ნწუ, ეგ არ გვითქვამს.
ეხლა ყურადღებით მომისმინე.
დედალს აქვს პერიოდები, როცა მისი გამრავლება
არაა სასურველი და ხშირ შემთხვევაში , თვითონაც არ მრავლდებიან.
აი მაგალითად 1 წლამდე რომ არ უნდა გაამრავლო, ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ შეუძლია? უბრალოდ არაა მისი ორგანიზმი კვერცხის დადებისთვის მზად (ხშირად მოყვება დედლის ჯანმრთელობის პრობლემები),
არც იმისთვის რომ შემდეგ ბარტყებს მოუაროს. ბუნებას ისე აქვს ეს ყველაფერი 'მოგვარებული', რომ ამ ასაკში 100დან 90 თუთო არ მრავლდება რაც არ უნდა ზედ გადაყვე. თუმცა არის გამონაკლისები და იმ 10მა თუთომ
შესაძლოა კვერცხები დადოს, მაგრამ ამ 10დან შეიძლება მხოლოდ 1მა გამოზარდოს ნორმალური შთამომავლობა და თვითონაც ჯანმრთელი გადარჩეს.
ანალოგიურად ხდება ცვლილოვანებზეც. თეთრი ცვლილოვანა არ ნიშNავს იმას, რომ დედალი კვერცხებს არავითარ შემთხვევაშI არ დადებს. შეიძლება დადოს, მაგრამ რაც ზემოთ ასაკზე დაგიწერე იგივე პრინციპია ზუსტად.
რამდენად ნორმალურად გაართმევს დედობას თავს ეჭქვეშაა დაყენებული.
მაგრამ გამონაკლისები აქაც არსებობს, თუმცა ვინმეს უღირს კი რისკის ქვეშ დააყენოს დედლის და ბარტყების ჯანმრთელობა?
ეხლა რაც შეეხება ყავისფერ ცვლილოვანას, ნუ ჰო კი რაც უფრო დაჭმუჭნულია მით უფრო მონდომებულია თუთო, მაგრამ შენ არ ითვალისწინებ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორ(ებ)ს:
1.
დრო - მოთმინება გაქვს 0-ის ქვემოთ, არ გეწყინოს

ერთი და ორი თვე არაა საკმარისი
ყველა თუთოსთვის რომ შთამომავლობაზე იფიქროს. ყოველი თუთო და წყვილი არის ინდვიდუალური.
ზოგს შეიძლება 1 წელი დასჭირდეს, ზოგს 3 თვე, ზოგს 1 კვირაც არა. აი ჩემ შემთხვევაში საერთოდ არც ბუდე მქონდა, არც არანაირი პირობები და არც სურვილი რომ გამემრავლებინა, მაგრამ
ერთ დღეს გალიის ძირზე კვერხცი დამხვდა :დ რას გაიგებ?! შენ შეიძლება ყველაფერი გააკეთო და ზედ გადაყვე, დედალს ისე მიეჭმუჭნოს ყავისფერი ცვლილოვანა რომ გული გაგისკდეს, მაგრამ ეს ყველაფერი
არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ კვერცხი დაგხვდება. ეგ კომპიუტერულ თამაშებში ხდება ხოლმე, უცებ - ბრახ და მანა რომ შეგევსება შეგიძლია ჯადოქრობა და ა.შ.

თუთოს ცვლილოვანას გაყავისფრებიდან რამდენ ხანში
დადებს კვერცხს მაგას ვერავინ ვერასოდეს გაიგებს. მესმის, რომ ძალიან გინდა, მაგრამ ცოცხალი არსებები არ არიან ასე. ტაკ შტო როგორმე აიძულე შენი თავი რომ მოითმინო : )
2.
წყვილი - სამწუხაროდ ყველა წყვილი არ მრავლდება. ცხოვრობენ ტკბილად, ბედნიერად, მაგრამ სქესობრივი კავშირი უბრალოდ არ აქვთ. ღმერთი თუ არ ხარ (ხომ არ ხარ?

) ვერ აიძულებ ვერაფრით.
მაგრამ შენთვის იმაზე ფიქრი, რომ გასამრავლებლად უვარგისი (ცუდი სიტყვაა ვიცი,მაგრამ შინაარსს მიხვდებით) წყვილი გყავს ძააააალიან ადრეა, იმიტომ რომ არაფერი მნიშვნელოვანი დრო არ გასულა მას მერე რაც ბუდე დაუდგი.
მითუმეტეს შენი ლაპარაკიდან რაც მესმის ბუდეში ხშირად არიან, არ აიგნორებენ ზოგიერთებივით, ეს ცხადია კარგის ნიშანია. ოღონდ მ ო თ მ ი ნ ე ბ ა !!!!!!!!!!!
პ.ს. "როდის დადებენ კვერცხს" - მსგავს კითხვებს იმედი მაქვს აღარ დასვამ, რადგან ამაზე პასუხი უბრალოდ არ არსებობს.
იმედია გასაგებად დავწერე