resurgam
თავად მათგან იმხელა სიყვარულია, რომ როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ძალიან-ძალიან
რა ცუდია შიკოს ამბები..

ძნელია, როდესაც იღუპება ასეთი პატარა და შენზე მონდობილი სიყვარულით სავსე არსება... : (
შიკო კონტაქტური იყოო და ერთი კითხვა მაქვს : ) შიკოს დროს თქვენი პაწია შვილი ხომ იმხელა იქნებოდა, რომ ვერ წაეტანებოდა და ვერ შეაშინებდა ჩიტს? : ) ამიტომაც, შიკოზე არ მოდიოდა ეს სიფრთხილის ზეწოლა და ისიც ყველანაირად გეკონტაქტებოდათ! : ) ესეც ასევე იქნებოდა თქვენთან რომ არა პატარა ბავშვის თამაშის მიზნით (ოღონდ რა თქმა უნდა მაგხელა ბავშვის წაპოტინება ჩიტის ხელში მოჭმუჭნვის მცდელობით მთავრდება ხოლმე : )) _ მაგხელა ბავშ[ებს ხომ ყველაფრის ხელში მოსინჯვა უნდათ :: )) :* )
ეს პაწია კიდევ იმიტომ არის ასეთი მოველურო ელემენტი, რომ ბავშვი ცდილობს ეთამაშოს და მოჩეჩოს

)) აი რომ თქვით თითი გაუღრუტნაო - ეტყობა აყვანა უნდოდა მუჭში და ამისგან დაცვის რეაქცია ჰქონდა! ეს ყვეელა ჩიტის თავდაცვაა და არა სიველურე : ) : ) ანუ 3 წლის პატარას თამაში არავინ იცის რით დამთავრდება _ და სწორედაც რომ ძალიან კარგად გრძნობს და იგებს ეგ ჩიტუნა და ამიტომ ცდილობს მოერიდოს : ) ჩემებთან როგორც კი ხელს შევყოფ სიმშვიდის გარეშე მაგალითად (ნუ, უცებ რაღაცის გასწორება მომინდეს და უხმოდ და ჩქარა შევყავი ხელი) _ ისე შეიძლება დაფრთხნენ, რომ მერე 1-2 დღე ეჭვის თვალით და სიფრთხილით მიყურონ.. ჰო და 3 წლის პატარა რომ არ მისწვდეს ხოლმე ისეთ ადგილას (ოღონდ იმ ოთახში, სადაც ხალხია ხოლმე, რომ მარტო არ იყოს, უბრალოდ ცოტა ბავშვისგან მიუწვდომლად) შედგით გალია, რომ აღარასოდეს შეეშინდეს ჩიტუნას : ) _ თუ გინდათ, რომ ცოტა დამშვიდდეს და მოგეჩვიოთ! : ) ..
ამ შიშის მისთვის მოცილების მერე, სიმშვიდეს რომ იგრძნობს, შეგიძლიათ უკვე ესაუბროთ გალიაში, ნელ-ნელა, მოთმინებით, მიიჩვიოთ : ) მისი მიჩვევა ჯერ კიდევ შეიძლება ძალიან კარგადაც! : )
დედალია თუ მამალი უფრო დავაზუსტოთ თუ გინდათ და იქნებ ფოტო დადოთ აქ : ) თან ჩვენც ძააალიან გვაინტერესებს ყველას : ) _ აქ ხომ ეს პატარები ოჯახად გვაერთიანებს : ) : )
და კიდევ _ საჭმელში თუ ჩახტება და მსგავსი _ არანაირად არ შეიძლება.. მათ პური კატეგორიულად არ ეჭმევათ და ადამაინებისთვის გაკეთებული საჭმელიც.. მათ საკვებს შერჩევა უნდა (დიდი პრობლემა არ არის ეს : ) .... ) ..
ამის შესახებ პირადშიც მოგწერთ : )
მითხარი...