Maiko Shamugiaმადლობა მაი

ტუალეტს მიჩვეულია, კიდევ კარგი, იმ 1-2 იაღლიშის გარდა, ფუი, ფუი, სხვა შემთხვევა არ გვქონია

რაც, ვფიქრობ, ტუალეტის გადაადგილებამ გამოიწვია.
ყურადღებას ნამდვილად ითხოვს: დღეს ალექსა ეთამაშებოდა და მერე ოთახიდან გსმოვიდა ტელეფონზე დასარეკად. ამან ისეთი გაბრაზებული კნავილი ატეხა, გულგახეთქილი შევვარდი, რა მოხდათქო, იჯდა თავისთვის და ისევ ალექსანდრეს ეძახდა, მეთამაშეო

ძალიან ალერსიანი მათლა არაა, თუმცა რაც ჩამოვიყვანე, ჯერ 1 თვე არ გასულა და ძალიან შეიცვალა, ბევრად თბილი გახდა.
ახლაც 15-20 წუთია კალთაში მიზის, მომეფერეო და მე მარცხენა ხელით ვპოსტავ

თან, მაინცდამაინც თავზე მოსწონს მოფერება.
აქტიური მართლა არის.
მონადირეობაში ჯერ არ გამოგვიცდია, თუმცა, რაც მოძრაობს, ყველაფერს თავს ესხმის, ნუ ჩვენს გარდა
თმა ჯერ-ჯერობით არ სცვივა საერთოდ, სპეციალურად ჩავიცვი ისეთი შარვალი, ყველაფერს რომ იკრავს, მაგრამ 1-2 ღერის გარდა ვერაფერი აღმოვაჩინე.
ჩემს ნებისმიერ ჯემპრს უფრო სცვივა ბუსუსები, ვიდრე ამას

HCM-ს რაც შეეხება, ეს კატის თანდაყოლილი გენეტიკური დაავადებაა. ანუ თუ ეგ დაავადება აქვს კატას, აქვს დაბადებიდან, გენის მუტაციისგან არის გამოწვეული.
შეიძლება ჰქონდეს და არ გამოუვლინდეს, ან შეიძლება უეცარი სუკვდილი გამოიწვიოს.
ეს დაავადება აქვთ ყველა კატის ჯიშს და აგრეთვე ადამიანებსაც, რომლისგანაც სპორტსმენებიც იხოცებიან უეცარი სიკვდილით თუნდაც სტადიონზე.
ვაიმე, ფეხი დამიბუჟდა და განძრევის მეშინია რა
* * *
ვაიმე ჩიპო რა საყვარელია, მოვლილი და ლამაზი

შენს ყველა ფოტოში მკვეთრად იგრძნობა შენი ჩიპოსადმი სიყვარული