SpyZookaვეძებე ის სტატია, სადაც ოდესღაც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე და ვერ ვიპოვე.
სიმართლე გითხრა, სხვა იმდენი კარგი თვისება აქვს ამ ძაღლს, საერთოდ არ დავინტერესებულვარ იმით, მართლა ყველაზე ძლიერი ყბები აქვს როდეზიულ რიჯბექს თუ სტატიის ავტორს უნდა ასე იყოს.
* * *
FCI-ს სტანდარტი (2000 წელი):
სამშობლო: ზიმბაბვე
ჯგუფი 6. მდევრები
სექცია 3. მონათესავე ჯიშები
სტანდარტის ნომერი: 146
სიმაღლე მინდაოში: ხვადი 63-69 სმ; ძუ 61-66 სმ;
წონა: ხვადი 36, 5 კგ. ძუ 32 კგ (წონის მაჩვენებელი შეფასებაზე არ მოქმედებს).
საერთო შთაბეჭდილება: ჰარმონიული, ძლიერი, დაკუნთული, აქტიური. მასში შერწყმულია ისეთი თვისებები, როგორიცაა სისწრაფე და ამტანობა. ახდენს ძალისა და მიზანმიმართულობის შეხამების შთაბეჭდილებას, ოღონდ მძიმე წონის გარეშე. ჯიშისათვის დამახასიათებელი ნიშანია "რიჯი" ზურგზე: ბეწვის ნაწილი, რომელიც სხვა ბეწვის საპირისპირო მიმართულებით იზრდება. რიჯი უნდა იყოს აშკარად გამოხატული, სიმეტრიული, დაიწყოს მინდაოდან და მივიდეს გავამდე, უნდა ვიწროვდებოდეს ბოლოსკენ. რიჯს მხოლოდ ორი იდენტური გვირგვინი უნდა ქონდეს, რომელთა ქვედა კიდე რიჯის 1/3-ზე ქვემოთ არ უნდა ეშვებოდეს. სწორი რიჯის სიგანე, დაახლოებით, 5 სმ.-ია. მკვეთრად აქვს გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი.
ხასიათი: ძაღლი ინტელიგენტურია, საკუთარ თავში დარწმუნებული, გარშემომყოფთა მიმართ გულგრილი. არ ავლენს აგრესიას, თუმცა არც მშიშარაა.
თავი: თავის ქალის ნაწილი: თავი საკმაოდ გრძელი (ყურებს შორის მანძილი დაახლოებით იმდენივეა, რაც თავის ქალის სიგრძე კეფის ბორცვიდან შუბლის გრუნჩში გადასვლის ადგილამდე, თავის მხრივ, იგივეა, რაც დრუნჩის სიგრძე გადასვლის ადგილიდან ცხვირამდე). თავის ქალა ბრტყელია, უპირატესობა ენიჭება ყურებს შორის ფართე თავის ქალას. მშვიდ მდგომარეობაში აქ ნაოჭები არ უნდა იყოს.

შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა: საკმაოდ კარგადაა გამოხატული;
სახის ნაწილი: ცხვირი შავი ან ყავისფერია, რაც ბეწვის ფერზეადამოკიდებული. შავ ცხვირს მუქი ფერის თვალები შეესაბამება, ყავისფერს_ქარვისფერი;
დრუნჩი: გრძელია, ღრმა, მტკიცედ გამოძერწილი;
ტუჩები: მშრალი, მჭიდროდ მიკრული;
ყბები და კბილები: ყბები მტკიცე, სრულყოფილი ფორმის, მაკრატლისებრი თანკბილვით, კბილები მაგარი, დიდი ზომის, განსაკუთრებით, ეშვები.
თვალები: ზომიერად ფართოდ დასმული, მომრგვალო ფორმის. ფერი ეხამება ბეწვის ფერს;
ყურები: შედარებით მაღლა დასმული, დაკიდებული, საშუალო ზომის, ფუძეში ოდნავ ფართო, თანდათან ვიწროვდება ბოლოსკენ, მიკრულია თავზე;
კისერი: გრძელი, მტკიცე, ნაკეცებისა და ღაბაბის გარეშე;
კორპუსი: ზურგი მტკიცე, წელი დაკუნთული, ოდნავ გამოდრეკილი. მკერდი ზომიერად ფართო, ძალიან ღრმა, იდაყვის სახსრამდე დაშვებული.ფორბრუსტი კარგად განვითარებული, მოჩანს გვერდიდან შეხედვისას. ნეკნები ზომიერად გამოდრეკილი. გულმკერდი არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს კასრისებური;
რიჯბექის კორპუსის ზოგიერთი პროპორცია და ფორმატიკუდი: ვიწროვდება ბოლოსკენ, თავისუფალია სიუხეშისგან, ატარებს ზემოთკენ ოდნავ მოხრილს, არასოდეს ახვევს რგოლივით, დასმულია არც ზემოთ და არც ქვევით;
კიდურები: წინა კიდურები: ბეჭები დახრილია, დაკუნთული. კიდურები სრულიად სწორია, ძლიერეი, მტკიცე ძვლებით, იდაყვები სხეულზეა მიკრული, მაჯები მტკიცეა, ოდნავ დახრილი პროფილში შეხედვისას;
უკანა კიდურები: მტკიცე, მშრალი კუნთებით, კარგი კუთხეებით, მაჯები შედარებით მოკლეა, ირიბად დასმული;
თათები: კომპაქტურია, თითები ერთმანეთსაა მიკრული, ბალიშები მრგვალია, მკვრივი და ელასტიური;
წინა და უკანა კიდურების სწორი მდგომარეობამოძრაობა: თავისუფალი და ზამბარისებურია;
ბეწვი: მოკლე და ხშირი, გლუვი და მბზინავი, არც უხეში და არც აბრეშუმისებრი;
შეფერილობა: ღია წითურიდან მოწითალო-წითურამდე. თავი, სხეული, კიდურები და კუდი ერთ ტონალობაში უნდა იყოს. მკერდსა და თითებზე მცირეოდენი თეთრი ფერი დასაშვებია. დასაშვებია შავი ნიღაბიც. კორპუსზე შავი ბეწვი სასურველი არ არის. დაუშვებელია ნაცრისფერი, ძალიან ღია ჩალისფერი და ყავისფერი შეფერილობა.
იდეალური რიჯი: "რიჯი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული. ჰქონდეს კონუსის ფორმა და სიმეტრია. უნდა იწყებოდეს ბეჭბიდანვე, გრძელდებოდეს თეზოს ძვლამდე და შეიცავდეს მხოლოდ 2 იდენტურ, ერთმანეთის საპირისპიროდ განლაგებულ გვირგვინს. გვირგვინის ქვედა კიდე არ უნდა ეშვებოდეს რიჯის 1/3-ზე ქვემოთ. რიჯის სიგანე 5 სმ. უნდა იყოს."
რიჯის კორექტული ფორმები:


რიჯის არაკორექტული ფორმები:

შენიშვნა: არსებობს რიჯის სხვა მაგალითები, რომლებიც, ასევე, იდეალურად მიიჩნევა.მოდით, განვიხილოთ იდეალური რიჯის აღწერის ყველა პუნქტი:
1.
რიჯი უნდა იყოს მკვეთრად გამოხატული_ რიჯის არარსებობა ძალიან დიდი ნაკლია. ურიჯო რიჯბექი რიჯბექი აღარაა. ასეთი ძაღლები არც გამრავლებაში მონაწილეობენ და ვერც გამოფენაზე გადიან;
2.
რიჯს უნდა ქონდეს კონუსის ფორმა_ასეთი იდეალური ფორმის რიჯი იშვიათია. როგორც წესი, რიჯი გვირგვინის მერე მაშინვე უნდა იწყებდეს შევიწროვებას, თუმცა რიჯების უმეტესობა გვირგვინიდან რაღაც დაშორების შემდეგ იწყებს დავიწროვებას;
1. გვირგვინიდან დავიწროვებული; 2. პარარელური გვერდები, შემდეგ ვიწროვდება; 3. ასეთიც დასაშვებია; 4. ძალიან მცირე შევიწროვება_ეს ნაკლია; 5. შევიწროვება საერთოდ არ არის_ეს დეფექტია.3.
სიმეტრია_ ძალიან მნიშვნელოვანი ნიშანია. მომრგვალო, კვადრატული და სხვა სიმეტრიული ფორმის რიჯები ერთნაირად დასაშვებია;
1. რიჯი არ არის სიმეტრიული, რაც დეფექტია;
2 და 3 ასიმეტრიული რიჯები, რაც ნაკლია.
ასიმეტრული რიჯის მაგალითები4.
ის უნდა იწყებოდეს ბეჭების ქვედა კიდიდან_ "დასაწყისი" გამოყურება, როგორც ბეწვი, რომელიც 2 მიმართულებით იზრდება და ერთდება ერთ ხაზად გვირგვინებს ზემოთ.
"ქვედა კიდიდან" ნიშნავს, რომ არ უნდა არსებობდეს შუალედი ბეჭის ძვ,ებსა და რიჯს შორის. 5 მს-მდე შუალედი ნაკლად ითვლება, 5-დან 10 სმ-მდე_დეფექტად. ბეჭების ქვედა კიდის ზემოთ დაწყებული რიჯი დასაშვებია, თუ ქვედა კიდეს 5 სმ.-ზე ცდება. უფრო ზემოდან დაწყებული რიჯი უკვე ნაკლად ითვლება.
5.
და გრძელდება თეძოს ძვლებამდე თეძოს წვეტებს შორის ადგილამდე)_დაშორება 5 სმ.-მდე ნაკლია, 5-დან 15 სმ.-მდე დაშორება მოკლე რიჯს ნიშნავს, რაც დეფექტად ითვლება; 15 სმ.-ზე დიდი დაშორება ძალიან მოკლე რიჯს ნიშნავს. ასეთი ძაღლი ვერც გამოფენაზე მიაღწევს რამე წარმატებას და მას არც გამრავლებისათვის გამოიყენებენ. თუ დაშორება 5 სმ-ზე ნაკლებია, ასეთი რიჯი დასაშვებია, კუდამდე ჩასული რიჯი კი უკვე ნაკლად ითვლება.
სწორი სიგრძის რიჯი6.
და უნდა შეიცავდეს მხოლოდ 2 იდენტურ გვირგვინს_ეს გამორიცხავს უგვირგვინო და 1, 3 და ა.შ. გვირგვინიან ძაღლებს;
7.
იდენტური_ ეს არ არის ერთმანეთის პირდაპირ განლაგებული გვირგვინების პრობლემა, მაგრამ ზოგჯერ ასიმეტრია ბეწვის სიგრძეში განსხვავების გამო ჩნდება, რაც სერიოზულ ნაკლად არ ითვლება. არაიდენტური გვირგვინები სერიოზული ნაკლია, თუ ისინი რიჯის სიმეტრიას ძლიერ არღვევენ;
8.
ერთმანეთის პირისპირ განლაგებულს_ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. 0,5 სმ-მდე აცდენა დასაშვებია, 0,5-დან 1 სმ-მდე აცდენა ნაკლია, 1 სმ.-ზე მეტი_დეფექტი, 5 მს.-ზე მეტი კი რინგიდან იხსნება;
9.
გვირგვინის ქვედა კიდე არ უნდა ეშვებოდეს რიჯის 1/3-ზე ქვემოთ_ეს განსაზღვრება ცოტა არ იყოს, სირთულეებს ქმნის. ძალიან რთულია ზუსტად განსაზღვრო გვირგვინის "ქვედა კიდე" ან "ზომა". მთავარია, გვირგვინები საჭირო ადგილას იყოს. მათი ზომა მეორეხარისხოვანია და ბეწვის სიგრძეზეა დამოკიდებული. გვირგვინის ცენტრი რიჯის ზედა კიდიდან უნდა იყოს დაშირებული მანძილით, რომელიც მისი 1/3-ის ტოლია;
10.
რიჯის სიგანე 5 მს.-მდე უნდა იყოს_რიჯის სიგანე გვირგვინებს შორის იზომება. 3-დან 6 სმ-მდე რიჯი იდეალურად ითვლება.
ავტორი: ბრაინერ მეგგინსონი
როდეზიული რიჯბექის ჯანმრთელობაროდეზიული რიჯბექი საშუალო ჯანმრთელობის მქონე ჯიშად მიიჩნევა. მათ შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემებია: დერმოიდული სინუსი, მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია, ჰიპოთირეოზი. თუმცა, არც ერთი მათგანი არ უქმის საფრთხეს ცხოველის ჯანმრთელობას.
გარდა ამისა, რიჯბექებში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია: მიელიტი, მენინგიტი, იდაყვის სახსრის დისპლაზია, დეგენერაციული მიელოპათია, თანდაყოლილი სიყრუე, კატარაქტა, ენტროპია. ამ ჯიშის ძაღლებს მიდრეკილება აქვთ სიმსუქნისა და ყურების ინფექციისადმი, არიან ალერგიულები.
სიცოცხლის საშუალეო ხანგრძლივობა 10-12 წელია.
შობს, საშუალოდ, 5-8 ლეკვს.
წყარო:
http://ridgeback-dog.ru/ru/breed/?exteriorhttp://www.ridge-tt.ru/http://www.easypetmd.com/