მოიცა მოიცა 1 წამს. რას ქვია გადმოვა და გადაგიყრის? თანაც გემუქრება ხომ?
ეგ არის სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის დარღვევა.
მუხლი 160. ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა.
1. ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება,
რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას, -
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
2. იგივე ქმედება:
ა) ძალადობით ან ძალადობის "მუქარით"
ბ) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, - (მატერიალურად დიდი ვერაფერი, თუმცა კი აქცენტი გავამახვილოთ იმაზე, რომ შენს ხელში იყვნენ გაზრდილნი და მათი "გადაგდებით" შენ დიდი ფსიქოლოგიური და ემოციური ტრამვა მიიღე)
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.
ესეიგი შემოდის შენს ტერიტორიაზე და მიყავს კნუტები. ეგ უკვე არის 177 მუხლის დარღვევა.
მუხლი 177. ქურდობა
1. ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, -
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ერთიდან სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
და ბოლოს. ვერ გავიგე ეს "გადაგდება" რას ნიშნავს. თუმცა კი ვატყობ კარგი არ უნდა იყოს. ესეიგი შეგვეძლება ბრალი წავუყენოთ 259 მუხლის დარღვევისთვის.
მუხლი 259. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა
1. ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, აგრეთვე ცხოველის წვალება, -
ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე.
2. იგივე ქმედება ჩადენილი:
ა) ჯგუფურად;
ბ) არაერთგზის;
გ) მცირეწლოვნის თანდასწრებით, -
ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ასე რომ სანერვიულო შენ კი არა შენს მეზობელს ექნება კნუტებს რაიმე თუ დაუშავა.
განუმარტე ეს მუხლები და მიყუჩდება ბულკივით.
ან კიდევ რას ქვია გადმოძვრება? ვინმე რომ გადმოიპაროს ჩემს ტერიტორიაზე, ჯერ გავლახავ, შემდეგ დავიჭერ