PuTKiiIეგ არ მინახავს.
როგორც ამბობენ,დრონტალ პლუსია (Drontal plus) ყველაზე კარგი.
კარგა ხანს ვასმევდი ჩემს ძაღლს, მაგრამ ბოლო რამდენიმე მიცემაზე შვნიშნე, რომ დალევის შემდეგ ცუდად ხდებოდა და აღებინებდა.
ეს ჭიების მასიურმა სიკვდილმაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ რუსულ საიტებს რომ გადავხედე, თითქმის ყველა ფორუმზე წერდნენ, რომ ყოფილი სსრკ-ს ტერიტორიაზე აქტიურად ვრცელდება დრონტალის ფალსიფიცირებული ანალოგი, რომელიც მასიურად წამლავს ძაღლებს და დავანებე თავი დრონტალს.
დრონტალი ღირს 4-5 ლარი 1 ტაბლეტი. 1 ტაბ. ძაღლის წონის 10კგ-ზე გათვალისწინებულია, ანუ 30 კგ.-იან ძაღლს 3 დაჭირდება.
ბოლოს კანივერმი დავალევინე. მე მგონი, ბლ-ცამაზე იძახის. ეს არის ლურჯ ქაღალდში და ეს ღირს 1,5 ლარი 1 ტაბ..
გამოხმაურებებს რომ გადავხედე, ნორმალური იყო.
ჩეხურია, რამდენიმე კომპონენტს შეიცავს, ფართო სპექტრის ანტიჰელმინთია და ასეთია ზუსტად რეკომენდირებული როცა პროფილაქტიკისთვის ასმევ. ესეც 1 ტაბ. ისმება 10 კგ-ზე.
ისე, Cestal puls-საც აქებენ, მაგრამ მე არ გამომიცდია.