თეთრ ფისოებზე მეც ვგიჟდები

))
ისე ძალიან მაინტერესებს, ვისაც აქ ცისფერთვალება ფისოები გყავთ, ესმით, თუ ყრუები არიან? (ეს არ ეხებათ ბირმულ და სიამის კატებს)
ბოდიში ასე ნაწილ-ნაწილ პოსტვის გამო, რაღაც ურევს ფორუმი და ერთ პოსტში ვერ დავპოსტე
* * *
veko25
არა, არაა ასეთი გამხდარი, კნუტიკოა ჯერ და მოკლე ბეწვი რომ აქვს ,,სუსლიკა" ჩანს
მერე ძალიან დიდი და კუნთიანი იზრდება.
ჩემმა მეუღლემ გადასარევად მიიღო წუხელ აბრძანდა ეს ვაჟბატონი და ჩემს მეუღლეს რომ ეძინა კრუტუნ-კრუტუნით საყელოდ შემოეხვია
თავი წამოყო ალექსანდრემ და გამორთე ეს კატა ვერ ვიძინებო
ვინ ,,გამორთავდა" მაგას და იწვნენ ორივენი მთელი ღამე გაუნძრევლად.
ასე იძია შური აურამ ალექსანდრეზე
Tikk
სიტყვაზე დაგიჭირე იცოდე და თუ გამოგვყარა, მოვდივართ შენთან
* * *
MITIATO
QUOTE
ჰო, გამრავლების პირობით ცოტა რთული საყიდია ფისოები და უფრო ძვირიც ღირს. ამიტომ გკითხე.
მე ასე ვიცი, რომ იყიდი კნუტს და დრო რომ მოუვა მერე შენ უნდა გაუკეთო კასტრაცია. ამის მერე მოგცემს საშენი საგვარეულო ნუსხას. თქვენ ასე არ შეთანხმებულხართ?
მე ვიცოდი, რომ კასტრაცია უკვე უნდა ჰქონოდა გაკეთებული, ე.წ. ,,როდოსლოვნოე" გამომიგზავნა დიდის ამბით. კარგა ხანს ვიკონტაქტეთ სანამ ასე უცებ მოხდებობა აურას გამომგზავრება და უკვე თავის დანებებას ვაპირებდი, გზა ვერ გამოვნახე ჩამოსაყვანად, რომ უცებ მოუწია ბიჭუნას გამოგზავრება.
ამასობაში კარგი კონტაქტი დავამყარეთ ერთმანეთთან და ეტყობა იმიტომ გამოატანა ეგ მოწმობა.
მირჩია კიდევაც, გაუკეთე კასტრაცია, თორემ თუ დაიწყო მონიშვნები, დაიტანჯებითო.
სად უნდა ვატარო ეხლა ეგ მე შესაჯვარებლად
blblbl
pleita
მადლობა
თეთრ ფისოებზე მეც ვგიჟდები ))
ისე ძალიან მაინტერესებს, ვისაც აქ ცისფერთვალება ფისოები გყავთ, ესმით, თუ ყრუები არიან? (ეს არ ეხებათ ბირმულ და სიამის კატებს)
This post has been edited by upwave on 23 Apr 2013, 13:38