ვიყავით გარეთ, კაი კურიოზული მომენტიც შეგვემთხვა

საღამოობით, ხალხმრავალ ბაღში სეირნობა სასტიკად არ მიყვარს, ლუსი სულ შეყვარებულების სკამების ქვეშ ძვრება და მე კიდე თვალებაფარებული დავდივარ, არ გიყურებთ თქო
დღეს კიდე ვიღაცის ცუგასთან ირბინა, ეს გაურბოდა, მაგრამ მეორემ კუთხეში მოიმწყვდია და ლუსი გადააკოტრიალა, ამანაც ირბინა, ვიღაცის ფეხებშუა გაძვრა, საბელით შემოეხვია, საყელურიც გადაიძრო (მაგრამ ვენდობი ახლა და ვიცი რომ ჩემთან მოვა), და კინაღამ წყალში ჩახტა. მე ამ დროს ვუყვირი: ლუსი არ ჩახტე (გუშინ ადვანტიქსი დავასხი და ახლა რომ წყალში ჩამხტარიყო, სულ უვარგისი გახდებოდა წამლის მოქმედება), ხალხი კიდე: აი ახლა ჩახტება, ჩახტება

ჩემ ჯინაზე რა

მოკლედ, დავავლე ჩემ ძროხას ხელი, იმან თავის კაპასა ძაღლს, ხოდა ასე ხელში ატატებული წამოვიყვანე სახლში. იმედია დაიღალა და ამაღამ კარგად იძინებს
პ.ს. ნიორს ჭამს და ეს ნორმალურია?