Tioრა კარგი ვიღაცაა კარგი გასაპუტია
mari_tamroვაა როგორც იქნა. აბა თქვენ იცით წარმატებები...
Qetuchaვახ ბიბუ გამოჩნდა როგორც იქნა. ამ ბოლო დროს ძალიან მოგვანატრა თავი

ლუნას რწყილები აქვს

საიდან აიკიდა არ მესმის. ყოველდღე გალიას ვუსუფთავებ და ახალი სათამაშო თუ მომაქვს, სანამ მივცემ კარგად ვრეცხავ ხოლმე.
აქამდე არასდროს მყოლია რწყილებიანი თუთიყუში. ბუმბულები ცვიოდა ცვლილოვანასთან და ქოჩრის უკან. ხოდა თავიდან ვიფიქრე სოკო ხომ არ აქვსთქო, ესეც ძალიან გამიკვირდა როგორ დაემართათქო. ზეთსაც ვუსმევდი, მაგრამ შედეგი არ გვქონდა. ბუმბულები არ ამოსდიოდა, მაგრამ არც კანი ექერცლებოდა. შემდეგ წავიკითხე შეიძლება სიცივის დროს დასცვინდეს ბუმბულებიო (სტრესი თავიდანვე გამოვრიცხე. მშვენიერ ხასიათზეა. მეც ყურადღებას ვაქცევ და თან ხროვაში ცოტა ძნელია მოწყენა) გაზის გამათფობლის გარდა, დენის გამათფობელიც ჩავრთე და გალიასთან ახლოს დავდგი. ისედაც თბილა ხოლმე ჩემთან, მითუმეტეს წელს ზამთარი მგონი არც ყოფილა. მაგრამ უკვე ცხელოდა ოთახში, თუმცა კი ბუმბულები კვლავ ცვიოდა. ამ დღეებში უკვე დათოსთან ვაპირებდი წაყვანას, მეთქი იქნებ ანალიზები აუღოსთქო. ხოდა დღეს ზეთის წასმისას რწყილები აღმოვუჩინე. მაშინათვე წავედი ზოომაღაზიაში, რომელშიც ასევე ვეტ. კლინიკაცაა. რამე სპრეი მინდოდა, თუმცა კი აქ ძალიან უცნაური ამბავი მოხდა. ტრიქსის სპრეი იყო 21 ლარად, მეთქი კარგი იქნებათქო, მაგრამ დიდი თუთოებისთვის არისო და შენ არ გამოგადგებაო. გამაგიჟებს ეს ხალხი რა. ქვეყანაში თითქმის არ არიან დიდი თუთოები და მედიკამენტები მათთვის შემოაქვთ

ხოდა მომცეს რაღაც 3 ლარიანი პუდრი. რომელიც საქართველოშია დამზადებული. "ინსეტოქსი" გაგიგიათ ვინმეს? 5 დღეში წესით აღარ უნდა ჰქონდესო. ხოდა ვნახოთ რა იქნება. სხვებზეც მომიწევს მოყრა. ტოქსიკური არ არისო. ხოდა გალიებიც მაქვს დასამუშავებელი რა თქმა უნდა.
მოვიყვან მალე ფორმაში, მაგრამ საიდან აიკიდა მაინც არ მესმის. აივანიც არ მაქვს გარეთ რომ გავიყვანო და რწყილები სად იპოვნა გაუგებარია ჩემთვის.