MAY_25აი ცოტა დავხვეწე, რაღაც შენიშვნები გავითვალისწინე და თუ რამეს დაამატებ, მგონი შეიძლება დაიდოს
* * *
აფრიკული თუთიყუში ჟაკო საკმაო პოპულარობით სარგებლობს ფრინველების მოყვარულ ადამიანებში. მისი მაღალი ინტელექტი ყველასათვის ცნობილია, რადგან. განვითარების დონე 7 წლის ბავშვის დონეს უტოლდება. ხოლო ადამიანის საუბრის და სხვა და სხვა ხმების იმიტაციაში მას ცოტა სახეობა თუ შეედრება.
ასევე ერთადერთი თუთიყუშია, რომელსაც კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია. არ საუბრობს მექანიკურად დამახსოვრებული სიტყვებით.
შეფერილობით იგი ღია ნაცრისფერიდან მუქ ნაცრისფერ შეფერილობამდე იცვლება, იმის მიხედვით, აფრიკის რომელი კუთხიდანაა. კუდი ზოგს მუქი წითელი აქვს, ზოგს კი ნაცრისფერი.
მეტი პოპულარობით სარგებლობს კონგოური ჟაკო, რადგან იგი უფრო ღია სერი ფერისაა და ლამაზი წითელი კუდი აქვს.

* * *
სანამდე ჟაკოს შევიძენთ, აუცილებელია იმის განსაზღვრა, რამდენად შევძლებთ მის მოვლას, შევუქმნით სათანადო პირობებს, გამოვუყობთ დღეში ორ საათს მაინც, საკონტაქტოდ და სასაუბროდ, რადგან, ჟაკოები საკმაოდ კონტაქტური და სოციალური ფრინველებია. უყურადღებოდ დარჩენის შემთხვევაში, ფსიქიკა უზიანდებათ, ბუმბულს იპუტავენ, რის გადაჩვევაც შემდეგ ძალიან რთულად ხდება. ჟაკოები საკმაოდ დიდ ხანს ცხოვრობენ, საშუალოდ 50 წელს და კარგი მოვლის შემთხვევაში, გაცილებით მეტსაც.

თუ ყველაფრის გათვალისწინებით, მაინც გადაწყვეტთ ჟაკოს შეძენას, მაშინ უნდა გათვითცნობიერდეთ ჟაკოს ხასიათში, რა არის მისთვის კარგი და ცუდი. მათ საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვთ და ყოველი დაუფიქრებელი და ცუდი მოპყრობა მის მიმართ, არ ჩაივლის უკვალოდ, შემდგომ თქვენდამი მოჩვევის საკითხში.
ჟაკო უზომოდ ცნობისმოყვარე და დაკვირვებულია. ამჩნევს ყველაფერს რაც მის ირგვლივ ხდება. მაგალითად, ტელეფონი რომ რეკავს და პატრონი მაშინვე ყურმილის ასაღებად მიდის, ეს მოვლენა ჟაკოს არ გამოეპარება და მალე შეიძლება თვითონ დაიწყოს ტელეფონის ზარის იმიტაცია, იმისთვის რომ მასთან მიირბინოს პატრონმა
ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება და სანამ ბოლომდე მოეჩვევა ახალ პატრონს. საჭიროა მის "კაპრიზებზე" გადართვა. თუ დღის განმავლობაში მარტო რჩება, მაშინ რაიმე სათამაშოს ყიდვა აუცილებელია.
პირველ რიგში, ჟაკოებისთვის რეკომენდირებულია დიდი და მტკიცე გალია, სასურველია ოთხკუთხედი ფორმის. რადგან, დამფრთხალ ფრინველს უყვარს გალიის ზემო კუთეში დაჯდომა, ხოლო, თუ გალია მრგვალია, ან სხვა ფორმის, თავს დაცულად ვერ იგრძნობს, რადგან ვერ დაჯდება გალიის უმაღლეს წერტილში.
გალია უნდა დაიდგას იმ სიმაღლეზე, რომ თუთიყუში პირისპირ გიყურებდეთ. სასურველია ისეთი გალია შეარჩიოთ, რომელიც ზემოთა მხრიდან იხსნება და ქანდარა უკეთდება, რადგან , უყვართ ამ ქანდარაზე შემოსკუპება, გალიაც იქვეა, მათ დაბლა, ამ დროს გამოშვებულებიც არიან და თავს კარგად გრძნობენ.

* * *
პირველ კვირაში , სანამდე ის გარემოს და ადამიანებს ეჩვევა, გალიაში ხელის შეყოფა ან რამე ზედმეტი ქმედება არ შეიძლება. აცადეთ დამშვიდება და გარემოს შესწავლა. უნდა მოიპოვოს მისი ნდობა. რამოდენიმე ხანი მოუწევს მასთან ხშირი კონტაქტი საუბრებით, შეგიძლიათ დაჯდეთ გალიასთან და წიგნი ხმამაღლა იკითხოთ, რომ პატრონის ხმას და ახლოს ყოფნას შეეჩვიოს და შიში გაუქრეს. უეცარ მოძრაობებს ნუ გააკეთებთ, მშვიდად ეურთიერთეთ. თან დააკვირდით მოქმედებებზე რა რეაქციები ექნება.
პირველ ეტაპზე რაღაც დოზით უნდა დააიგნოროთ. არ უყუროთ თვალებში, ძალიან ახლოს ნუ მიხვალ გალიასთან და ნუ დააკვირდებით. იყავით ბუნებრივი, აკეთეთ თქვენი საქმე, თან ილაპარაკეთ, იმღერეთ, ისე რომ გხედავდეთ სულ და შეეჩვიოს ქმედებებს და ხმას.
1 კვირის მერე უკვე გალიასთან ახლოს აკეთეთ საქმე, თან მომენტებში შეგიძლია შეხედოთ და ნახოთ რა რეაქცია აქვს. ოდნავ მოჭუტული თვალებით კარგია როცა უყურებთ, მტაცებლები ასე არ აკეთებენ და მიხვდება რომ საფრთხე არ ელის თქვენგან.
ნელ-ნელა დაიწყეთ უკვე პირდაპირი ლაპარაკი მასთან.
ცოტა ხანში პროგრესი უნდა გქონდეთ. გალიას რომ მიუახლოვდები შიშის მაგივრად თქვენსკენ გამოიწევს. ამ დროს უკვე შეგიძლია გისოსებიდან საჭმელი შესთავაზოთ, თავიდან იუცხოებს რა თქმა უნდა.შაემდეგ კი დიდი სიფრთხილით დაიწყებს საკვების გამორთმევას.
ხელიდან ჭამის მიჩვევის შემდეგ, დაახლოვებით 2 კვირაში, უკვე შეგიძლიათ გალიიდან გამოუშვათ ჟაკო. ის უკვე საკმარისად გაცნობილი იქნება ოთახს და სიტუაციას. კარგი იქნება, თქვენც თუ იქ იქნებით. როგორც წესი, ძალიან ცნობისმოყვარეები არიან, ყველაფერს ათვალიერებენ და პირში იდებენ, ამიტომაც, ისეთი ნივთები, რომელმაც შეიძლება დააზიანოს ან მოწამლოს თუთიტუშ, უნდა დამალოთ ან გაიტანოთ ოთახიდან.
ჟაკოს კი აქვს ავი მკბენარა თუთოს რეპუტაცია, მაგრამ არაა ასე, როცა ნდობა აქვს პატრონის მიმართ და შიშიც გაქრება, არანაირი მიზეზი არ ექნება რომ უკბინოს. ასე რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს მისთვის შიშის გადალახვა
გალიიდან გამოშვება კარგი იქნება თუ მოხდება საღამოს, 2 საათით მაინც. ამ დროს ისინი განსაკუთრებით აქტიურები არიან. გამოშვებისას აუცილებელია მისთვის თვალყურის დევნება. საღამოს, დიდი ალბათობით თვითონვე ჩავა გალიაში. არ უნდა შეაშინოთ, რადგან, გალიიდან გამოშვება მისთვის სტრესულ მდგომარეობასთან არ ასოცირდებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარს იტყვის გალიიდან გამოსვლაზე, რაც მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედებს.
გალიიდან გამოსვლას და ცასვლას რომ ისწავლის, აითვისებს ოთახს, უფრო გაშნაურდება და პატრონის მიმართ ნდობაც გაუორმაგდება. მიჩვეულ თუთიყუშს კიდევ უამრავი რამ შეგიძიათ ასწავლოთ.
ძალიან უყვართ სათამაშები, საქანელები, ზანზალაკები, რომელიც, რა თქმა უნდა მისი შესაფერისი და სპეციალურად ჟაკოებისთვის გათვლილი უნდა იყოს. ვინაიდან, მათ ძლიერ ნისკარტს ვერ გაუძლებს პატარა თუთიყუშების სათამაშოები.

[url=http://pix.ge/]

[/url]

* * *
რაც შეეხება ჟაკოების კვებას, ზოომაღაზიებშ იყიდება საკვები, თუმცა, მისი შემადგენლობის თითქმის სრული მოცულობა მზესულზირაზე მოდის. ეს კი ძალიან ცუდად აისახება ჟაკოების ჯანმრთელობაზე.
მისთვის სასარგებლოა ფეტვი, გოგრის თესლი, შვრია, სიმინდი, ხორბალი, მიწისთხილი და ძალიან ცოტა მზესუმზირა. ეს ნარევი მარცვლეულის მასა იდეალური საკვებია მისთვის, ასევე, ხილი და ბოსტნეული, რომელიც დღეგამოშვებით , მაქსიმალურად მრავალფეროვანი ასორტით უნდა მიეცეს. მოხარშული კვერცხი იშვიათად, მაგრამ კარგია.
კატეგორიულად არ შეიძლება ნუში. სხვა ყველა თხილი დასაშვებია.
* * *
ჟაკოები არ არიან ბანაობის მოყვარული. ზამთარში არ შეიძლება მათთვის ბანაობა, თუ ოთახში მაღალი ტემპერატურა არ არის.
ზაფხულში კი შეიძლება მისასხურებლით მისი გაწუწვა, რაც ძალიან ახალისებთ.
კარგად მიჩვევის შემდებ , კი დუშის ქვეშაც სიამოვნებით ბანაობენ.
ბანაობის მერე აუცილებელია მისი კარად გაშრობა. უნდა იფრონოს ბევრი, ან თმის საშრობი ფენით გაშრეს, რომ არ გაცივდეს.
* * *
თუ ჟაკოს შეხედავთ როგორც მეგობარს და არა შინაურ ფრივნელს, რომელიც გალიაში უნდა იჯდეს და სიტყვებს იმეორებდეს, იგი ამას დააფასებს. აჩუქეთ სიყვარული , მეგობრობა და გარანტირებული გექნებათ მხიარული და მოსიყვარულე მეგობარი, მრავალი წლის განმავლობაში.