ყველს ნუ აჭმევთ. ძალიან მარილიანია ძაღლისთვის.
მარტო სასუსნავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ხოლმე, პატარა ნაჭერი.
არც პური არ არის ძაღლის საჭმელი. ნაწლავის მიკლოფლორაც არღვევს ჭარბი ნახშირწყლები.
შეგიძლიათ ჭვავის პურის ორცხობილა მიცეთ ხოლმე გასართობად.
სხვანაირი პურფუნთუშეული საერთოდ არ არის რეკომედირებული.
მაწონი კარგია.
რძის პროდუქტებიდან, ასევე, ძალიან სასარგებლოა კეფირი და ხაჭო.
მე ჩემს ძაღლს ხორცით, ბურღულით და ბოსტნეულით წვნიანს ვუკეთებ ხოლმე. წვნიანს პირობითად ვეძახი, იმიტომ რომ ძალიან სქელია.
1 კგ. ხორცი (ძირითადად, ქათმის)+2ჩ/ჭ ბურღული (წიწიბურა ან ბრინჯი)+ცოტა გახეხილი ბოსტნეული (სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო, გოგრა)+იშვიათად კვერცხი.
იქნებ, შენს ძაღლსაც მოეწონოს.
ქათმის ლულისებრი ძვლები არ შეიძლება ძაღლისათვის. კისერი და ხერხემალი შეგიძლიათ აჭამოთ.
სუბპროდუქტები (ღვიძლი, ფილტვები, გული, ფაშვი და ა.შ.) შეგიძლიათ აჭამოთ, მაგრამ ძალიან ხშირად_არა.
თევზია, კიდევ ძალიან კარგი. ოღონდ ოკეანის და ნაკლებად ცხიმიანი.
მტკნარი წყლის თევზი ხშირად შეიცავს პარაზიტულ ჭიებს, რომლებიც ძაღლისთვისაც საშიშია.
კვერცხი მოხარშეთ და ისე აჭამეთ.
უმად მარტო კვერცხის გულის ჭმევა შეიძლება.
ხილი და ბოსტნეულიც, უბრალოდ, ძირითადი კვების დამატებაა.
გაითვალისწინე, რომ სტაფილოს როცა აჭმევ, გახეხე და მცენარეულო ზეთი დაუმატე ცოტა.
კაროტინი (A ვიტამინის პროვიტამინი) ცხიმში ხსნადია და ასე შეიწოვება უკეთესად.
წარმატებები.