ძლივს მეღირსა, გადავუღე სურათები და გადავიტანე.
აი ეს არის გუდვილში ნაყიდი, აშკარად ცუდ პირობებში იყო რომ წამოვიყვანე, დაზიანებული ფოთლები და ძალიან ბევრი წყალი ესხა. არ მეგონა თუ გადარჩებოდა, რამდენიმე ფოთოლი დაულპა კიდეც, მაგრამ მიეჩვია გარემოს და მადლობის ნიშნად ისე აყვავდა, რომ აღარ იცის, რა ქნას

ეს თავიდან უფრო კარგ პირობებში იყო, ნუცუბიძის სენპოლიებიდან წამოვიყვანე. რამდენიმე დღის წინ შოკური მდგომარეობიდან გამოვიდა და მიეჩვია გარემოს

ამანაც ყვავილებით მაჩვენა, რომ ცუდად არ ვუვლი

და იმ ორს არ ვიცი რა ვუყო, ველოდები იქნებ მიხვდნენ, რომ მაინტერესებს როგორი ყვავილები ექნებათ
აი ესენი არიან. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ჩვეულებრივ სენპოლიას მოვიყვან აუცილებლად
