Tioრა მაგარი პოსტები გაქვს, პირველად ვნახე ადამიანი ასე რომ უყვარდეს თუთიყუშები..

ეტყობა ძალიან თბილი ადამიანი ხარ
მეც მყავს სახლში ტალღოვანი თუთიყუში, ცხვირი მოყავისფრო-იასამნისფერი აქვს ე.ი დედალია?

არადა მამლად ვიყიდეთ..
ადრე მყავდა წლების მანძილზე შიკო ერქვა, იმას ლაპარაკიც მე ვასწავლე და სულ დამყვებოდა თან, მხარზე მეჯდა. ისიც ტალღოვანი იყო ოღონდ მომწვანო-ყვითელი. ძალიან განსხვავდებიან ეს (ეხლა რომ მყავს) და ის ერთმანეთისგან ელემენტარულად ხასიათით. შიკო ძალიან კონტაქტური და მხიარული იყო. ამას წელიწადნახევარია ვერაფერი ვასწავლე, მხოლოდ ზარს აჯავრებს კარზე რომ რეკავს

სახლში ბაშვები მყავს, ერთი ბიჭია სამი წლის ბანდიტი და იმას ერჩის, ის კიდე ამას ერჩის იმიტომ რომ ეს კბენს თუ სადმე წაახელა

ნუ ბავშვს უნდა რომ ეთამაშოს ეს კიდე მაგას "ვერ იგებს" და ამას წინათ თითი გაუღრუტნა იმხელაზე ჩაავლო ნისკარტი

მას მერე ისიც ებრძვის და უნდა ნახოთ რა ომია

ისე ზოგადად მაგარი ღორმუცელაა, ჭამს ყველაფერს და საერთოდ სადილობისას თეფშში ჩავარდნები და თავდასხმები უყვარს, ეგეთი ის პირველიც იყო ის საერთოდ ტაფაში ჩამიხტა ერთი კომბოსტოს რომ ვშუშავდი. მაგრამ იმას სულ სხვა ხასიათი ქონდა

უბრალოდ ცუდი რამე დაემართა მერე ჩემი მიზეზით და აღარ მინდოდა საერთოდ თუთიყუშის ხსენება, დედაჩემმა მოიყვანა გაუფრთხილებლად, ამას ვერ ვეკონტაქტები რაღაც და ეტყობა ამიტომაც არის ეგეთი მოველურო ელემენტი