Maiko Shamugiaრომ მოვიყვანე ტომიკო, მართლა კორელების ხელა იყო

ლაპარაკი იცის, ლუნამაც და როკიმაც. ორივე მამალი კორელები არიან. ჩიკოს ვერ ვასწავლე
მამალი ტალღოვანია. თუმცა კი მისი ბრალი არ არის. რომ მოვიყვანე, უკვე 5 თუთო მყავდა და ლაპარაკის დაწყების შანსი თითქმის არ იყო.
მაგრამ ჩვენ მაინც არ ვკარგავთ იმედს და მეცადინეობას ვაგრძელებთ. სულ 2 თვეა რაც მყავს.

ხვალ გადავუღებ ვიდეოს და განახებ როგორ ლაპარაკობენ ჩემი "პატარა არწივები"
მანამდე კი პატარა ტომიკოს ფოტოს დავდებ. აი ასეთი იყო რომ მოვიყვანე. პირველი დღეა სახლში.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინვე დამიმეგობრდა. ქუჩაშიც რომ დავიხარე ასაყვანად, არ გაქცეულა. თავიდან ისიც კი ვიფიქრე თათი ხომ არ აქვს მოტეხილითქო.
მაგრამ საბედნიეროდ ჯანმრთელი აღმოჩნდა. ტრუბაში შეძვრა ცოტათი და რომ დავუძახე, სადღაც 10 წამში გამოძვრა და მაშინათვე ნათიასთან წავიყვანე. შემდეგ იმას ვფიქრობდი, იქნებ ძალიან უყვარს ხალხთან ურთიერთობა და ალბათ არავის გაურბისთქო. თუმცა სტუმარი რომ მომდის სახლში, ტომი იმალება მანამ, სანამ სტუმარი არ წავა ჩვენი სამფლობელოდან

თუმცა კი ჩვენი მარტო დარჩენის შემდეგაც, შეიძლება კიდევ ნახევარი საათით არ გამოძვრეს ხოლმე. მინდა გადავაჩვიო ასე მოქცევას, მაგრამ უშედეგოდ

ეს ფოტოც სახლში მოსვლიდან რამდენიმე წუთშია გადაღებული და აი როგორ მაფერებინებს.

პ.ს. სათანადოდ ვერ აფასებ შენს ვეფხვს. იმედია ახლა ამ გვერდს არ კითხულობს
This post has been edited by korela92 on 1 Mar 2013, 00:30