ვეტერინარულ თემაში დავპოსტე, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის აქაც დავდებ, იქნებ დამეხმაროთ

მიშველეთ დამეხმარეთ გთხოოოოოოვთ
კატა მიკვდება თვალსა და ხელს შუა (((
ესეიგი მყავს 11 წლის მეტისი კატა. ბოლო რამდენიმე კვირა ძალიან ცუდად ჭამდა და ხშირად ერეოდა გული, მაგრამ დედაჩემი იმას მაინც აკონტროლებდა რომ დღის განმავლობაში 1-2 ჯერ მაინც ეჭამა - აძალებდა ფაქტიურად ჭამას. დედა 10 დღეა ქვეყნიდან წასულია და მას მერე სიტუაცია საშინლად გაუარესდა...
ბოლო 10 დღეა საერთოდ ძალიან ცუდად ჭამს და კვლავაც ერეოდა გული. წინა კვირას წავიყვანე ვეტერინართან და დაუნიშნეს გადასხმები. უკვე 4-ჯერ გავუკეთეთ და არავითარი შედეგი - პირიქით, უფრო და უფრო უარესდება მდგომარეობა. წყალსაც აღარ სვამს, ფაქტიურად ფეხზე ვეღარ დგება და ბუნებრივია არაფერს ჭამს საერთოდ.
აგრეთვე, გავუკეთეთ ექო, რომელმაც აჩვენა რომ აქვს ძალიან ბევრი ბეზოარი კუჭშიც და ნაწლავშიც. ნაღვლის ბუშტში აქვს ქვები და რაღაცა დიდი წარმონაქმნი, რომელიც სავარაუდოდ დიდი ქვაა. მოკლედ ნაღვლის ბუშტი ცუდადაა და სავარაუდოდ ნაღველით იწამლება?
ვეტერინარი გადასხმების გარდა არაფერს უნიშნავს და შედეგს ვერ ვხედავ... ერთადერთი ტკბილი ჩაი დაალევინეო ნემსით და რეგიდრონი. მაგას ვაკეთებ. ოღონდაც მაინც ერევა გული. მოკლედ მიკვდება კატა...
დღეს ვაპირებ რომ შპრიცით ჩავუსხა ვაზელინის ზეთი და იქნებ გამოადევნოს ბეზოარები? არ ვიცი მეტი როგორ ვუშველო ((((( ვაზელინის ოყნა ხომ არ ჯობია? იქნებ მირჩიოთ რამე (