ჰოოო, ძალიან კარგი. მივესალმები ასეთი ხალხის შემოსვლას ფორუმზე, თორემ პოლიტიკაში...
რა კარგი იყო ახმეტელების ფორუმი - წყნარი ოჯახივით ვიყავით.
პ.ს. წვიმს შუაფხოში, მაგრამ ვიცი, გადიდარებს შუაღამისას,/მომნატრებიხარ, რა იქნება, ახლა აქ მყავდე - ვაფასებ თქვენს შემოქმედებას. მით უფრო, როცა თეონას, ეკა გაიაშვილის, შორენა ჩოლოგაურის დონის ხალხი ასრულებს.
თხოვნა მექნება, როცა ფოლკლორული საღამო, ვაჟაობა ან რამე ამგვარი რუზრუზი

იქნება, იქნებ დაგვიწერო, თორემ ფბ-ზე არ ვარ და ამ ბოლოს ვეღარც იმ უღმერთო პაატა ვარდანაშვილს ვეხმიანები, რომ გამაგებინოს.
ჰოდა, თემა რომ არ გავაოფო, ინგა გრიგოლიასავით კი მომდის, რეჩს რომ ჩაიკითხავდა და მერე გვესალმებოდა,

და მეც დაგვიანებით გილოცავთ ახალ თემას. ყველა თქვენგანის ბაღში მენახოს ეს სილამაზე და უკეთესიც, თუ არსებობს ბუნებაში.
მისი უდიდებულესობა, მთის დედოფალი პირიმზე.


ესეც მთის შროშანი

ეს კი ნამიანი ყოჩივარდა გოგა ჩანადირის შემოქმედებიდან თუ ფოტოაპარატიდან.

მგონი, ესეც გოგასია - იების ველი...

ესენი კარაველთა ფოტოებია, ოღონდ ავტორებზე - ბოდიში!
ცისთვალები


ამ ყაყაჩოების გადასაღებად სპეციალურად წავიდნენ კახეთში. მგონი, ეს ხოდაშენია.

ეს კოჯრის ტყის ზღაპარიდანაა.

ეს ინტერნეტის ფოტოა - ყაყაჩოების ველი სადღაც დაღესტანში.

დაბოლოს, იაპონური სასწაული - ყვავილების ხალიჩა ჰოკაიდოზე.

პ.ს. თუმცა ერთსაც დავდებ ბუნების და ადამიანის კოაბიტაციის ერთგვარ სიმბოლოდ. ცნობილია ფოტოა - შეშინებული პანდა და ნაკრძალის მცველი იაპონიის მიწისძვრის შემდეგ.