MITIATOხომ გახსოვს,საით უნდა მოისროლო???
მე ესენი ძალიან მიყვარს...როგორც ჩემი შვილი უწოდებს, ჰიპეასტრუმების მთელი ჯუნგლები მაქვს

ეს წითელი ასე ვთქვათ, ჩვეულებრივი ვინმეა, აი, დანარჩენები აყვავდნენ, მოიცათ!!! (ეჰ, მარიამ, მგონი სიდნი აღარ გამობრუნდება... არადა რა ლამაზია!!!)
volli35წელს მთელი გამოზამთრების პროცედურები ჩავუტარე -დახურულ კოლოფში, ანუ სიბნელეში მყავდა უწყლოდ, გრილ ფანჯარაზე 2,5 თვე - ძალიან ეფექტურია, ამ ქოთანში ის ბოლქვიც კი გაყვავდა, 12 წელი აზრზე რომ არ იყო!!!
ხოლო პირველი ეგზემპლარი, სადაც ქოთანში 3 დიდი ბოლქვია უამრავი შვილით და შარშან მარტო ერთი საყვავილით იყო წარმოდგენილი(გადაყვა გამრავლებას! ), წელს 2-2 საყვავილით ყვაოდა;
გეუბნებით, ჩემი თვალით რომ არ მენახა და ხელით არ მომესინჯა , როგორ გამსხვილდა ბოლქვები უწყლოდ და სიცივეში, ფოთლების ჩახმობის შემდეგ (ამ დროს საკვები გადააქვს ფოთლიდან ბოლქვში), არ დავიჯერებდი!
tamrikpპირველად მესმის , დეზერტირთან სათბურის შესახებ --სადაა?