კარგია, გუგლის ხმარება რომ იცი, სხვებისგან განსხვავებით


ე.ი. როგორც უკვე გამოიცანით, ეს არსება არის
რვაფეხა არგონავტი, კერძოდ კი
Argounauta nodosus.
როგორც ყველა რვაფეხას, არგონავტებს მომრგვალებული სხეული და 8 საცეცი/ფეხი აქვთ , მაგრამ ამაზე მათი მსგავსება მთავრდება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე სქესობრივ დიმორფიზმს ეხება.
სანამ შევეხებით ამ ნაწილს, უნდა ითქვას, რომ არგონავტების ოჯახი
[Argonautidae], შესდგება 5 გვარისგან:
Argonauta, Izumonauta, Kapal, Mizuhobaris, და Obinautilus. ჩამონათვალიდან ბოლო 4 გვარი ჩვენ დრომდე ვერ მიაღწია და ჯერ კიდევ მიოცენის ქანაში გადაშენდა. დღემდე შემორჩენილი 6 სახეობა და 8 გადაშენებული შედის ნამდვილი არგონავტების
Argonauta-ს გვარში.
ყველანი პელაგიური ცხოველები არიან, ანუ ბინადრობენ წყლის შუა ფენებში. 8 საცეცთან და მომრგვალებულ სხეულთან ერთად გააჩნიათ რვაფეხებისთვის არადამახასიათებელი დიდი ზომის თვალები.
ეხლა კი მათი სასიცოცხლო ციკლი განვიხილოთ.
ახალდაბადებული არგონავტი სხვა რვაფეხებისგან თითქმის არაფრით გამოირჩევა, ყოველ შემთხვევაში ეს მამლებს ეხებათ. აი დედლებს კი უკვე გააჩნიათ მოდიფიირებული, ბოლოებზე გაბრტყელებული 2 საცეცი, რომელსაც დედალი ამოწეულ მდგომარეობაში დაატარებს.
მარცხნივ ახალგარზდა დედალია. კარგად ჩანს 2 წინა გაბრტყელებული საცეცი, მარჯვნივ კი ახალშობილი მამალი, რომელიც ცხოვრების მანძილზე პრაქტიკულად შეიცვლება, ხოლო ის პატარა ბურტულა ჰეტოკოქტილად (სასქესო ორგანო, რომლითაც ბოლოვდება მამალი რვაფეხას მესამე საცეცი) გადაიქცევასქესობრივი მომწიფებისას (ამ დროს დედალი დაახლოებით 7 სმ აღწევს, ხოლო მამალი 2-3 სმ) დედალი თავისი წინა 2 მოდიფიცირებული გაბრტყელებული საცეციდან სპეციალური სეკრეტის გამომუშავებას იწყებს, რომელიც ნელნელა მყარდება და ჰქმნის ნიჟარას. ეს ნიჟარა მაგალითად ნაუტილუსის ან ნებისმიერი სხვა მოლუსკისგან განსხვავებით არის თხელი და არა თავდაცვისთვის შენდება, არამედ ინკუბატორია, ერთგვარი საქვირითე კამერა. განაყოფიერება ხდება ყველა რვაფეხას გამრავლების მსგავსად
რვაფეხა (post #34682907) , მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ თავად მამალი აქტიურ მონაწილეობას არ იღებს, არამედ შემდეგნაირად იქცევა
რვაფეხა (post #34684378) 
განაყოფიერების შემდეგ, დედალი ათასობით კვერცხს დებს ნიჟარაში, საიდანაც გაკრვეული დროის შემდეგ ახალი თაობა იჩეკება.
Argonauta argo-ს ზრდასრული დედალიშეჯვარების შემდეგ, როგორც ყველა რვაფეხას მამალი, არგონავტის მამალიც მალევე კვდება. აი დედლებს კი სიცოცხლის მანძილზე რამოდენიმე თაობისთვის სიცოცხლის მიცემა შეუძლია, შესაბამისად სხვა სახეობბების დედლებისგან განსხვავებით, პატარების გამოჩეკვის შემდეგ არ კვდება.
საინტერესოა, რომ ზოგი მამალი იმდენად პატარა ზომას აღწევს, რომ პირდაპირ დედალის ნიჟარაში სახლდება.
კიდევ ერთი სხვაობა დედალ არგონავტსა და მაგალითად ნაუტილუსს შორის მდგომარეობს იმაში, რომ მეორესგან განსხვავებით, რვაფეხას სხეული ნიჟარის კედლებს მიმაგრებული არ არის და ამის გამო მას თავისი ნიჟარის საცეცებით დაჭერა უწევს. ამიტომ დედალი არგონავტი არასოდეს არ იყებენს რვავე საცეცს ერთდროულად.

თავისი დასახელება, არგონავტებმა ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს მიიღეს, რომელმაც ივარაუდა, რომ ეს უცნაური არსება 2 გაბრტყელებულ საცეცს წყლის ზედაპირზე ამოყოფს და როგორც აფრებს ისე იყენებს.

მსგავსი მოვლენა ჟიულ ვერნის რომანში "20.000 ლიე წყალქვეშ" არის აღწერილი, როდესაც ზედაპირზე ამოსულ ნაუტილუსთან ახლოს, "აფრებ გაშლილი" არგონავტების ხროვა გამოჩნდა. იყვნენ ისეთი მეცნიერებიც, რომლებმაც თავიდან რვაფეხას და ნიჟარას ერთმანეთს ვერ უკავშირებდნენ და ვარაუდობდნენ, რომ არგონავტი ჯერ აუღწერეული მოლუსკის ერთგვარი პარაზიტია.
ილუსტრაცია ჟიულ ვერნის წიგნიდანნიჟარას კიდევ ერთი საინტერესო ფუნქცია აქვს. ის არგონავტს გარკვეულ სიღრმეზე დაშვებას ზედმეტი ძალების ხარჯვის გარეშე ეხმარება. ამისათვის დედალი არგონავტი ზედაპირზე ამოდის და იწყებს ნიჟარის დატრიალებას ისე, რომ შიგ ჰაერი მოჰყვეს. ნიჟარაში ჰაერის მოხვედრის შემდეგ, დედალი ისევ განაგრძობს მის მობრუნებას მანამდე, სანამ ზედმეტი ბალასი ჰაერის სახით გარეთ არ გამოვა
არგონავტები აქტიური მტაცებელი არ გახლავთ. საკვების ძირითად ნაწილს პლანქტონი და მედუზები შეადგენენ.
This post has been edited by Jaguar paw on 27 Feb 2013, 18:40