ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე წავაწყდი საინტერესო ინფორმაციას სენპოლიების გამრავლების შესახებ:
მთავარია ვიცოდეთ, როგორი ფოთოლი გამოდგება გამრავლებისათვის.
ძველი ფოთლები, დიდი ალბათობით სწრაფად დაიღუპებიან, ძალიან ახალგაზრდა ფოთლები შეეცდებიან თვითონ გაიზარდნონ იმის ნაცვლად, რომ შვილაბი გაიკეთონ, თუმცა უკიდურესშემთხვევაშიასეთი ფოთლის გამოყენებაც შეიძლება.
ყველაზე კარგი შუა რიგის ფოთლებია. ისინი არც ძალიან ახალგაზრდები არიან და არც_ძალიან ძველები.

გვახსოვდეს, რომ ჭრელფოთლიან სენპოლიაში უკეთესია თუ ყველაზე მწვანე ფოთოლს ავირჩევთ. ასეთი ფოთოლი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს ქლოროფილს, რაც აუცილებელია მცენარის ცხოველქმედებისათვის. ძალიან ჭრელ ან თეთრ ფოთოლს, შესაძლოა, დაფესვიანებისათვისაც კი არ ეყოს ძალა.
მოტეხილი ფოთოლი უნდა გავწმინდოთ მტვრისაგან და დეზინფექცია ჩავუტაროთ. როგორც სტატიის ავტორი წერს, ის, უბრალოდ, ონკანის ქვეშ რეცხავს ფოთოლს და მერე 15 წუთით კალიუმის პერმანგანატის (ე.წ. "მარგანცოვკა" (სად იშოვნი, თუ არა, კი

) სუსტ ხსნარში დებს).

მერე ჭრის ღეროს 45 გრადუსიანი კუთხით. ისე, რომ დარჩეს მარტო 2-3 სმ.-ის სიგრძის ღერო.

თუმცა, შეგიძლიათ,უბრალოდ, გადაამტვრიოთ და ისე დატოვოთ.
მერე იღებს ტორფ-ჰუმუსის ტაბლეტს (ჩვენთან იყიდება ასეთი?)

და დებს ერთჯერად 100მლ-იან ჭიქაში

ასხამს ადუღებულ წყალს. რაც უფრო ცხელია წყალი, მით უფრო სწრაფად ფუვდება ტაბლეტი. თუმცა, წყლის გაცივებამდე მაინც მოგიწევთ დაცდა.

ახლა ჩავრგოთ ფოთოლი.
ღეროს გადანაჭრელის გაშრობა სულაცარ არის აუცილებელი რიტუალი. ოღონდ, მსუბუქი გაშრობისას ფოთლის კაპილარები იხურება, რაც ხელს უშლის ფოთოლში ბაქტერიების თავისუფალ მოხვედრას.

ფოთლის დაფესვიანება შეიძლება ანადუღარ წყალშიც.
მიიჩნევა, რომ ფოთოლი უკეთ მუქ ჭურჭელში ფესვიანდება.
იმისათვის, რომ ღერო არ დაიგრიხოს,უკეთესია ვიწრო ჭურჭლის გამოყენება.
ფოთლის დაფესვიანება შესაძლებელია ხავს სფანგუმში, დაფესვიანების შემდეგ ფოთოლს ხავსიანად რგავენ სუბსტრატში.
* * *
ხშირად, სენპოლიის დამწყებიმოყვარულები ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, თუ ფოთოლს ღერო შემთხვევით ძირში მოტყდება. ზოგი ფიქრობს, რომ ასეთი ფოთოლი აღარ დაფესვიანდება. ეს ასე არ არის. სენპოლიის ფოთლის ფირფიტის ნაწილიც კი საკმარისია გამრავლებისათვის.
შეგიძლიათ ერთი ფოტოლი რამდენიმე ნაწილად დაჭრათ და ყველა მათგანი მოგცემთ შთამომავლობას.