ოო ეგ მართალია, რასაც არ უნდა ვჭამდე შანსი არაა არ გადაირიოს და არ მომვარდეს. ისე რომ მივცე ზედ არ უყურებს
nimpa12ძალიან ცუდია როცა ნერვიულობ და პანიკდები, გადაედება ჩიტსაც და გიფრთხის ყველანაირად. არ ენდობი და შესაბამისად ისიც არ გენდობა.
საერთოდ მე სანამ ხელზე არ დამაჯდა იქამდე გარეთ არ გამომიყვანია

ბევრს ფრთხიალებდა გალიაში, საათობით მქონდა ხელი შიგნით და მიეჩვია ნელ-ნელა. ქანდარას მიადე თითი, გადახტება-გადმოხტება და ბოლოს დასკუპდება ქანდარაზე, შესაბამისად შენს ტითზე. ცოტა გაოგნდება, მაგრამ მიეჩვევა, ასე რამოდენიმეჯერ რომ გააკეთებ, ხშირად აჭმევ ხელიდან , უკვე აღარ ექნება შენი შიშI.
გალიიდან ადრე გამოყვანა იმითაცაა ცუდი, რომ ვეღარ აღიქვამს, რომ სახლია. იმდენად უნდა მიეჩვიოს, რომ გარეთ გაფრენ-გამოფრენის მერე გალიაზე შემოსკუპდეს

არ უყვართ ამათ სიახლეები, სადაც მიჩვეულები არიან იქ დატრიალებენ სულ. იმდენად უნდა შეიგნოს, რომ გალია 'თავისია', რომ ძალადობა აღარ დაგჭირდეს.
ისე ადგილს ხომ არ უცვლი ხშირად გალიას? არ ვარგა ესეც. 'სახლი' უნდა იყოს ერთ ადგილას.
ახლა ბევრი ჩამქოლავს, მაგრამ ყველაზე ადვილი ხერხი ჩემთვის სარკის გამოყენება იყო

გალია მედგა კომპიუტერთან, სარკე კლავიატურასთან. გავუღებდი კარს, გაფრინდებოდა და მოვიდოდა სარკესთან. ერთობოდა სარკით, მობეზრდებოდა მალე და მერე ჩემს თითებს დასდევდა

შესმა მინდოდა, გალიასთან დავდგამდი სარკეს და მაგით ვიტყუებდი. ეს თავიდან, და 1-2 კვირაში არაფერი მოტყუება აღარ დამჭირვებია. წარმოიდგინე, მთელი დღე, გალიაში თუ გარეთ ერთ ადგილას და ერთ ადამიანთან ტრიალებდა სულ. გინდა არ გინდა მიეჩვევი

რამით უნდა დააინტერესო როგორმე, აბა, პირველად რომ გამოვიყვანე შემოჯდა კარადის თავზე და ვუყურებდით ერთმანეთს "შენ ზევითა ხარ, მე ქვევით, როგორ აგიმღვრევ წყალსაო" თვალებით