ისევ გურიიდან მოგესალმებით, მემწვანილეებო.

წუხელ ავკრიფე დიდი ტექსტი, მაგრამ ვინაიდან ნეტბუკით ვარ და უმაუსოდ მუშაობას ვერ მივეჩვიე. რაღაც ფარსაგად დამეკარგა. დღეს ორჯერ კი გადავათვალიერე თემა, მაგრამ მზიან და კარგ სამუშაო ამინდს დახარბებულმა საწერად ვერ გავიმეტე ეს დარი.

ახლა, ვიდრე კიდევ რაღაცას დავაწკაპუნებ უადგილოდ და ამ პოსტსაც დავკარგავ, ვეცდები, ყველას ერთად გიპასუხოთ, დათაგვის გარეშე, რადგან მაგას დიდი დრო უნდა, თუმცა მანამ ჯერ აქაური ამბები...
ესე იგი, იმ დიდი წვიმის შემდეგ სრული 3 დღე გადასარევი დარი იყო - თბილი, ჩახჩახა მზე, ბუნება რომ გიხმობს თავისკენ და გინდა-გინდა არ გინდა, ბანგის მორევში გითრევს, რომელსაც ისე მიჰყვები, ვერც კი იგებ ანუ სახლში გაჩერება რომ არ გინდა და გული სულ გარეთ მიგიწევს, ბუნების წიაღში... მაგრამ დღეს მტავრდება "გულიანკა" - საღამოს საკმაოდ აცივდა და სოფელი კურუმ ნისლშია გახვეული. ნისლი ბინდთან ერთად შემოიპარა ხეობებიდან, მთათა სერებიდან ისე, რომ ვერც გაიგებდი, ზევიდან ქვევით ადიოდა თუ - პირიქით, და თანდათან თეთრ მდუმარებაში ჩაგვძირა. ჯერ ზოლ-ზოლად გადაერტყა სერებს, მერე კი თეთრ ზეწარში გაგვხვია, როგორც მაღალ მთაში იცის ხოლმე. ვაჟა გამახსენდა, ნისლებ დაწირეს ხევებიო...
ასეთ ამინდზე იტყვიან, კვირტის მოსაყვანიაო, თუმცა რაღა დროს კვირტია - გაფოთლილია ყველაფერი წაბლის გარდა და ნაყოფიც გამოიტანა ხეხილმა. ეტყობა, დიდი წვიმა არ იქნება - ნისლმა არ იცის წვიმა, მაგრამ ჩემს საყვარელ და სოფლის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად ქცეულ კინჩხას მთაზე კი გვარიანი ქარია - როგორც მოხუცები იტყვიან, ტყე ყვირის, ეს კი ავდრის ნიშანიაო...
დაგეგმილი საქმეები ძირითადად დავასრულე და ზეგ მოვდივარ. ნეტავ კიდევ მქონდეს გაჩერების საშუალება - არ მინდა ამ ღვთაებრივი სილამაზის, ამ სიწყნარის დატოვება და ისევ ჩემს კატორღულ სამსახურში ჩაბმა, ისევ ქალაქის გიჟურ რიტმში, ხმაურ-გუგუნში ყოფნა.

ნეტავ იმ კინჩხას მთაზე, იმ მაღალ მთებში წამიყვანა, რამდენი წელიწადია, იქით არ გამივლია, არადა, როგორ მიყვარდა ბავშვობაში იქ ასვლა... ჩიტების ხმაც კი არ ისმის, მაგრამ ეგ სიწყნარე მაჯადოებდა ზუსტად. ცივზე ცივი დადიანის წყარო, ულამაზესი საყინულეს მთა - უმაგრესი ბუნებაა ყვეკლგან. თან ახლა მოცვის ჩაიც იქნება.
დაილოცოს იმ ხერხის გამომშვები, რაც მაგან მასიამოვნა.

აქამდე დაღლა არ მიგრძვნია, არადა, იმდენი ხეები ავკაფე და შევსხალი... თუმცა დღეს ბლომად კუნძები დავაპე, კაი 2-ფუთიანი უროც ვიქნიე წაღმა-უკუღმა და ცოტა კი დავიღალე.

სამწუხაროდ, ჩემი ნეტბუკი იმდენს ვერ ქაჩავს, ფოტოები დავდო აქედან. ჩამოვალ და მერე დავალაგებ, თორემ ჩემთანაც ყვავის იასამანი და ვარდიც კი გაიშალა... ერთი სიურპრიზი-ფოტოც მაქვს თქვენთვის, მეზობლის ეზოში გადაღებული. ვინძლო, თავი სამხრეთ ამერიკულ პრერიაში გეგონოთ.

ახლა ტქვენს კითხვებს რაც შეეხება მთელი წინა გვერდებიდან მოყოლებული.
ნატა, მაჭანკლობისთვის დიდი მადლოვბა და კეკუციას მალიარული ნიჭით მეც გავოცდი. ყოჩაღ მაგას!

მანდარინები ამჯერად ვერ ვიყიდე, ვერ გავიარე სამტრედიაში - სამსაბათს დროულად ვერ დავამტავრე სამსახური, ოთხშაბათს კი პირდაპირ სოფლის მიკროავტობუსს გამოვყევი. მოკლედ, გადაიდო ეგ საქმე გაისამდე, მანამ კი ჩემს ფორთოხალ-მანდარინ-ფეიხოებს მივხედავ. სამტრედიაში ციტრუსების ოპტავოი არაა. უბრალოდ, მე ყველაზე მეტად მაქაური ბაზარი მაწყობს.
ხატია-ლიკა, კულინარიაზე არ ინდიდა აქ საუბარი, მაგრამ რაკი ახსენე, ბარემ თქვენც შეგახარბებთ - ახალი ეკალა გავაკეთე, ზედ ცხელი, ზუსტად იმ როდოდენდრონის ფოთლებში კელამიდებზე გამომცხვარი მჭადი და ძაან მაგარი იყო.

პლუს - ჯონჯოლის მწნილიც გავაკეთე ფხალის სანელებლებით, ეგეც მაგარია.

ლილიებზე, მგონი, მია-ნანო კითხულობდა. ეგ გადარგვისმეორე წელს ყვავილს არ იკეთებს, 1-2 სეზონი ნიადაგს ეჩვევა, თუმცა ჩემთან ძველი ძირები ამოსული კია, მაგრამ ჯერ საყვავილე კოკრები არ ეტყობა... ბროწეულზე მელანო კითხულობდა, მგონი - ჩემთან გაფოთლილია, ახალი გამოტანილი აქვს, მაგრამ ყვავილები ჯერ არ აქვს.
პერნატა - მასეთ სემაღლებულ ბორცვებზე ჩითილებს (ნერგებსაც) დეკორაციის გამო კი არა, უხვტენიან მიწაზე რგავენ, ბევრი წყალი რომ არ შეუდგეს და ფესვები არ დაულპოს.
სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებზე, მგონი, ნინია-ლილიამ მკითხა. ეგ კიტხვა მეც გამოიჩნდა, მაგრამ არარ მიკითხავს, რადგან ეგ ვაუჩერები სოფლის საკრებულოში უნდა მივიდეს და იქ უნდა აიღონ. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვიცი და ხვალ დავადგენ უფროს ზუსტად. ისე, მეც მაწყობს, თბილისში თუ ავიღებ, მაგრამ არა მგონია.
This post has been edited by tavadze on 16 Apr 2013, 01:35
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".