სამშობლო: დიდი ბრიტანეთი, კანადა.
FCI-ის კლასიფიკაციის მიხედვით: ჯგუფი 8_რეტრივერები, სპანიელები, წყლის ძაღლები
სექცია 1_რეტრივერები
იდეალური სიმაღლე მინდაოში: ხვადი_65-57 სმ. ძუ_54-56სმ.
სტანდარტში იდეალური წონა მითითებული არ არის.
სტანდარტის ნომერი: 122
ჯიშის წარმოშობის ისტორია:ლაბრადორის წარმოშობის ისტორია ბურუსითაა მოცული. იმის შესახებ, თუ როგორ მოევლინა სამყაროს ეს ჯიში, უამრავი გადმოცემა და ლეგენდაა შემორჩენილი.
მაგალითად, რომანტიკული ლეგენდა ძაღლისა და წავის სიყვარულის შესახებ, რომლის შედეგად გაჩნდნენ ლეკვები წყალგაუმტარი, ყვითელი ბეწვით, მომრგვალებული კუდითა და წყლისადმი დიდი სიყვარულით.
დადგენილია, რომ ლაბრადორები წარმოშობით კუნძულ ნიუფაუნდლენდიდან არიან და რომ მისი უშუალო წინაპრები სენტ-ჯონსის წყლის ძაღლები იყვნენ, რომლების ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში ეხმარებოდნენ მეთევზეებს. თვითონ სენტ-ჯონსის ძაღლის წარმოშობის შესახებ კი წერილობითი დოკუმენტაცია შემონახული არ არის. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ ამის შესახებ.
მე-15 საუკუნეში მეთევზეები და მკვლევარები ზღვის უზარმაზარ სივრცეებს დაუღალავად სერავდნენ, რათა ჯერ კიდევ გამოუკვლეველი და ნაყოფიერი მიწები აღმოეჩინათ. ერთ-ერთი ასეთი იტალიელი მეზღვაური და მკვლევარი ჯონ კაბოტი იყო, რომელმაც 1497 წელს ნიუფაუნდლენდის კუნძული აღმოაჩინა. აღმოჩენის შემდეგ კუნძულს ხშირად სტუმრობდნენ პორტუგალიელი, ფრანგი, ინგლისელი და ესპანელი მეთევზეები. ყველა თანხმდება იმაზე, რომ ნიუფაუნდლენდის კუნძულზე ევროპელების მისვლამდე ძაღლები არ ყავდათ ან თუ ყავდათ, იმდენად მცირე რაოდენობით, რომ მათ შესახებ დოკუმენტური ისტორია არ არსებობს. ამიტომ, უნდა ვიფიქროთ, რომ სენტ-ჯონსის წყლის ძაღლი კუნძულზე მეთევზეების მიერ ჩაყვანილი ისეთი ჯიშების შეჯვარებით გაჩნდა, როგორიცაა შავი სანტ ჰუბერტის ძაღლი (St. Hubert's hound) საფრანგეთიდან, წყლის ძაღლი პორტუგალიიდან, ძველევროპული პოინტერები და ა.შ.
სენტ-ჯონსის წყლის ძაღლი ბევრი თანამედროვე რეტრივერის წინაპარია, მათ შორის: ჩესაპიკ-ბეის რეტრივერის (Chesapeake Bay Retriever), ოქროსფერი რეტრივერის და რა თქმა უნდა, ლაბრადორ რეტრივერის. ის, აგრეთვე, ნიუფაუნდლენდის წინაპრადაც ითვლება. საშუალო ზომის, მტკიცე აგებულების, ძლიერი სენტ ჯონსის წყლის ძაღლი თავისი გარეგნობით უფრო თანამედროვე ინგლისური ტიპის ლაბრადორს გავდა. მას შავი ფერის ბეწვი ქონდა თეთრი ლაქებით მკერდზე, დრუნჩსა და თათებზე. თანამედროვე ლაბრადორებს დღესაც უჩნდებათ ხოლმე ლეკვები თეთრი ლაქების მსგავსი განლაგებით თავინთი გადაშენებული წინაპრების სახსოვრად.
სენტ ჯონსის წყლის ძაღლს აღწერენ, როგორც ინტელექტულურ, ადამიანზე ორიენტირებულ და შესანიშნავ სამომსახურეო ძაღლს. მას ნიუფაუნდლედერი მეთევზეები აქტიურად იყენებდნენ თევზის ჭერის დროს: იმ დროს ანკესის კაუჭებს ჯერ კიდევ ვერ ამზადებდნენ სათანადოდ, ამიტომ სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მოზრდილ თევზს კაუჭისთვის თავი დაეღწია. ამ პრობლემას ძაღლის საშუალებით წყვეტდნენ: მას თოკების მეშვეობით გემბანიდან ზღვაში უშვებდნენ, ის თევზს იჭერდა და შემდეგ მას თევზთან ერთად ზემოთ სწევდნენ. ძაღლებს იყენებდნენ სანაპიროზე ბადეებით თევზაობისასაც.
1780 წელს კუნძულის გუბერნატორმა რიჩარდ ედვარდსმა გამოსცა კანონი, რომლის მიხედვითაც ერთ ოჯახს მხოლოდ ერთი ძაღლის ყოლის უფლება ეძლეოდა, რადგანაც ჩათვალეს, რომ ძაღლები საფრთხეს წარმოადგენდნენ კუნძულზე ცხვრის მზარდი პოპულაციისათვის.
ლაბრადორების ზუსტი, დასაბუთებული ისტორია მათი ინგლისში მოხვედრის შემდეგ იწყება. უფრო, ზუსტად, გრაფ მალსბერი მეორის მიერ 1823 1ნ 1824წელს ამ ძაღლების შეძენით. ამ გრაფის სამფლობელო ჰერნის დაბლობზე მდებარეობდა და ხშირად იტბორებოდა მდინარის მიერ. მდინარის ნაპირებზე კი უამრავი ფრინველი ცხოვრობდა. ერთ დღეს გრაფი ქალაქ პულში იმყოფებოდა (ეს ქალაქი აქტიურად ვაჭრობდა ნიუფაუნდლენდთან). მან ყურადღება მიაქცია თევზმჭერი ფლოტილიის ძაღლებს. ის აღაფრთოვანა იმან, თუ როგორი მოხერხებით იჭერდნენ ძაღლები თევზებს.
”ასეთი ძაღლები მშვენივრად გაართმევენ თავს ფრინველის მოძებნასა და მოტანას ჩემ საგრაფოში, იქაც ხომ საკმარისზე მეტი წყალია.” გაიფიქრა გრაფმა.
მან 4 ძაღლი შეიძინა და ”პატარა ნიუფანდლენდების” გამრავლებას მიჰყო ხელი. მალე მეზობლად მცხოვრებმა მონადირეებმაც დაიწყეს ამ ძაღლების შეძენა და გამრავლება.
გრაფმა მალსბერი მესამემ რამდენიმე ძაღლი ნიუფაუნდლენდიდან ჩამოიყვანა და დააარსა ძაღლსაშენი. მოგვიანებით, სახელწოდება ”პატარა ნიუფაუნდლენდი” საბოლოოდ შეიცვალა სახელწოდებით ”ლაბრადორი”.
მოგვიანებით, სხვა არისტოკრატებმაც დააფასეს ამ ძაღლების ღირსება. განსაკუთრებით გაიზარდა ლაბრადორების პოპულარობა სავალე გამოცდებისა და ჯიშის ენთუზიასტი თაყვანისმცემლების წყალობით.
ლორდმა კნასტსფორდმა, ჰოლანდ ჰაიბერტმა, ძაღლსაშენ «Munden»-ის მეპატრონემ (სწორედ მისი ძალისხმევის შედეგად აღიარეს ლაბრადორი, როგორც დამოუკიდებელი ჯიში კინოლოგიურმა კლუბებმა 1903 წელს) თავისი ძაღლი Munden Singel პირველად გაიყვანა გამოფენაზე. ეს იყო პირველი ლაბრადორი, რომელმაც გამოფენაზე მიიღო მონაწილეობა.
ძალიან მალე, ინგლისელებმა ლაბრადორები შეიყვარეს, არა მხოლოდ, როგორც სამომსახურეო, არამედ, როგორც შესანიშნავი ძაღლი-კომპანიონი.
გულმოდგინე სელექციის წყალობით გამოყვანილ იქნა მშვენიერი მონადირე ძაღლი რბილი ხასიათით, ადვილად წვრთნადი, მაღალი ინტელექტით. ძაღლი, რომელსაც პატარა ბავშვებიც კი შეიძლება ანდო.
კანადელები თვლიან, რომ ლაბრადორი მათი ჯიშია, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ჯიშმა ბრიტანეთში მიაღწია თავის სრულყოფას და სწორედ ამ ქვეყნიდან გავრცელდა მთელს მსოფლიოში.
დღეს უკვე მეფეები და პრეზიდენტებიც კი პატივად თვლიან ყავდეთ ეს საოცრად მეგობრული და ერთგული ძაღლი.
ხასიათილაბრადორი ჭკვიანი, ერთგული სამომსახურეო ძაღლია, რომელიც ცდილობს გამოადგეს თავის პატრონს. ის მრავალ ისეთ თვისებას ფლობს, რომელიც ადამიანებს იზიდავს. შესანიშნავად გრძნობს თავს ბავშვების გარემოცვაში, უყვარს მათთან ერთად თამაში და დამთმობია მათ მიმართ. არ არის აგრესიული სხვა ცხოველების მიმართ, განსაკუთრებით, თუ მათ გარემოცვაში იზრდება.
ლაბრადორი ძალიან ცნობისმოყვარე ძაღლია და მოსწონს გარემომცველი სამყაროს შესწავლა, ამას თუ დავუმატებთ მათ სიყვარულს საკვებისადმი, ჩვენ მივიღებთ ძაღლს, რომელსაც ხეტიალისადმი აქვს მიდრეკილება. ეს არის მიზეზი იმისა, რომ ლაბრადორი უცებ გაქრება ხოლმე პატრონის მხედველობის არედან: ის ან მადისაღმძვრელ სუნს მიყვება, ან ვინმე ნაცნობის შეასაგებებლად გარბის, ან, უბრალოდ, გარემოს სწავლობს რამე საინტერესოს აღმოსაჩენად. ამ ცნობისმოყვარეობის და აგრეთვე, ჯიშის პოპულარულობის გამო ლაბრადორი იმ ძაღლთა რიცხვში შედის, რომლებიც ყველაზე ხშირად იკარგებიან და მერე ვეღარ პოულობენ, რადგანაც ადვილად ეგუებიან ახალ პატრონს. სწორედ ამიტომ სასურველია, რომ ყველა ძაღლს ქონდეს მიკროჩიპი ან ჟეტონი მაინც თქვენი კოორდინატებით, რაც მის პოვნას გაგიადვილებთ.
ლაბრადორი საკმაოდ ენერგიული ჯიშია. ის მუშაობისთვისაა განკუთვნილი, ამიტომ რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. მიუხედავად დიდი ზომისა, ყოველდღიური სეირნობისა და ვარჯიშის პირობებში ადვილად ეგუებიან ცხოვრებას კორპუსის ბინაში. ჯიში საჭიროებს დასწავლას ადრეული ასაკიდანვე, რათა მისი დაუშრეტელი ენერგია სწორი მიმართულებით იქნეს წარმართული. ასე თავიდან ავიცილებთ მის დესტრუქციულ ქცევას სახლში. ლაბრადორები, როგორც წესი, გვიან მწიფდებიან. მათთვის იშვიათი არ არის ლეკვური ენთუზიაზმისა და ენერგიის შემონახვა 3 წლის ასაკამდე. ზოგიერთი პატრონისათვის ეს, შესაძლოა პრობლემაც აღმოჩნდეს. ეს კიდევ ერთი მიზეზია თუ რატომ უნდა დაიწყოთ ლეკვის წვრთნა ადრეული ასაკიდანვე: სანამ პატარაა, უფრო ადვილად შეძლებთ აკონტროლოთ მისი ქცევა, ვიდრე მაშინ, როცა თქვენი ძაღლი უკვე დიდი და ძლიერი გახდება, ენერგია და ენთუზიაზმი კი ისევ პატარა ლეკვის დარჩება. მნიშვნელოვანია, რომ წვრთნა მხიარული და საინტერესო იყოს, რადგანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჯიში მაღალ ინტელექტს ფლობს და საკმაოდ სწრაფად იწვრთნება, მას შეიძლება ადვილად მოწყინდეს ერთფეროვანი სავარჯიშოები. ლაბრადორი ვერ ეგუება ზედმეტ სიმკაცრეს და ფიზიკურ მეთოდით დასჯას. ასეთ შემთხვევაში ლეკვმა, შესაძლოა, საერთოდ შეწყვიტოს თქვენი ბრძანებების შესრულება.
ლაბრადორს არავინ იყენებს, როგორც მცველ ძაღლს, თუმცა ისინი კარგი დარაჯები არიან და პატრონს ყოველთვის ხმამაღალი ყეფით ამცნობენ უცხო არსების მოახლოვებას. ლაბრადორებს არ აქვთ მიდრეკილება ხანგრძლივი და უაზრო ყეფისკენ, თუმცა თავიანთ ემოციებს ხშირად გამოხატავენ ხმამაღალი ყეფით.
ლაბრადორებს ძალიან უყვართ ჭამა, რის გამოც სიმსუქნისადმი აქვთ მიდრეკილება. იმის გამო, რომ განურჩევლად ყველაფერს პირში იყრიან, ხშირად ხდებიან მოწამვლის მსხვერპლები. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით ლეკვობის პერიოდში, პატრონმა უზრუნველყოს ყოველგვარი შხამქიმიკატების და ლეკვის სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში ნივთების უსაფრთხო ადგილას შენახვა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ მკაცრად კონტროლდებოდეს საკვების რაოდენობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული სიმსუქნე და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სხვა პრობლემები.
გრუმინგი: ლაბრადორებს ბეწვის ცვლის მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებთ: განგური გაზაფხულსა და შემოდგომაზე აქვთ. განასკუთრებით, ზომიერი კლიმატის ქვეყნებში. ამ ჯიშის ძაღლების პატრონები თანხმდებიან, რომ ამ დროს მან, შესაძლოა, თითქმის მთელი ბეწვი იატაკზე დაყაროს. შედარებით უფრო თბილი კლიმატის ქვეყნებში ლაბრადორი მთელი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იცვლის ბეწვს. ამის გამო, ის, შესაძლოა, პრობლემა გახდეს მათთვის, ვისაც ცხოველის ბეწვზე ალერგია აქვს ან სახლის იდეალური სისუფთავის მანიითაა შეპყრობილი. ბეწვის ცვენის შედარებით შეჩერება შესაძლებელია ძაღლის რეგულარული ვარცხნით.
ჯანმრთელობა: ისე, როგორ ჯიშთა უმრავლესობას, ლაბრადორ რეტრივერსაც ახასიათებს გარკვეული მემკვიდრული დაავადებები. სამწუხაროდ, ჯიშის დიდი პოპულარობის გამო სულ უფრო მეტი ადამიანი ცდილობს ძაღლის გამრავლებას და ასე ფულის შოვნას. მათ წარმოდგენა არ აქვთ ძაღლის გენეტიკაზე, ამიტომ ყურადღებას არ აქცევენ ძაღლისათვის შესაფერისი პარტნიორის ძებნას. ისინი ცდილობენ ლეკვები სწრაფად (ასე მათი შენახვის ხარჯებს ამცირებენ) და ძვირად გაყიდონ. ამან გამოიწვია ის, რომ დღეისათვის, ლაბრადორთა საკმაოდ დიდ ნაწილს ან ჯანმრთელობის პრობლემა აწუხებს, ამ ფსიქიკა არ აქვთ სტანდარტის შესაბამისი.
ლაბრადორის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 10-12 წელია. ქვემოთ ჩამოთვლილი ის დაავადებები, რომლებიც შედარებით ხშირად გვხვდება ჯიშის წარმომადგენლებში: მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, მუხლის სახსრის დისპლაზია, კვირისტავის ამოვარდნილობა, ბადურის პროგრესირებადი ატროფია, კატარაქტა, თვალის რქოვანას დისტროფია, ბადურას დისპლაზია, მემკვიდრეობითი მიოპათია, აუტოიმუნური დაავადებები, სიყრუე, ფიზიკურ დატვირთვასთან დაკავშირებული კოლაფსი.
შობს, დაახლოვებით, 6-9 ლეკვს (უფრო ხშირად, შვიდს).
* * *
სტანდარტი: 1903 წელს ინგლისი კენელ კლუბმა ლაბრადორ რეტრივერი დამოუკიდებელ ჯიშად აღიარა და მისი სტანდარტი დაამტკიცა. რა არის ჯიშის სტანდარტი? ეს არის ძირითადი დოკუმენტი, რომელიც დაწვრილებით აღწერს ძაღლის ჯიშს. თავისი მნიშვნელობით ეს კინოლოგებისათვის იგივეა რაც კოონსტიტუცია და სისხლის სამართლის კოდექსი ერთად აღებული. FCI (საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია, რომელშიც ევროპის ქვეყნების კინოლოგიურ ფედერაციათა უმეტესობაა გაწევრიანებული) ყოველი ჯიშისათვის ცნობს სტანდარტს, რომელსაც ჯიშის სამშობლოში იღებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ იმისათვის, რათა, გქონდეთ საგვარეულო ნუსხა და წარმატებით გამოხვიდეთ გამოფენებზე, ევროპული ლაბრადორი ინგლისური სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს. არ არსებობს ცალკე ინგლისური და ცალკე ევროპული სტანდარტი_ეს ერთი, საერთო სტანდარტია. ამერიკული სტანდარტის შესაბამისი ლაბრადორი ევროპაში ისეთივე პარადოქსია, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში ინგლისური საგზაო მოძრაობის წესების მიხედვით მარჯვენამხრივ მოძრავი ავტომობილი. FCI-ში არსებობს სტანდარტების კომისია. სტანდარტის სხვა ენაზე თარგმნისას ყოველთვის ხდება ყოველი სიტყვის შემოწმება, რადგანაც სტანდარტში, ისე, როგორც კანონში, ყოველი სიტყვა მნიშვნელოვანია. სტანდარტებს ერთი სქემით ქმნიან. ის შეიცავს ისეთ პუნქტებს, როგორიცაა ზოგადი შთაბეჭდილება, ხასიათი/ტემპერამენტი, თავი (კბილებისა და თანკბილვის ჩათვლით), კისერი, კორპუსი, კიდურები, ბეწვი და ა.შ. ანუ ძაღლის გარეგნობა დეტალურადაა რეგლამენტირებული.
ქვემოთ მოყვანილია ლაბრადორ რეტრივერის სტანდარტი თანდართული კომენტარებით.
ზოგადი შთაბეჭდილება: მტკიცე აგებულების, კომპაქტური, ძალიან აქტიური, თავის ქალას ნაწილში ფართო თავით, ღრმა მკერდითა და განვითარებული ნეკნებით, ფართო და ძლიერი წელით და უკანა კიდურებით. მტკიცე აგებულება ნიშნავს კარგად განვითარებულ ჩონჩხს, რაც პრაქტიკულად, გულისხმობს მსხვილ თათებს. კომპაქტურობაში მოისაზრება არაგაჭიმული, სწორი ფორმატი (ანუ, სხეული შეესაბამება პროპორციას_ ზურგი:წელი:გავა_2:1:1). განვითრებული ნეკნები გულისხმობს მომრგვალებულ ნეკნებს. ჯიშის თავისებურებაა ის, რომ ნეკნები ხერხემალს არა კუთხით, არამედ ჰორიზონტალურად უერთდება, რის გამოც ქმნიან ”მომრგვალებულ თაღს”.
ფართო და ძლიერ უკანა კიდურები და წელი_ ლაბრადორებზე ხშირად ამბობენ, რომ ისინი მსუქნები არიან. სინამდვილეში, ისინი მსუქნები კი არ არინ, უბრალოდ, მათი აგებულება განსხვავდება სხვა ჯიშების აგებულებისაგან. მაგ. მეძებრებში მხრის სარტყელი უფრო კარგადაა განვითარებული, ვიდრე_უკანა ნაწილი, როცა ლაბრადორს მხრის სარტყელზე უკეთ უკანა ნაწილი აქვს განვითარებული.
ქცევა და ტემპერამენტი: კარგი ხასიათის, ძალიან მოქნილი. აქვს შესანიშნავი ყნოსვა, მსუბუქი ჩაჭერა ნანადირევის მოტანისას, ძალიან უყვარს წყალი. ადვილად ადაპტირდება, ერთგული კომპანიონია. ჭკვიანი და დამჯერეა, აქვს ძლიერი სურვი გააკეთოს რაღაც სასიამოვნო. მეგობრულია, არ ახასიათებს არც აგრესია და არც მშიშრობა.ჭკვიანი და დამჯერეა, აქვს ძლიერი სურვი გააკეთოს რაღაც სასიამოვნო_ლაბრადორის თვალებში უნდა იკითხებოდეს სიმპატია, მეგობრული ნდობა, სიმშვიდე და კარგი განწყობა. ძაღლი თავდაჯერებულია და სურვილი აქვს გამოადგეს პატრონს. ეს ყველაფერი ქმნის დამახასიათებელ, ლაბრადორისეულ გამოხედვას. ასეთი გამოხედვის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს თვალის ფერიც.
არ ახასიათებს არც აგრესია და არც მშიშრობა_ნამდვილი ლაბრადორი არ უნდა იყოს არც მშიშარა და არც_აგრესიული. ოღონდ ნუ აურევთ მშიშრობას ახალგაზრდულ გაუბედავობაში პირველი გამოფენის დროს, ზედმეტად აქტიურ ტემპერამენტს კი_აგრესიულობაში. ჭეშმარიტად აგრესიულიძაღლი აუცილებლად იხსნება გამოფენიდანაც და გამრავლებიდანაც.
თავი: თავის ქალის ნაწილი: თავის ქალა ფართო, სწორხაზოვანი, ხორციანი ლოყების გარეშე.ფართო თავის ქალა არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობს ”ძალიან ფართოს”, როგორც როტვეილერს აქვს (თუმცა,სამწუხაროდ, ასეთი გადახრა დღეს ხშირად გვხვდება). ლაბრადორის თავის ქალა არ უნდა იყოს წახნაგოვანი. თავის ქალა ოდნავ ამობურცული უნდა იყოს. მოზრდილ ძაღლებში შუბლის დრუნჩში გადასვლის ადგილიდან ოდნავ გამოხატული კეფქვეშა ბორცვისკენ მიდის ოდნავ შესამჩნევი კვალი. აი,უკვე რამდენიმე წელია, რაც ინგლისელი ექსპერტები შენიშვნას აძლევენ ევროპელ მომშენებლებს ზედმეტადფართო თავის ქალისა და ხორციანი ლოყების გამო.
შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა გამოხატულია.გამოხატული გასდასვლა ნიშნავს, რომ კუთხე დაახლოვებით 140 გრადუსია.
სახის ნაწილი: ცხვირი ფართოა, კარგად განვითარებული ნესტოებით. ცხვირი შავად ან უარეს შემთხვევაში, ხორცისფრად უნდა იყოს პიგმენტირებული ჩალისფერ ძაღლებში, ყავისფერად_ყავისფერ ძაღლებში, მაგრამ არასოდეს არ უნდა იყოს ვარდისფერი. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხვირის პიგმენტაციის შესუსტება შესაძლოა განვითარდეს მზის სხივების ნაკლებობის გამო, ნაკაწრების გამო და ეს არ განიხილება, როგორც ნაკლი თუ ქუთუთოები კარგადაა პიგმენტირებული.
დრუნჩი: ძლიერი, არა_წამახვილებული. დრუნჩი მოცულობითია, კარგადაა შევსებული თვალების ქვეშ, ცხვირის ზურგი სწორია, თავის ქალას პარალელური. დრუნჩი არ უნდა იყოს არც აპრეხილი, როგორც პოინტერს აქვს და არც_დაშვებული, როგორც ბრაკს აქვს.
ყბები/კბილები: ყბები საშუალო სიგრძის, ძლიერი, არ ვიწროვდება დრუნჩის ბოლოსკენ. მტკიცე ყბები გამორჩეულად თანაბარზომიერი, სწორი, მაკრატლისებრი თანკბილვით. რაც ნიშნავს, რომ ზედა მჭრელები სრულად და მჭიდროდ ფარავენ ქვედებს. კბილები ყბაში ჩასმულია ვერტიკალურად,დახრის გარეშე.საშუალო ზომის ყბები_სამწუხაროდ, დღეს ხშირად ვხვდებით ძალიან მოკლე ყბებს, რომელიც თავის ქალასთან შედარებით საკმაოდ მოკლეა, მაშინ,როცა მათი სიგრძეების შეფარდება 1:1-ზე უნდა იყოს. ლაბრადორმა იხვი უნდა აწიოს და არა_მწყერი. მისი ყბების სიგრძე და ძალა ამ ამოცანის შესასრულებისათვის შესაბამისი უნდა იყოს. ყურადღება მიაქციეთ, რომ სტანდარტში არ არის მითითებული ”კბილების სრული ფორმულის” არსებობა. არსად არ არის ნათქვამი, რამდენი კბილის უქონლობაა ნაკლი და რამდენი არარსებობის შემთხვევაში ხდება დისკვალიფიკაცია.
თვალები საშუალო ზომის, ჭკვიანი და გულკეთილი გამოხედვით. ყავისფერი ან კაკლისფერი.რბილი, ნაზი გამოხედვა ისევე მნიშვნელოვანია ლაბრადორისათვის, როგორც სხვა დანარჩენი ნიშნები. ზედმეტად მუქი თვალები, მაგ. შავი ფერის, ისევე არასასურველია, როგორც მეტისმეტად ღია ფერის. ორივე შემთხვევაში ეს ნაკლია, რომელიც არღვევს ლაბრადორისეულ გამომეტყველებას. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალ შეფასებას დამწვარი შაქრისფერი თვალები იმსახურებენ. ლაბრადორის თვალების ფორმა შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს, იმიტომ, რომ სტანდარტი არ აკონკრეტებს ზუსტ ფორმას.
ყურები: არ უნდა იყოს არც ფართო და არც მძიმე, უნდა ეკვროდეს თავს, დასმული უნდა იყოს შედარებით უკან.უცნაურია, მაგრამ არც ყურების ფორმა და არც მდგომარეობა სტანდარტში დეტალურად აღწერილი არ არის. მაგრამ, როგორც დიდი, მძიმე ყურები, ისე, პატარა, მაღლა დასმული ყურები არღვევენ თავის პროპორციებს. ლაბრადორის ყურები ძალიან მოძრავია და მძაფრად გამოხატავენ ემოციებს. ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს უძრავი ყურები.
კისერი: სწორი ხაზებით, ძლიერი, კარგად უერთდება ბეჭებს.კისერი სწორი ხაზებით_გულისხმობს ღაბაბის არასებობას, ოღონდ არც”მშრალი” კისერი არ არის მისაღები. სტანდარტი უფრო მის დგომაზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე_სიგრძეზე, ოღჴნდ კისერი საერთო პროპორციას არ უნდა არღვევდეს. იმისათვის, რომ ძაღლმა ნანადირები აიღოს, მას საკმაოდ გრძელიკისერი უნდა ქონდეს. კისრის სწორი მდებარეობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ფრინველის პირში ჭერისას ძაღლა შეძლოს მისი მასის გადანაწილება ყბებიდან ბეჭებზე. თუ ბეჭი ან მხარი სწორად იქნება დასმული, ნანადირების მთელი მასა ქვედა ყბას დააწვება. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ ხანგრძლივი აპორტირებისას ფრინველი ძაღლს დააშავებს ან ძაღლი იმდენად ძლიერად მოუჭერს კბილებს ფრინველს კბილებს,გააფუჭებს მას. ამ შემთხვევაში დამნაშავე არა ძაღლი, არამედ მისი არასწორი აგებულება იქნება.
წინა კიდურები: მხარი: გრძელი, დახრილი. წინა კიდურებს მტკიცე ჩონჩხი აქვს, წინიდან და გვერდიდან შეხედვისას სწორი იდაყვის სახსრიდან მიწამდე.მხარბეჭის იდეალური სახსარი შედგება გრძელი და უკან გადახრილი ბეჭისაგან, მხრის ძვალი შედარებით მოკლეა, მაგრამ ისიც უკანაა გადახრილი. ბეჭისა და მხრის შესახსრების კუთხე 90 გრადუსია, მხრისა და წინამხრის კი_145 გრადუსი.
კორპუსი: გულმკერდი: ფართო და ღრმა, ამობურცული და თაღოვანი ნეკნებით.გულმკერდის ფორმა საკმაოდ სპეციფუკურია: ნეკნები ქმნიან ”მომრგვალებულ თაღს”, რადგანაც ხერხემალს არა კუთხით, არამედ ჰორიზონტალურად უერთდებიან. გულმკერდი უნდა იყოს არა კასრისებრი, არამედ ოვალური_ლაბრადორი ზომიერი ხაზის ძაღლია.

1. სწორი ფორმის გულმკერდი, 2 კასრისებრი ფორმის გულმკერდი; 3. ვიწრო გულმკერდი.
ზურგი: ზედა ხაზი_ჰორიზონტალური.საკამრისად განვითარებული მინდაოს პირობებშიც კი ლაბრადორს სხეულის წინა ნაწილი უკანაზე მაღალი არ აქვს. ზურგი უნდა იყოს მტკიცე, როგორც მოძრაობისას,ისე დგომაში და მოსვენების დროს.
წელი: ფართო, მოკლე, მტკიცე.მოკლე წელი ძლიერებისა და კომპაქტურობის შთაბეჭდილებას ტოვებს.
უკანა კიდურები: კარგად განვითარებული, გავა არ არის დახრილი კუდისაკენ. ზურგის ჰორიზონტალური ხაზი გავის მიდამოშიც ჰორიზონტალური უნდა იყოს.
მუხლის სახასარი: კარგად გამოხატული კუთხით. ბარძაყის ძვალი უნდა იყოს დახრილი. თუ ის თითქმის ჰორიზონტალურად იქნება, მუხლის სახსრის კუთხე გამოხატული ვეღარ იქნება.
სახტომი სახსარი: დაბლა განლაგებული. სახსრის ისეთი მდებარეობა, როგორც ძროხას აქვს, დაუშვებელია.
დაბლა განლაგებული სახტომი სახსარი გრძელ მუხლს უზრუველყოფს. სახტომი სახსარი მიწიდან სახსრის 1/3-ზე უნდა მდებარეობდეს. ერთმანეთს დაახლოვებული სახტომი სახსრები მოძრაობისას და მით უფრო, დგომისას ძალიან არასასურველია.

ა. ”კურდღლის თათი”; ბ. ლაბრადორის თათი; გ. ”კატის” თათი.
კუდი: ჯიშის განმასხვავებელი ნიშანია. ის ძალიან მსხვილია ფუძესთან, თანდათან ვიწროვდება ბოლოსკენ. საშუალო სიგრძისაა, ”ფარდის” გარეშე. დაფარულია მოკლე, ხშირი, უხეში ბეწვით, რაც მას მრგვალ, ”წავის კუდისებრ” შესახედაობას აძლევს. შეიძლება მხიარულად ქონდეს აწეული, მაგრამ არასოდეს არ უნდა იყოს მოხრილი ზურგისკენ.წავისები კუდის გარეშე ლაბრადორი არ არსებობს. ნეგატიურად ფასდება ვერტიკალურად აწეული ან ზურგისკენ მოხრილი კუდები. როგორც წესი, კუდებს მაღლა სწევენ ახალგაზრდა ხვადები, რომელბიც მიჩვეულბი არ არიან გამოფენებს. ”ფარდაში” იგულისხმება ბეწვი ისე, როგორც ოქროსფერ რეტრივერს აქვს.
მოძრაობა: თავისუფალი, სივრცის კარგი ფლობით. წინა და უკანა კიდურები სიბრტყეზე მოძრაობს სხეულის ღერძის პარალელურად.ბეწვი: მოკლეა, ხშირი, ტალღოვნებისა და ხვეულების გარეშე, უხეში შეხებისას. აქვს სქელი, წყალგაუმტარი თივთიკი.შეფერილობა: ერთიანი შავი, ჩალისფერი ან ყავისფერი (ნამცხვრისფერიდან შოკოლადისფრამდე). ჩალისფერი შესაძლოა ვარირებდეს ღია კრემისფერიდან მელიისფერ წითურამდე. დასაშვებია პატარა თეთრი ლაქა მკერდზე.
შავი ლაბრადორი
შოკოლადისფერი ლაბრადორი
წითური და ჩალისფერი ლაბრადორებითუ ვინემს აინტერესებს ლაბრადორებში როგორ ხდება ფერების დამემკვიდრება:
http://www.capasspiritlabradors.ru/Color.htmსაინტერესო სტატიები ლაბრადორებზე:
http://labrador-retriver.ru/rus/razn.htmlგამოყენებული საიტები:
http://www.rushunt.ru/Sekcii_Obshestva/Lab...dora/index.htmlhttp://www.easypetmd.com/doginfo/labrador-retrieverhttp://www.retrievers.ru/labrador_standart_Comments.html * * *
წინა თემის ლინკი დამავიწყდა:
ლაბრადორ-რეტრივერი-X