შენთვის გაკეთებულ მარილიან და სანალებლებიან შემწვარ-მოხრაკულებს ნუ აჭმევ.
იმისთვის გააკეთე ხოლმე თუ არ გეზარება.
საერთოდ არ მიჭმევია ჩემი ძაღლისთვის ეგ მზა საჭმელი, მოყვანის პირველ კვირას თუ არ ჩავთვლი.
მოხარშულ ქათმის ხორცს და მაწონს ვაჭმევდი პატარა რომ იყო (მაშინ რა ცოტა ყოფნიდა.

).
ბარკლის ძვლებს ვაშორებდი.
მერე საქონლის თავებს ვყიდულობდით სპეციალურად სნუპისთვის.
დიდი და ძლიერი გოგო გაიზარდა.
უბრალოდ, ახლა ძალიან ჩამიპუტკუნდა.
ძალიან ეჭვის თვალით ვუყურებ მაგ საკვებს.
ინგლისში, შეიძლება კი უშვებენ ისეთს, როგორიც საჭიროა.
აქ კაცმა არ იცის რას ყრიან შიგნით.
ადამიანის საჭმელებს აკეთებენ ათასი საძაგლობისგან.
ჭიის წამალი ხომ დალეული აქვს?
და ყველაზე სწრაფად ახლა იზრდებიან ლეკვები.
დაამთავრებს ზრდას და მერე წავა სიგანეში.
P.S. გუშინ ვკითხულობდი ერთ-ერთი რუსულ საიტზე. შნაუცერების მომშენებელი წერდა.
ისეთი საკვები, რომელშიც ცილის შემცველობა 32%-ზე მეტია, ლეკვებისთვის არ შეიძლება, განსაკუთრებით დიდი ჯიშის ძაღლების ლეკვებისთვისო.
ცილის სიჭარბის გამო, ორგანიზმი ცილასაც შლის და წარმოქმნილი ნაერთები ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორებია, რომლებიც ლეკვის ზრდას აჩქარებენო.
ამიტომ ლეკვებს მძიმე ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები უნვითარდებათო.
როიალ კანინს ქონია რამდენიმე ხაზი ასეთი.
ეს იცოდით?