Kamanch 
მადლობები

დღეს მაგარი სეირნობა გვქონდა : ერთ ტერიტორიაზე ავღმოჩნდით ლაბრადორი, როტვეილერი და გერმანული ნაგაზი

ძაღლები მშვენივრად იქცეოდნენ მარა პატრონები
მე სანამ გავერკვეოდი ძაღლების განწყობას ვიდექი და ველოდი სანამ გამოჩნდებოდნენ გამოქცეული ძაღლების პატრონები

ჯერ გამოჩნდა გერმანული ნაგაზი (დედალი) და შორიდან გვათვალიერებდა

ფოქსიც მშვიდად გაქაჩვების გარეშე უყურებდა. გავიდა 10 წუთი პატრონი არ ჩანს და გამოჩნდა ისევ და ისევ საიდანღაც გამოპარული როტვეილერი (მამალი) ჯერ ნაგაზის მოხიბვლა ცადა

მერე ფოქსიკასი. ვაცალე თამაში და გამოჩნდნენ პატრონებიც. ერთი 16-17 წლის ნაგაზის პატრონი,რომელიც თავისივე ძაღლს ვერ უახლოვდებოდა როტვეილერის შიშით და როტვეილერის პატრონი 10 წლის სიფრიფანა გოგო,რომელიც თითქმის ჩურჩულით ეძახდა თავის ძაღლს (ილუზიით,რომ ის დაუჯერებს)
ნუ ძლივს გერმანული ნაგაზის პატრონმა თავის ძაღლს სტაცა ხელი,მეგონა,რომ წაიყვანა... მოვსეირნობთ, სიფრიფანა გოგონა დრო და დრო ეძახის თავის ძაღლს,რომელიც ეპრანჭება ფოქსის და უცებ დაინახა წინ ნაგაზი და გაემართა მისკენ

ნაგაზის პატრონი ტოვებს ძაღლს და გარბის თავ-ქუდ მოგლეჯილი... ვაიმეეე მეშინიაო, ნაგაზი უღრენს როტვეილერს და მოემართება ფოქსისკენ აჯაგრული. მოკლედ თან ამ ყველაფერს ემატება მანქანების სიარული და საავარიო სიტუაციების შექმნა.
ჯერ ვეხვეწე გერმანულის პატრონს მოდი წაიყვანე ძაღლი, მერე კი დავემუქრე მე ჩემი ძაღლი მიჭირავს თუ შენი მოვა (დედლებია ორივე) და იჩხუბებენ იცოდე ნაცემი აქედან არამარტო ძაღლები წავლენ თქო

და ძლივს ძლივს მოახერხა თავის ძაღლის საბელზე ხელის მოკიდება.
მერე ის სიფრიფანა გოგო შემეცოდა (არც საბელი და არც აშეინიკი ეკეთა ძაღლს) შვილო სად ცხოვრობ ? ფოქსი საით წამოვიყვანო,რომ შენი როტვეილერი გამოგვყვეს თქო? მარა კიდევ კაი ამ გოგონას დედა გამოჩნდა და "სინდისზე ააგდო" ძაღლი სიტყვებით :ეს სად გამოპარულხარო
ნუუუუ ზოგადად ძაღლების,რომ არ გაგეგება, გეშინია და საერთოდ აზრზე,რომ არ ხარ ცხოველებთან ურთიერთობის რაღაზე მოგყავს ძაღლი,რომლისაც თვითონვე გეშინია ...
This post has been edited by @nn@ k@ on 8 Mar 2013, 21:35