვიდე. თუკი ისწავლა და თქვა ჩიკო, 3 დღე კვლავ ისეთი გაკვეთილები გქონდეთ,
როგორიც გქონდათ მანამ, სანამ ჩიკოს იტყოდა. რათა უფრო დახვეწოს. ამის შემდეგ უკვე შეგიძლია ახალი სიტყვა ასწავლო.
მაგალითად: პრივეტ. ამასაც რომ იტყვის, შემდეგ პრივეტ ჩიკო გადააბით ერთმანეთზე და ამასაც გარკვევით რომ იტყვის, შემდეგ მესამე
სიტყვის სწავლებაზე გადახვალ. მაგრამ გახსოვდეს რომ შეიძლება ტვინი გაუბურღო თუთოს, მაგრამ მაინც არ ისწავლოს.