sallli1არა რა ლაბრი, გაქანებული მეტისია

***
დღეს ჭკუიდან შემშალა. აფერისტი, თუ არ უნდა რომ წამომყვეს, გაიშოტება მიწაზე და ცოცხალი თავით არ დგება.
გუბეებში ჩატოპა ჩემი კივილის მიუხედავად, მერე ჭუჭყიანი თათებით მომახტა და დამსვარა. ერთმა კაცმა, შვილო ჩამოიფერთხეო, დახვრილი ხარო, მეთქი მიჩვეული ვარ

საჭმლის პარკიც გახია, ცოტა დაგვებნა, მაგრამ არა უშავს, მაწანწალა ცუგოები შეჭამენ, პროპაკია ბოლო-ბოლო

და რაზე ვარ კიდე გაბრაზებული: რუსთაველზე რომ ვეტ მაღაზიაა (პლუს კლინიკით), ბუნებისა და ზოოპლაზას შორის. მანდ პროპაკი ღირს 7 ლარი 1 კილო, ადვანტიქსი ვიყიდე 10 კილოზე ზევით ძაღლისთვის და სულ გამომართვეს 19.50, იმ მომენტში ვერ მოვტვინე და გზაში დავიანგარიშე, გამოდის 12,5 ღირს ადვანტიქსი? მაშინ როცა ალიკასთან ასეთივე წონის ძაღლისთვის ღირს 8 ლარი : /
მეორეჯერ მანდ აღარ მივალ : / ავდგები და შორს ვივლი პროპაკისთვის და წამლისთვის.... აფერისტები : /
***
ახლა უნდა დავბანო, იცის და მაგიდის ქვეშ მემალება
ჩემი აფერისტი ძროხა