ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მცენარეა და გადავწყვიტე თემა ცოტა მეტად შინაარსიანი გამეხადა.
სუბსტრატი სენპოლიისათვისსენპოლიების წარმატებით გამოზრდისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა სწორად არჩეული სუბსტრატია. რა თქმა უნდა, მცენარისათვის საუკეთესოა ის მიწა, რომელზედაც ბუნებრივ პირობებში იზრდება. აფრიკაში უზუმბარის ია ტენიან ტროპიკულ ტყეებში იზრდება კლდის ნაპრალებში, ქვიან ან თიხიან ნიადაგზე დაგროვილ ფხვიერ ნეშომპალაზე.
სენპოლიის სუსტი და ზედაპირული ფესვთა სისტემისათვის აუცილებელია მსუბუქი, მაკრო- და მიკროელემენტებით მდიდარი, ჰაერისა და წყლის ადვილად გამტარი სუბსტრატი. მისი рН 6,4 -6,7 უნდა იყოს. გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო ახალგაზრდაა მცენარე, მით უფრო ნაკლებ ნოყიერი უნდა იყოს ნარევი.
მნიშვნელოვანია, რომ მიწაში არ იყოს პარაზიტები და მათი ლარვები და მდიდარი იყოს სასარგებლო მიკროორგანიზმებით, ამიტომ ნებისმიერ ნაყიდი თუ დამზადებული მიწის ნარევი თერმულად უნდა დამუშავდეს, შემდეგ კი გარკვეული დროის განმავლობაში დაყოვნდეს მათში სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებისათვის.
სუბსტრატი ზრდასრული სენპოლიისათვის:ფოთლოვანი ტყის მიწა_3 წილი;
გადამწვარი ნაკელი_0,5 წილი;
ტორფი-1 წილი;
სილა_1 წილი;
ხის ნახშირი-0,5 წილი.
ნერგების გამოსაზრდელი ნარევი:ტორფი-1 წილი;
სილა-1 წილი;
ვერმიკულიტი_1 წილი.
ფოთლიდან ნერგის გამოსაზრდელი ნარევი:მოზრდილი სენპოლიისათვის განკუთვნილი ნარევი_1 წილი;
სილა_1 წილი;
მწვანე ხავსი_1 წილი;
ნახშირი_0,3 წილი.
წყარო:
http://fialkaclub.com/content/substrat-obshchie-trebovaniyaსაკუთარი გამოცდილებით, ყველაზე კარგად სენპოლიები სათბურის მიწაში ხარობს (მინდვრის მიწის და გადამწვარი ნაკელის შერევით ამზადებენ) ხარობს. მიწა ძალიან ფხვიერი და ნოყიერია. იგივე მიწაში ვაფესვიანებ ხოლმე ფოთლებს წარმატებით. ტორფი არასდროს მიხმარია.

ძალიან ლამაზი
Shirl's Pip Squeak