დენიზრდასრულია? ანუ პირის კიდეები ყვითელი ხომ არ აქვს?
თუ ზრდასრულია (ანუ არ აქვს ეგ ყვითლები), მაშ მოხარშული კვერცხი დაუყარე, პურის წვრილად დაფშვნნილი ნამცეცები და მგონი თუთიყუშის საჭმელსაც ჭამენ..
კატა თუ გყავს მოარიდე..
თუ პატარაა, შეგიძლია მონადირის მაღაზიაში მატლები იყიდო და მატლებად აჭამო, ან დაელოდო მატლებს სითბოში რომ გამოიჩეკებიან ბუზები და ის აჭამო..
პს. წყალი აუცილებლად უნდა მისცე ხშირად!
ანუ - თუ ბარტყია წყალი და საჭმელი ყოველ საათში პიპეტკით უნდა ჩაასხა და ხელით აჭამო, თუ არა და დაუსხი და დაუყარე და თავად შეჭამს..
კუდი მობანე, თუ იარა აქვს ნაზად და ძალიან ფრთხილად პროპოლისი წაუსვი მხოლოდ იარაზე (ბუმბული არ გაუსვარო ძალიან ოღონდ არანაირად!).. როგორც კი ფრენას შეძლებს კარგად - გაუშვი!!!

ყოველი შემთხვევისთვის, თუ რამე არ მოგეწონა, ან გეგონება, რომ რაღაც არ აქვს კარგად დაურეკე ზოოპარკში ფრინველების განყოფილების გამგეს დათოს: 599448275
კონსულტაციას გაგიწევს _ ძალიან კარგი ადამიანია!

გაგვაგებინე რა და როგორ იქნება
მითხარი...