Bukutiმე მგონი ეგ მაინც შოკია

ახალ გარემოში მოხვედრის

...
კვერცხი მოუხარშეთ და ნაწილი დაუქუცმაცეთ (ცილაც და გულიც), ... საჭმელი სჯობს ”რაჯიოს” ფირმის, რომელიც იყიდება ბუნების ზოომაღაზიაში დაფასოებული (პაკეტებში ანუ), ისე, წონით არ იყიდოთ არანაირად - ძალიან ცუდი ხარისხია და კუჭს ატკენს!
ასევე აუცილებელია რაჯიოს მინერალები (მე გრამობით ვყიდულობ მაგალითად და საჭმელშიც ვურევ და ისეც ვუდგავ - რომ როგორც მოესურვოს ისე მიირთვას

..
ტემპერატურა სახლში უნდა იყოს არანაკლებ 17-18 გრადუსისა, მეტი სიცივე არ შეიძლება მათთვის!
ანდა..
აქ დაგიკოპირებთ მაშინ რაც ფეისბუქე მივწერე ერთს, თითქმის იგივეა - ახალმოყვანილისთვის
ანუ...
თუთიყუშები ძალიან აზიზები არიან და აუცილებლად უნდა კარგად მოფრთხილება!
გალიას უნდა ქონდეს არა პლასტმასის ან სხვა რამის ქანდარები, არამედ ხის! (თორემ აავადებს თუთიყუშს!)
ასევე.. უნდა იყოს სითბოში არანაკლებ 18 გრადუსი სითბოსი.. მერე უკვე ცივდებიან და იხოცებიან. გარეთ მხოლოდ სითბოში (ანუ ზაფხულში, და არანაირად მზის შემთხვევაში ცივ ტემპერატურაზე) უნდა გაიყვანოთ და არავითარ შემთხვევაში ორპირ ქარში არ უნდა დასვათ!.. ასევე არ შეიძება მზის გულზე დასმა! უნდა იყოს ოპტიმალურ სასიამოვნო ჩრდილში, სითბოში )
პირველი მტერი არის მისთვის კუჭის აშლა (მკურნალობთ ისე, რომ უხარშავთ ბრინჯს ყველაფრის გარეშე და მთელი დღე მხოლოდ ბრინჯს აჭმევბთ-წყალსაც კი არ აძლევთ, შემდეგ დღეს უკვე ჩვეულებრივ აძლევთ თავის საჭმელს) და ასევე უჩნდება სოკო კანზე, ფეხებზე ან ცხვირზე.. (ასეთ დროს კვირაში 2-3-ჯერ უნდა სოკოზე ნისტატინის მალამო წაუსვათ თხლად და გაუვლის 2-3 წასმაზე წესით.. თჲ არა და მიმართავთ ვეტერინარს აუცილებლად!!!)..
რაც შეეხება საუბრის სწავლას - ეს ინდივიდუალურია! ზოგი სწავლობს, ზოგი ვერ! საერთოდ ბიჭი უფრო სწავლობს!.. ზოგი 1 თვეში უკვე ლაპარაკობს, ზოგს რამოდენიმე თვე სჭირდება.. უნდა თავიდან ერთი სიტყვა (მაგალითად სახელი) უმეოროთ ნელა და გარკვევით.. როდესაც ამ სახელს იტყვის, მერე წინადადება, ასე 2 სიტყვიანი, სადაც მისი სახელიც შედის (მაგალითად _ ჩიკო კარგია..) ... ასე ნელ-ნელა უკვე ავითარებს საუბარს!
პირველ რიგში 2 რამ უნდა გაითვალისწინოთ! _ არ გაგიფრინდეთ!!! (რადგან სიცივბეზე იხოცებიან, ან სხვა ჩიტები ჩაქოლავენ, ანუ ფაქტიურად ასე სასიკვდილოდ სწირავთ!), მეორე - არ უნდა აჭამოთ ადამიანის საჭმელი, პური ან სხვა.. მხოლოდ ისინი, რაც დასაშვებია, ანუ სპეციალური საკვები (სასურველია იყიდოთ მაღაზიაში უკვე შეფუთული პაკეტებში (მაგალითად ”რაჯიო” ან ”პრესტიჟი” და არანაირად ასაწონი).. მწვანილებიდან მხოლოდ კამა და სალათის ფურცლები, ასევე დაუთესოთ ჯეჯილი და ის წანაზარდები რომ მიირთვას..
არ ეჭმებათ ასევე არანაირი კურკები და გალია უნდა გაუსუფთავოთ 2-3 დღეში ერთხელ!!! ...
ძილის დრო.. უნდა ეძინოს თაივს დროზე როგორც უნდა, ანუ როდესაც დღისით ეძინება ხელი არ შეუშალოთ _ ეს მისი ძილის აუცილებელი პერიოდია!.. ღამე შეგიძლიათ (როგორც ვიცი) 11-მდეც გყავდეთ მღვიძარები, მაგრამ მერე უკვე აფარებთ ნაჭრს (ზამთარში ადიალა სჯობს, რომ სითბო შეუნარჩუნდეს) - ოღონდ აუცილებლად ერთი პატარა მხარე უნდა ღიად დაუტოვოთ, საჰაეროდაც, და ასევე ჩიტები ამის გარეშე იღებენ სტრესს!...
აუცილებელია თუთიყუში მიიჩვიოთ.. მოეფეროთ..მუჭში დაჭერა დაუშვებელია - ისუსხება და სიკვდილის ტოლფასია!!!.. თითზე უნდა დაისვათ.. ისე მიიჩვიოთ, სიყვარულით და ალერსით (ერთი წამითაც არ უნდა დაუყვიროთ ან გაუბრაზდეთ, თორემ მერე ფრთხება!) _ გალიაში შესვლას და ხელზე დაჯდომას, ასევე მხარზე დაჯდომას... და დღეში 1-2 საათი მაინც უნდა გამოუშვათ ოთახში გალიის გარეთ - რომ იფრინოს, თორემ ცუდად გახდება!!!... რა თქმა უნდა სანამ გამოუშვებთ ჩაკეტეთ კარ-ფანჯარა და ფრთიხლად იყავით, რომ არ გაგიფრინდეთ!.. ის საზოგადოებრივი ჩიტია, უყვარს ხალხი და არ უყვარს სიმარტოვე! ვერ იტანს სიმარტოვეს, რადგან თუ ის დიდხანს დატოვეთ მარტო (ანუ დილიდან საღამომდე) _ სევდისგან კვდება!!!!..
ამიტომ გალია იქ გედგეთ, სადაც ბევრი ხალხია სულ და ტელევიზორია (ნუ,. ზედმეტი ყვირილისგანაც დაიცავით ხოლმე ხან

) ) ...
და ბოლოს _ როდესაც ჩიტუნა ისწავლის საუბარს, ... ან რაც არ უნდა იყოს - აუცილებლად მოუყვანეთ მეგობარი (გოგონას ბიჭი და პირიქით)... თუ ვინმე გეტყვით, რომ თუთიყუშს დაავიწყდება ლაპარაკი თუ მეგობარს მოუყვანთ _ არაა სწორი!!!!!!!!!!!!!!!!! ... ბიჭს უნდა მოუყვანოთ პარტყი მეგობარი და ის პირიქით, აუცილებლად ისწავლის ლაპარაკს და ერთად ილაპარაკებენ!!!! ...
თუ არა და ისევ გავმეორდები, რომ 2-3 წელიწადში სიმარტოვეში თუთიყუში კარგავს ხალისს, მერე უკვე თუ მოუყვანთ ვეღარ შეიგუებს სხვა თუთიყუშს და სიმარტოვით შეიძლება თავი მოიკლას...
ისინი ცხოვრობენ 14-15 წელი!...
- - -
მითხარი...