ვაი, ვაი

რამდენჯერმე მეც შემეცოდა ლუსი, ღამის 4ზე რომ იღვიძებდა წკმუტუნით, პლუს ადგომა მეზარებოდა და ჩავიწვინე ლოგინში. საოცარი ისაა რომ ეგრევე ხვრინვას ამოუშვებდა და წყნარდებოდა.
მერე ისე გაბლატავდა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რომ დალაგებულ ლოგინზეც ხტებოდა და იქიდან მედიდურად მეჭიმებოდა

ძლივს გადავაჩვიე, კიდევ კარგი ჰულაჰუპის ეშინია და იმას ვდებდი საწოლზე, ვეღარ ეკარებოდა

***
დღეს კიტრი მოიპარა. სახლში დაბრუნდი და მახარეს, კიტრიპარია ძაღლი გყავსო. ყველასგან უჩუმრად შეიპარა სამზარეულოში, ახტა სკამზე, იქიდან მაგიდაზე, დაითრია კიტრი და წააცუნცულა. ორთათშუა ჩაიგდო, ახრამუნებდა. აი მაგ ხრამუნმა გაყიდა

ხმაზე გამოვარდნენ და წაასწრეს