keep_walkingეს კარაკალია, მისი ფასი დაახ. 10000 $-იდან იწყება.
ძალიან საყვარელია, მაგრამ კვება სჭირდება განსაკუთრებული:
მაგისთვის ყოველდღე შესაჭმელი ხორცი: ქათამი, ბატკანი, მღრღნელები, კურდღელი და ა.შ. რა ვიცი ვის ექნება დღეს საქართველოში

თან მისთვის აუცილებელია სავოლიერე პირობების შექმნა, ანუ ზამთრის და საზაფხულო ვოლიერები, რომ ბევრი იმოძრაოს.
მარტო 3-4 ოთახიანი ბინა ან სახლი არ გამოდგება.
ისე კი, კარგად იწრთვნება და თუ სახლის პირობებშია დაბადებული, ალერსიანიც არის
maiko20071გეთანხმები სრულიად. ჩემს კატაში რა მივეცი, თითქმის არ ვამბობ, არ ესმით საერთოდ

თუმცა არასოდეს ვიტყვი, რომ ჩემი კატა ჯობია რამეთი მეტის კატას გენეტიკით, ყველას თავისი კატა უყვარს.
როგორც მე მიმაჩნია ჩემი კატა ყველაზე ლამაზად და საყვარლად, ისე გიყვარს შენ შენი, სხვას სხვისი და ა. შ.
უბრალოდ, ძალიან მომწონდა ბენგალი თავისი თვისებებისა და გარეგნობის გამო და იმიტომ ვიყიდე, თორემ რომ ვერ გამომენახა ჩამოყვანის საშუალება, აუცილებლად ბრიტანულს ან მეტისს ვიყიდიდი.
ვაპირებდი კიდევაც მეტისის ჩუქებას, უბრალოდ დამასწრო და სხვამ იჩუქა და უღრმესი მადლობა მას ამისთვის
* * *
მეგობრებო, იქნებ მითხრათ Darling (Omega 6) როგორი ხარისხის საკვებად ითვლება ფისოებისთვის?
This post has been edited by upwave on 8 Jun 2013, 19:57