ესე იგი, დღეს ამბავი დამემართა რაა
შევატყე რომ ჩემს ბოციებს კუდზე იხტიკის ნიშნები ჰქონდათ, ორივეს ერთ-ერთი წერტილი აღმოვუჩინე
სხვა თევზებს არაფერი
ხო დაააააააააა
ხომ წარმოგიდგენიათ რა პანიკა დამეწყოოოოო
ავწიე აკვაში ტემპერატურა
ამოვალაგე ის იმხელა ფილტრიდან ნახშირები
და გავვარდი

შემოვიარე მთელი თბილისის ზოოები, ბუნება, ზოოპლაზა, რუსთაველლის ზოოები, სადაც არ მივედი, დავრეკე, მოკლედ, საწყობებში და სადღაც ჯურღმულებშიც კი ჩავედი,
ვერ ვნახე კოსტაპური ვერსად
ყველგან გაგვითავდაო , ან საერთოდ რაის კოსტაპური, ეგ რა არისო
ისეთ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდი, მეთქი დღეს სახლშI არ მივალ, სანამდე თევზებს წამალს არ ვუყიდიიიი
ხო და ერთ საწყობში, ერთმა გულისხმიერმა კაცმა ვიღაცეებთან გადარეკა, იმან კიდევ ვიღაცასთან ( უკვე რომ შემატყო უკანასკნელ დღეში ვიყავი

)
ხო და ვარკეთილის მეტროსთან რაღაც ზოო ყოფილა და იქ არის დარჩენილიო უთხრეეს
დარეკა მერე დააზუსტა და მართლა ყოფილაა
გავვარდი ეხლა ვარკეთილში, მივედი და კინარამ ჩავკოცნე ის გამყიდველი, კოსტაპური რომ მომცა

მოკლედ, მოვიტანე, ჩავასხი აკვაში და რა ვიცი, ერთი სამი საათია და მგონი აღარ აქვთ უკვე ის ორი წერტილი ბოციებს

ეხლა ვფიქრობ, ნაკბენი ან რამე ხომ არ იყოს თქო, მაგრამ, ასე მალე გაუქრათ
მაინც ჩავატარენ ერთ კურსს მკურნალობის
გვერდებსაც იფხანენ თევზები
უფ, დავწყნარდი ცოტა, ვულკანივით ვიყავი